გასართობისურათებიუცნაური

მაროკოს ულამაზესი ქალაქი


მაროკოში არის ქალაქი, რომელიც სავსეა ლურჯი ფერის შენობა-ნაგებობებით. შეფშაუენს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქი

1920 წლამდე ქალაქს მხოლოდ 3 ევროპელი ეწვია, სხვებს მისთვის გვერდის ავლა უწევდათ. ორი მათგანი შეფშაუენიდან ვერ დაბრუნდა- ისინი ამავე ქალაქში ვიზიტიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალნენ, ხოლო მესამემ-ინგლისელმა მწერალმა და მოგზაურმა ვოლტერ ჰარისმა გამოქცევა მოახერხა

ქალაქი მე-15-ე საუკუნეში მულაიმ რაშიდმმა ააგო, რომელიც მუჰამედის შთამომავალი იყო. საუკუნეთა განმავლობაში მუსულმანთა წმინდა ქალაქად ითვლებოდა, რომლის ნახვაც უცხო ხალხებს სასტიკად ეკრძალებოდათ.

აქ მოსახლეობა 43 ათას კაცს შეადგენს. თავდაპირველად შეფშაუენი ტოვებს პატარა პროვინციური ქალაქის შთაბეჭდილებას, მაგრამ დათვალიერების შემდეგ დარწმუნდებით, რომ იგი თეთრი და ლურჯი ფერის საოცარი შეხამებით ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია










თეგები

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close