არქივი

საინტერესო ისტორიული ფაქტები (ნაწილი 7)

949d0ffba2af
საინტერესო ისტორიული ფაქტების მეშვიდე ნაწილი

1. ფილიპინებზე თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთ სიმბოლოდ ბელადი ლაპუ-ლაპუ მიაჩნიათ, რადგან მან მაგელანი მოკლა.

2. ევროპაში ყველაზე ძველი დანიური მონარქიაა, იგი 899 წელს შეიქმნა.

3. ქალაქი სახელწოდებით რომი ყველა კონტინენტზე არსებობს.

4. ამერიკელი ჩარლზ ოსბორნი 69 წლის განმავლობაში შეუჩერებლად ასლოკინებდა.

5. ეპოქას ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის წარმოქმნიდან ეგვიპტის დაპყრობამდე ელინისტური ჰქვია.

6. საქმიანი მამაკაცებისთვის სტრესის მოსახსნელად ტოკიოს ცენტრში არის სპეციალური კლუბი. სამსახურის შემდეგ აქ თავს იყრიან ბიზნესმენები და სვმენ, საუბრობენ, მაგრამ ორ თემაზე, სამუშაოსა და პოლიტიკაზე, საუბარი იკრძალება.

7. 1941 წელს მეფე-ზარბაზანი გადაღებეს, რომ ღამით მთვარის შუქი არ აერეკლა და ფაშისტთა ბობმბდამშენებისთვის სამიზნე არ გამხდარიყო.

8. ძვ. წ. 263 წელს რომში ფორუმზე აღმართეს მზის საათი, რომელიც სიცილიიდან ნადავლად ჩატანილი სოლარიუმი იყო.

9. ორ სამეფო გვარს შორის წლების განმავლობაში მიმდინარე “თეთრი და წითელი ვარდების” ომმა ინგლისის მოსახლეობის მეოთხედი შეიწირა.

10. მოხეტიალე ასტროლოგი იოჰან ფაუსტი (1480-1541 წ.) მრავალი ლიტერატურული ნაწარმოების გმირი გახდა, ყველაზე ცნობილი გოეთეს “ფაუსტია”.

11. ღვთისმეტყველმა და განმანათლებელმა სიმეონ პოლოცკიმ (1629-1680) იწინასწარმეტყველა პეტრე პირველის დაბადება და მისი მეფობით რუსეთის აყვავება.

12. ვიკინგებს ინგლისში დანიელებს ან ასკემანებს, საფრანგეთში – ნორმანებს, რუსეთში კი ვარიაგებს უწოდებენ.

13. 1813 წლის 7 აგვისტოს სიმონ ბოლივარის განმათავისუფლებელმა არმიამ ქალაქი კარაკასი აიღო და ვენესუელის რესპუბლიკა დაარსა.

14. 1500 წელს პორტუგალიელმა მეზღვაურმა დოიგე დიაშმა კუნძული მადაგასკარი აღმოაჩინა.

15. ლუი დე ფიუნესი მეორე მსოფლიო ომის დროს სასურსათო მაღაზიაში დამფასოებლად მუშაობდა: კარაქს 150- გრამიან ნაჭრებად ფუთავდა, ხორბალს წონიდა და მეუღლისთვის ორი ნატეხი შაქრის მოპარვას თუ მოახერხებდა, იმ დღეს უბედნიერეს ადამიანად მიაჩნდა თავი.

16. სარტს, მარატსა და ბელმონდოს ერთი სახელი – ჯან-პოლი ჰქვიათ.

17. 1940 წელს კექსიკაში რევოლუციონერი ლევ ტროცკი ყინულის სამტვრევით სიციცხლეს გამოასალმა რამონ მერკადერმა, რისთვისაც სტალინმა მკვლელს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიანიჭა.

18. საფრანგეთის უკანასკნელმა მეფემ, ლუდოვიკო XVI-მ, სიცოცხლე გილიოტინაზე დაასრულა.

19. ტომას ტირკვემადა, რომელიც 1420 წელს დაიბადა, სკოლაში სანიმუშო წესიერებით და კეთილსინდისიერებით გამოირჩეოდა, მოგვიანებით კი ესპანეთის ამ პირველი დიდ ინკვიზიტორის ბრძანებით ათასობით კაცი სიკვდილით დასაჯეს.

20. 1973 წელს რიო-დე-ჟანეიროელ მკერავს ნეუმა ანდრადის თარგები აერია და საკარნავალო კოსტიუმს ერთი დეტალი ზედმეტად მოაჭრა. დიდხანს აღარ უფიქრია და რაც დარჩა, ის ნაწილები მიაკერა ერთმანეთს… ასე გაჩნდა ტრუსი “ტანგა”.

წინა ნაწილები:
ნაწილი I
ნაწილი II
ნაწილი III
ნაწილი IV
ნაწილი V
ნაწილი VI

მსგავსი ამბები

Back to top button