ვიდეოებისაკითხავიუცნაური

თქვენ იცით რა ცხოვრობს თქვენი ონკანის წყალში?


ავსტრიის მოქალაქემ გადაიღო მიკროორგანიზმი, რომელიც აღმოჩნდა წყლის ერთ წვეთში. ავსტრიელმა მხატვარმა-ფოტოგრაფმა, სახელად კლემენს ვირსმა გადაწყვიტა აღჭურვილიყო თავისი პროფესიული კამერით და მიკროსკოპით, რათა ეჩვენებინა ჩვენთვის თუ რა იყო ონკანის წყლის წვეთში.

ავსტრიელმა გააკეთა აგრეთვე პატარა მოკლემეტრაჟიანი ფილმი თავის აღმოჩენაზე. ვიმედოვნებთ რომ ის, რაც დააფიქსირა ფოტოგრაფმა სასმელი წყლის წვეთში, არ გაიძულებთ სამუდამოდ უარი თქვათ ონკანის წყლის დალევაზე, მაგრამ საშიშია იმის წარმოდგენაც, თუ რა შეიძლება აღმოვაჩინოთ ჩვენი ონკანების წყალში?! შეიძლება კარგიცაა, რომ ჩვენ ეს არ ვიცით და ვერც ვხედავთ და შესაბამისად მშვიდად გვძინავს.

ამგვარად , წყლის წვეთში, კლემენსმა აღმოაჩინა რაღაც ორგანიზმი, რომელიც მკაფიოდ ჩანს მის მიერ გაკეთებულ ფოტოებში. სინამდვილეში კი წყლის ერთ წვეთში, მან ნახა ასეთი საშიში მიკროორგანიზმების მთელი კოლონია. ეს მიკროსკოპული არსებები, როვა ვხედავთ მათ დიდ ფორმატში, გვაგონებენ არსებებს საშინელებათა ფილმებიდან.

თავის მოკლემეტრაჯიან ფილმს ფოტოგრაფმა უწოდა „მიკრო იმპერია“ (“Micro Empire”).

„ყოველთვის აღმაფრთოვანებდა მიკროორგანიზმების სამყარო – ერთდროულად საინტერესო და შიშის მომგვრელი სამყარო და შევეცადე ჩავწვდომოდი მის სიღრმეს. ამასთანავე ვადასტურებ, რომ შეიძლება ცხოვრება ჩვეულებრივი სასმელი წყლის მიღებით“-თქვა კლემენს ვირსმა.

„წარმოუდგენელია გქონდეს დაკვირვების შესაძლებლობა იმაზე, რაც ხდება ჩვეულებრივი წყლის წვეთში. აქ იმალება მთელი პატარა მსოფლიო“ ,- დაამატა ფოტოგრაფმა, რომლის საავტორო მუშაობაშიც დაინტერესებულია ბევრი ადამიანი.

ვიდეო:

თეგები

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close