დროის სწორად განაწილების 10 ხერხი
ძალიან ხშირად რაიმე განსაკუთრებულ საქმეს მომდევნო დღისთვის გადავდებთ ხოლმე და მიზეზად ათასგვარ რამეს ვიგონებთ: დაღლილობას, შეუძლოდ ყოფნას, და ვინ იცის, კიდევ რას. აი, ის წესები, რომლებიც დაგეხმარებიან დროის ორგანიზებაში:
I. ჩამოწერეთ, რა საქმის გაკეთება გაქვთ დაგეგმილი.
დაახასიათეთ ეს საქმეები და დაწერეთ იმ თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც საჭიროდ მიგაჩნიათ მათი შესრულება.
II. გაიკეთეთ სამახსოვრო ნიშნები. თუ საკუთარ თავს ატყობთ, რომ რაღაც-რაღაცეებს ვეღარ იმახსოვრებთ, გაიკეთეთ ხელზე ნიშნები, კერძოდ პატარა პლუსი შუა თითზე.
III. ხშირად გააკონტროლეთ საკუთარი თავი. ვთქვათ, თუ კვირის ბოლომდე 14 საქმე დაგეგმეთ– 7-8 მაინც უნდა მოაგვაროთ, თუ გინდათ, წარმატებას მიაღწიოთ და თანაც ფუჭად არ გაფლანგოთ.
IV. დაადგინეთ საბოლოო ვადები. თუ ამბობთ, რომ ხვალ გავაკეთებ-ეს ხვალ უსასრულოდ არ უნდა გაიწელოს. ისწავლეთ დროის ჩარჩოში ჩაჯდომა. ეს ჩარჩოები კი თავად უნდა შექმნათ.
V. ხშირად გაიმხნევეთ თავი. ყველა საქმეში მთავარი – სტიმულია. ყველაზე დამღლელი საქმეც კი კარგად დაგვირგვინდება, თუ იფიქრებთ ამ საქმის ბედნიერ ფინალზე.
VI. დაადგინეთ მიზეზი. გაარკვიეთ, რატომ ვერ ახერხებთ ამა თუ იმ საქმის ბოლომდე მიყვანას. მიზეზის ცოდნა- საქმის ნახევარია.
VII. არ გინდათ, მაგრამ აუცილებელია – ამ დევიზის თანხლებით უნდა გააკეთოთ ყველა არასასიამოვნო, მაგრამ მნიშვნელოვანი საქმე.
VIII. კარგად ჩაიბეჭდეთ გონებაში გამონათქვამი-დრო ფულია. დროზე ძვირფასი მართლაც არაფერია. იგი ისე სწრაფად გადის, რომ თვალის დახამხამებასაც ვერ ვასწრებთ, ამიტომ ნუ გავფლანგავთ მას.
IX. ჩამოწერეთ იმ სისულელეების სია, რომელიც დროს გაკარგვინებთ. ამ სიაში აუცილებლად მოხვდება -ტელეფონზე უაზრო ლაყბობა, ტელესერიალების ყურება და ა.შ.
X. გამოიყენეთ ყოველი თავისუფალი წუთი, თანაც მაქსიმალურად, რათა ასაკში შესვლისას გული არ დაგწყდეთ.