გასართობისაკითხავისასარგებლო

როგორ შეიქმნა გაზეთი

იყო დრო, როდესაც ამ სიტყვას მსოფლიოს მხოლოდ ერთი ქალაქის-ვენეციის მცხოვრებნი ხმარობდნენ,ამასთან, ამ სიტყვას მაშინ სულ სხვა აზრი ჰქონდა. “გაზეტა“ ვერცხლის პატარა ფულს ეწოდებოდა. ვენეცია შუა საუკუნეებში ევროპის პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობების უდიდესი ცენტრი იყო.ვენეციელ ვაჭრებს სჭირდებოდათ ცნობები სხვადასხვა ქვეყნებიდან,აინტერესებდათ ფასები,საქონლის ხარისხი და სხვა. თუ არა ნავსადგურში,სადაც უცხოეთის ათასობით გემი იყრიდა თავს,სხვაგან სად შეძლებდნენ საჭირო ცნობების შეგროვებას?!

ამ საქმიანობას ორგანიზებული ხასიათი რომ მისცემოდა,ვენეციელებმა სპეციალური ბიუროები შექმნეს,რომლებიც აგროვებდნენ ინფორმაციას საქონლის ფასებზე,გემების მისვლა-მოსვლაზე,ასევე მეზღვაურთა ამბებზე.ბიუროს აგენტები დაეხეტებოდნენ ნავსადგურში,აგოვებდნენ ათასგვარ საინტერესო ინფორმაციას და ქაღალდზე გადაჰქონდათ,შემდეგ ეს პატარა ხელნაწერი ფურცლები თითო ვერცხლის ფულად-გაზეტად იყიდებოდა მოსახლეობაში.დროთა განმავლობაში ფულის სახელწოდება „გაზეტა“ თვით ამ ხელნაწერ ფურცლებს დაერქვა,მერე კი ბეჭდვა შემოვიდა და ეს სახელიც მტკიცედ დამკვიდრდა მრავალ ენაში.ნაბეჭდმა გაზეთმა მალე თავისი ‘უმცროსი ძამიკო“-ჟურნალი დაბადა. „ჟურნალი” ფრანგულ ენაზე გაზეთს ნიშნავს

თეგები

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close