გასართობისაკითხავისურათები

თაფლზე ნადირობა ნეპალში

თაფლის მოპოვება – ერთ-ერთია იმ მრავალი საქმიანობიდან, რომლებიც ითვლებიან მრავალი ცივილიზაციის კულტურის ნაწილად. კლდეებზე აღმოჩენილი ნაწერების შესწავლისას მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნეპალში თაფლს მოიპოვებდნენ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 13000 წელს. ეს საქმიანობა დღემდე ითვლება ნეპალური კულტურის ნაწილად.

ნეპალის ზოგიერთი სოფლის მოსახლეობა მთლიანად დამოკიდებულია თაფლზე ნადირობაზე, რადგან ეს პროდუქტი მათი ძირითადი საარსებო წყაროა. ნეპალი მსოფლიოში ფუტკრის Laboriosa-ს სამშობლოდ ითვლება, ესაა ყველაზე დიდი ფუტკარი დედამიწაზე. ეს ფუტკრები საკუთარ სკებს ნეპალის კლდოვან მთისწინეთში აკეთებენ.

თაფლზე ნადირობის ყურება უკვე იქცა ერთ-ერთ პოპულარულ ტურისტულ “ატრაქციონად”. იმის გამო, რომ ფუტკრები სკებს ასეთ მიუდგომელ ადგილებში აშენებენ, გლეხები იყენებენ სპეციალურ თოკის კიბეებს და კალათებს, სკამდე მისაღწევად. ამის შემდეგ ფუტკრებს აშინებენ ბოლით.

თაფლის მოპოვებას დიდი ძალისხმევა ჭირდება და რიტუალად ითვლება. რიტუალი იწყება ლოცვით, შემდეგ წირავენ “მსხვერპლს” – ყვავილებს, ხილს და ბრინჯს. ამის შემდეგ ანთებენ ცეცხლს ფუტკრების სკიდან გამოსადევნად. მონადირეები ქვევით ეშვებიან სპეციალური თოკის კიბეების გამოყენებით. როდესაც მონადირე დანიშნულების ადგილს მიაღწევს იგი დიდი სიფრთხილით აცილებს ფიჭას კლდიდან.

უამრავი ტურისტული სააგენტო სთავაზობს მსურველებს ტურებს თაფლის მოპოვების ადგილას, სადაც შეგიძლიათ მთლიანი პროცესის მოწმე გახდეთ. ეს მარშრუტი საკმაოდ თვალწარმტაცია, იგი საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ნეპალის ველური ბუნების შესანიშნავი ხედები. ტურისტებს აოცებთ ის სისწრაფე და მოხერხებულობა, რომლითაც მონადირეები აგროვებენ ძვირფას თაფლს.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close