არქივი

მსოფლიოს ჩანჩქერები: Horsetail Falls

5778b0e2fdbe
ვიცი, რომ ჩანჩქერებზე უთვალავი პოსტია, მაგრამ კერძოდ Horsetail Falls-ზე არ შემხვედრია.არადა ამ ჩანჩქერის ცქერა ღვთიური სანახაობაა დედამიწის ზურგზე. ალბათ ბევრის ოცნება იქნება რეალურად შეავლოს თვალი ამ საოცრებას..

საიდუმლო არ არის, რომ პრაქტიკულად ყველა ჩანჩქერი თავისებური სილამაზით გამოირჩევა.მაგრამ Horsetail Falls-ნამდვილად განსხვავდება სხვა უჩვეულო ჩანჩქერებისგან. იგი მდებარეობს იოსემიტის ეროვნულ პარკში, სიერა-ნევადის ქედზე, ამერიკა.

Horsetail Falls- ულამაზესი ჩანჩქერია ჩრდილოეთ ამერიკაში და შედგება 3 ვარდნილისაგან, რომელთა სიმაღლე არის დაახლოებით 740 მეტრი. მისი უჩვეულობას გვიმტკიცებს ერთი უტყუარი ფაქტი. წელიწადში მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში, კერძოდ, თებერვლის ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ბუნებრივი პირობების გამო ამ ადგილას წყალი იწყებს ცეცხლოვან ნათებას. ფენომენი ჩნდება მაშინ, როდესაც მეწამული მზის სხივები დაისის დროს ეცემა გრანიტის ფერდობზე გადმომჩქეფარე წყალს. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ფერდობებიდან გადმოდის ცეცხლოვანი მასა, რომელიც ჩანჩქერს ერევა

5778b0e2fdbe
110f7132617a
dcd3b5a54a52
014296f6cc20
b963365ade44
23645d1c4e7d
8cf16053614a

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button