გასართობისაკითხავისასარგებლო

მკითხაობა ტარაკნებით


სანამ ახალი წელი მოვა, შეგეძლებათ დაჭერილ ტარაკანზე იმკითხაოთ საკმაოდ მარტივად . ამ პატარა მწერით საკმაოდ ბევრი რამის გაგებაა შესაძლებელი.

პირველი ნაბიჯი: ვიჭერთ ტარაკანს (თუ სახლში ტარაკნები არ გყავთ, არაა პრობლემა, მაინც წაიკითხეთ, იქნებ გყავდეთ ოდესმე)

1. თუ ტარაკანი აქტიური და ჯანმრთელია, ე.ი კვების მხრივ სახლში იდეალურად გაქვთ საქმე
2. თუ ტარაკანი სუსტია და სწრაფად ვერ დარბის-მაშინ ცოლს მიხედეთ- ის თქვენ ცუდად გკვებავთ
3. თუ ტარაკანი ძააალიაან შავია-მას მოაქვს იღბალი:სამსახურში კარიერას გაიკეთებთ

4. თუ ტარაკანი ღია ფერისაა-ე.ი ქერა გოგონას უყვარხართ
5. თუ მწვანე ტარაკანი შეგხვდათ- ფულთან მიმართებით გაგიმართლებთ
6. თუ ტარაკანი ულვაშებით აქტიურად მოძრაობს ე.ი. თქვენ ენერგიული და აქტიური ადამიანი ხართ
7. თუ ტარაკანმა ულვაშების ცეცება შეწყვიტა- შეგიძიათ ფილოსოფოსობაც დაიბრალოთ
8.თუ ტარაკანს თქვენი ეშინია- თქვენ ჟინიანი ადამიანი ხართ
9.თუ ტარაკანი მოლურჯო ფერიისა , რქები აქვს და ადამიანური ხმით ჰიდროელექტროსადგურებზე გესაუბრებათ-გილოცავთ, თქვენ გიჟი ხართ

 

ეს ვიზუალური დათვალიერების შედეგები. ახლა გავზომოთ ტარაკანი
1. თუ ტარაკანის სიგრძე 1 სმ -ზე ცოტაა-თქვენ ოჯახის კაცი /ქალი ხართ
2. თუ ტარაკანის სიგრძე 3 სმ-ზე მეტია-თქვენ ფეთიანი ადამიანი ხართ
3. თუ ტარაკანის სიგრძე თქვენს ცხვირზე დიდია- ცნობისმოყვარე ადამიანი ხართ
4. თუ თქვენ დაიჭირეთ ტარაკანი და ამ დროს მასზე პატარა ტარაკანმა ჩაგირბინათ გვერდზე- ე.ი თქვენ ოცნებებს რეალიზაცია სჭირდება
5. თუ ტარაკანს ყველგან ფეხები აქვს, თან თანაბრად განაწილებული მთელ სხეულზე-ჯობია მაინც ფსიქიატრს ეჩვენოთ
6.თუ ტარაკანის სიგრძე მისი სიგანის ტოლია- ე.ი ეს ტარაკანა კი არა, სხვა რაღაც უბედურებაა და ჯობია დროზე მოკლათ , სანამ აქეთ დაგიშავათ რამე

ბოლო ნაბიჯი: გაუშვით ტარაკანი
1.თუ პირდაპირ გაიქცევა-თქვენ ყველაფერი წინ გაქვთ
2. თუ მარჯვნივ გაიქცევა-პაემანი გექნებათ
3. თუ ისევ თქვენსკენ გამოიქცა-ოო, ალბათ მოეწონეთ
4. თუ საერთოდ არ გაიქცა – მოკვდა, ხო, მოკვდა !

თეგები

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close