მდიდრულ ტურისტულ მატარებელს ინდოეთში ეწოდება „მაჰარაჯას ექსპრესი“. თითოეულ კუპეში არის ყველაფერი, რაც კი საჭიროა კომფორტული მოგზაურობისათვის: ლამაზი ინტერიერი, ცხელი და ცივი წყალი, საპირფარეშო, აბაზანა. ელიტარული კლასის ვაგონში არის აგრეთვე აბაზანაც.
ინდოეთში რკინიგზები არის მსოფლიოში ყველაზე გადატვირთული. მაგრამ მდიდრული მატარებლის ”Maharajas Express” გაშვება ხელს შეუწყობს ტურისტების და მოგზაურების მოზიდვას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
მატარებლის სტუმრებს სთავაზობენ რამდენიმე თემატურ ტურს, რომელთა ხანგრძლივობაც შეადგენს 7-8 დღეს.
ექსპრეს მაჰარაჯის ყველაზე იაფი ბილეთი დაგიჯდებათ $800 დოლარი. სანაცვლოდ კი თქვენ მიიღებთ მეფურ კომფორტს , ამასთან დამატებით პლაზმურ ტელევიზორს და პირად სააბაზანოს.
ბუნებრივია, ძვირიან მატარებელში არის რესტორანი, რომელიც გთავაზობთ ინდურ და დასავლურ კერძებს, აგრეთვე ბარი, კარტის სათამაშო მაგიდები და დარბაზიც თვალწარმტაცი პეიზაჟებით.
საპრეზიდენტო ლუქსის ღირებულება შეადგენს 2500 დოლარს. იგი მდებარეობს განცალკევებულ ვაგონში და მოიცავს 2 ოთახს, დიდი საწოლებით, ტუალეტის ოთახი ცალკე აბაზანით.
მატარებლის შექმნაში დაიხარჯა 13 მილიონი დოლარი.