არქივი

ჰოვერკრაფტები

44882580e4d4
ტრადიციული ხომალდები უფრო ნელა მოძრაობენ, რადგან მათ გადაადგილებისას წყალი უნდა გააპონ. ჰოვერკრაფტები კი წყლის ზედაპირზე არიან აწეული, ოდნავ წინააღმდეგობას უწევენ ტალღებს და ბევრად სწრაფად მოძრაობენ.

1950-იან წლებში ბრიტანელმა გამომგონებელმა ქრისტოფერ კოკერელმა ექსპერიმენტის საფუძველზე, ხომალდის უფრო სწრაფად გადასაადგილებლად მოსახერხებელი გზა გამონახა. მისი მეთოდი ხომალდის წყლის ზედაპირზე მოთავსების უზრუნველყოფას მოიცავდა. 1955 წლის დეკემბერში მან შექმნა და პატენტი გასცა ჰოვერკრაფტების დიზაინზე.

f85e09172cde
პირველი ჰოვერკრაფტი SR-N1

კოკერელის პირველი სტანდარტული სიდიდის ჰოვერკრაფტი SR-N1 1959 წელს გამოუშვეს. დაახლოებით 35 სმ სიღრმის საჰაერო ბალიში, რომელიც ჰაერის გადიდებული წნევის არეს ქმნიდა, ხომალდის ძირზე იყო ჩაშვებული. ჰაერის ნაკადის ნაწილი უკან გადადიოდა და ამით ხომალდის 25 კვანძი სიჩქარით წინ წაწევას უზრუნველყოფდა. ეს ტრადიციული ხომალდების მოძრაობის სიჩქარეს სამჯერ აღემატებოდა. აღსანიშნავია, რომ ჰოვერკრაფტს გადაადგილება შეეძლო, როგორც წყალზე ასევე ხმელეთზე.

ეს პირველი ჰოვერკრაფტი კარგად ფუნქციონირებდა, თუმცა 45 სანტიმეტრზე მაღალ ტალღებს ვერ უმკლავდებოდა. ამ პრობლემის გადასაჭრელად ხომალდის ნაწიბურის ირგვლივ, საჰაერო ფარდის ნაცვლად, მოქნილი რეზინის სარტყელი მიამაგრეს. ამან გაზარდა თან დართული საჰაერო ბალიშის სიღრმე და ხომალდს საშუალება მისცა სამჯერ უფრო მაღალ ტალღებს გამკლავებოდა.

2863849dc07e

ჰოვერკრაფტების უმეტესობაში, სანავე ხრახნები ჰაერს უკან უშვებენ ხომალდის წინა მიმართულებით გადასაადგილებლად. ხრახნის ლაპოტები ჰაერის ნაკადს ქვევით მიმართავენ, რაც ხომალდის წყლიან ნაპირზე ამოსვლას უზრუნველყოფს. ჰაერი, როგორც წესი, წყლის ან ხმელეთის ურთიერთშემხებ ზედაპირებს შორის სივრციდან გამოიდევნება. ზოგიერთი ჰოვერკრაფტი მხოლოდ წყალზე გადასაადგილებლად გამოიყენება და მის დიზაინში სფეციფიკური ცვლილებებია შეტანილი.

dccc5e513d16

ჰოვერკრაფტების მართვის ზოგად ტექნოლოგიას მოძრაობაში მომყვან ძალაზე მიმართულების მიცემა წარმოადგენს. უამრავ ხომალდს პროპელერების უკან აქვს რადარები, რომლებიც ხომალდის მიმართულებას განსაზღვრავენ. გვერდისაკენ მიმართული საჰაერო ნაკადი ზოგჯერ ხომალდის ნელი სიჩქარით შემოსაბრუნებლად ან უმოძრაო მდგომარეობაში ყოფნისას გამოიყენება. ჰოვერცრაფტი, რომელსაც ჩაძირული გვერდები კედლები გააჩნია, ამ კედლების მობრუნებით იმართება.

ჰოვერკრაფტები ფართოდ გამოიყენება როგორც მგზავრების გადასაყვანად, ასევე ტვირთის გადასაზიდად და სამხედრო დანიშნულებითაც.

ჰოვერკრაფტები 1960 წლიდან ირიცხება აშშ-ის შეიარაღებაში. მან პირველი საბრძოლო ნათლობა მიიღო ვიეტნამის ომში.

9df8d06c710a

2053078cef59

040e2556f628

4aaaa23a3d8d

8c9a9f9b83ce

პ.ს. ქართულ ინერნეტსივრცეში ეს პირველი ინფორმაციაა ჰოვერკრაფტების შესახებ და იმედია, ძალიან კრიტიკულად არ შეაფასებთ

წყარო:”შემეცნების სამყარო”

მსგავსი ამბები

Back to top button