არქივი

აღმოჩენილია ბაქტერიები, რომლებიც კაცობრიობის სიცოცხლეზე წარმოდგენას შეცვლიან !!!

bactery

ამ დღეებში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რომელსაც სიტყვების “სიცოცხლე” და “ცოცხალი” ჩვეული გაგება შეუძლია შეცვალოს და მნიშვნელოვნად გააფართოვოს პლანეტათა დიაპაზონი არამიწიერი არსებების საძიებლად. NASA-ს ასტრობიოლოგთა ჯგუფმა ფელისა ვოლფ-საიმონის (Felisa Wolfe-Simon) ხელმძღვანელობით კალიფორნიის მარილიან ტბაში ბაქტერიების სახეობა აღმოაჩინა, რომელიც ფოსფორის ნაცვლად დნმ-ის მოლეკულებში ჩასაშენებლად დარიშხანს იყენებს.

დედამიწაზე არსებული ყველა ცოცხალი ორგანიზმის სიცოცხლის საფუძველს ექვსი ქიმიური ელემენტი შეადგენს: წყალბადი, ჟანგბადი, ფოსფორი, გოგირდი, ნახშირბადი და აზოტი. დანარჩენები, კერძოდ, ლითონებიც არიან შემადგნელობაში და კრიტიკული როლის შესრულებაც შუძლიათ, მაგრამ მათი შემცველობის პროცენტი ძალიან მცირეა. ხშირად, მეორეხარისხოვანი ელემენტები პირველხარისხოვანს ანაცვლებენ: ზოგიერთ მოლუსკში ჟანგბადი სისხლში რკინით კი არა სპილენძით გადადაადგილდება. თუმცა, მეცნიერებისთვის აქამდე ცნობილი არ იყო შემთხვევები, როდესაც ექვსი მთავარი ელემენტიდან ერთ-ერთის ჩანაცვლება ხდება, რომელთაგანაც ყველა ორგანული მოლეკულა შედგება, ცილების, ცხიმების, რნმ-ისა და დნმ-ის მოლეკულების ჩათვლით.

მეცნიერებმა მონოს ტბის მკვიდრნი გამოიკვლიეს, რომლის წყალიც მარილებისა და ტუტეების მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა, კერძოდ დარიშხანის მარილების. ტბის ფსკერზე ნაპოვნი მიკროორგანიზმების სპეციალურად მომზადებულ გარემოში გამოზრდის პროცესში, რომლისგანაც მთლიანად გამოირიცხა ფოსფორი, მეცნიერებს თანდათანობით გადაჰყავდათ ბაქტერიები დარიშხანის უფრო და უფრო მეტი კონცენტრაციის მქონე გარემოში, რათა მისი ფოსფორის ნაცვლად გამოყენება ეიძულებინათ ბაქტერიებისთვის. თავდაპირველი ვარაუდი იმის თაობაზე, რომ მალე ყველა ბაქტერია დაიღუპებოდა დარიშხანის დიდი კონცენტრაციის გამო, არ გამართლდა: გარკვეული პერიოდის შემდეგ ექსპერიმენტულ გარემოში სიცოცხლისუნარიანი ორგანიზმები აღმოაჩინეს – ბაქტერიები GFAJ-1 ოჯახიდან Halomonadaceae.

წონა-სპექტრომეტრიის დახმარებით ბაქტერიების შემდგომმა შესწავლამ უჩვენა, რომ დნმ-სა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მოლეკულებში დარიშხანმა ფოსფორი ჩაანაცვლა. პირველად დადგინდა, რომ ცოცხალი ორგანიზმებს არსებობა ქიმიური ელემენტების სხვა კომბინაციებზე დაყრდნობითაც შეუძლიათ, რომლებიც დედამიწის ყველა არსებისთვის ჩვეულია, რაც მნიშვნელოვნად აფართოებს პლანეტების შერჩევის კრიტერიუმებს, რომლებიც პოტენციურად გამოსადეგია ცოცხალი ორგანიზმებისთვის, რომელთაგან ერთ-ერთი შეიძლება ტიტანი იყოს – სატურნის ყველაზე დიდი თანამგზავრი.

წყარო:

internet.ge

იხილეთ ასევე
Close
Back to top button