ამ პოსტში წარმოგიდგენთ ამერიკული სამგზავრო თვითმფრინავის -Airways Flight 1549 ავარიულ დაშვებას პირდაპირ მდინარე ჰუდსონზე. წინასწარი ინფორმაციით, US Airways-ის სამგზავრო თვითმფრინავი აფრენისას შეეჯახა ფრინველების , კერძოდ ბატების გუნდს და რამოდენიმე მათგანი მოხვდა თვითმფრინავის ძრავაში, რამაც ორივე ძრავი დააზიანა
და მწყობრიდან გგამოვიდა…
თვითმფრინავის პილოტმა – ჩესლი სულენბერგერგმა სცადა აეროპორტში დარუნებრუნება, მაგრამ იმწუთშივე შეცვალა გადაწყვეტილება და აერობუსი გასაოცარი სიზუსტით მდინარე ჰუდსონზე დასვა , სადაც გამუდმებით სხვადასხვა ზომის ნავი და წყლის ტრანსპორტი დაცურავდა.
მართლაც, ჩესლი სულენბერგერგის წყალობით 155 -ივე მგზავრი და ეკიპაჟი ცოცხალი გადარჩა; ყველა 155-ივე მგზავრი ევაკუირებულები იყვნენ, გარდა ერთი მგზავრისა, რომელმაც მიიღო სერიოზული ტრამვა … მდინარეზე ”დაჯდომიდან” რამდენიმე წუთში სამაშველო კატარღები მოვიდნენ, მათ მგზავრებს სამაშველო ჟაკეტები ჩააცვეს და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
პირადად ნიუ-იორკის მერმა პილოტი -ჩესლი სულენბერგერგი გმირად გამოაცხადა , შეაქო და ამ მოვლენას ”ჰუდსონის საკვირველება” (Wonder of Hudson) უწოდა. პილოტების გუნდს გადასცეს საჰაერო პილოტების და ნავიგატორების საპატიო „Pilots Guild Awards“ ჯილდოები !