არქივი

ოჰ, ეს საღეჭი რეზინი!

chewing gumისეთი გრძნობა გიჩნდება, თითქოს საღეჭი რეზინი ყოველთვის არსებობდა, იარსებებს და
არც არასოდეს გაქრება ჩვენი ყოველდღიური ყოფიდან. მეოცე საუკუნე ჯერჯერობით ერთადერთი საუკუნეა
კაცობრიობის ისტორიაში, როცა ჩვენი პლანეტის
მოსახლეობა მისი დასაწყისიდან დასრულებამდე ღეჭავდა კევს. როგორც ჩანს,
არც 21-ე საუკუნე იქნება გამონაკლისი. ღეჭვის პროცესისადმი ადამიანების
მიდრეკილება და სიყვარული სავსებით გასაგებია – სხვა გზით ორგანიზმი
მისთვის საჭირო ყველა ნივთიერებას ვერ მიიღებს, მაგრამ ნაპოვნია არქეოლოგიური
მასალები, რომლებიც ადასტურებს, რომ ადამიანები ღეჭავდნენ ისეთ
პროდუქტებსაც, რომელსაც საკვებს ვერაფრით ვერ დავარქმევთ.

ჩრდილო ევროპაში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილია ჩვენს
წელთაღრიცხვამდე მეშვიდე ათასწლეული დათარიღებული ფიჭვის  ფისის
ნაჭრები, რომლებზედაც ადამიანის კბილების კვალია აღბეჭდილი.
საუკუნეების განმავლობაში პირის ღრუს მოსავლელას ბერძნები მასტიკის ხის
ფისსა და თაფლის ცვილს ღეჭავდნენ, მაიას რომის ხალხი კევად კაუჩუკის ხის
გაქვავებულ წვენს იყენებდა, ჩრდილოამერიკელი ინდიელები კი – წიწვოვანი
ხეების ფისს, რომელსაც მანამდე კოცონის ცეცხლზე კარგად გამოაშრობდნენ.
ციმბირში მცხოვრებნი ოდოთგანვე ციმბირულ “სმოლკას” იყენებდნენ კბილების
გასაწმენდად და ღრძილების გასამაგრებლად.ინდოეთსა და სამხრეთ- აღმოსავლეთ
აზიაში თანამედროვე საღეQი რეზინის ფუნქციას ბეტელის ფოთლების, არეკის
პალმის თესლისა და კირხსნარის ნარევი ასრულებდა. ის არა მხოლოდ პირის
ღრუს დეზინფექციას ახდენდა, არამედ აფროდიზიაკული თვისებებითაც
გამოირჩეოდა. ევროპაში საღეჭი რეზინის პირველი პროტოტიპი მეთექვსმეტე
საუკუნეში გაჩნდა : იმ დროს მეზღვაურებმა ინდოეთიდან ევროპაში თამბაქო
შემოიტანეს და მას შემდეგ კაცობრიობის “ძლიერი” ნახევარი ევროპასა და შემდგომ
ამერიკაში სამი საუკუნის განმავლობაში დაუღალავად ღეჭავდა თამბაქოს.

f84cf588e62d
1848 წელს ამერიკელმა ჯონ კერტისმა შტატ მენში საღეჭი რეზინის მასობრივი
წარმოება დაიწყო. ქარხანაში სულ ოთხი ქვაბი იდგა, რომლებშიც წიწვიანი ნაძვის
ხის ფისს ხარშავდნენ, 1850 წელს კი ამ უფორმო მასის კუბურებად დაჭრა და
ქაღალდში შეხვევა დაიწყეს. პროდუქციას ძალიან სარფიანად ყიდდნენ: ორ ცალს
ერთ ცენტად! მაგრამ დღეს ძნელი გასაგებია, რატომ იყო ასე პოპულარული მე-19
საუკუნის საღეჭი რეზინი – მოყავისფრო წებოვანი მასა, რომელშიც ზოგჯერ
წიწვებსაც კი პოულობდნენ!

8e02a9048864
1869 წელს ცნობილმა ნიუიორკელმა ფოტოგრაფმა თომას ადამსმა მექიკელი
გენერლის – ანტონიო დე სანტა-ანასგან კაუჩუკის დიდი პარტია იყიდა, ქარხანა
ააშენა, პატენტიც მიიღო და საღეჭი რეზინის რეალიზაციასაც იმ დროისთვის
არნახული მასშტაბი შესძინა: ადამსი თავის პროდუქციას თითქმის მთლიანად –
წელიწადში 100 000 ცალს ყიდდა! დღეს ეს ციფრი სასაცილოდაც კი გვეჩვენება:
ამ რაოდენობის საღეჭ რეზინს “კევიღეჭიები” ჯერ მარტო თბილისში ალბათ ერთ
დღეში ყიდულობენ…
green chewing gum thumb17987307
1928 წელს ბუხჰალტერმა უოლტერ დიმერმა საღეწი რეზინის იდეალური
ფორმულა გამოიყვანა, რომელმაც ამ პროდუქტის წარმოებისას დღესაც იცავენ.
დიმერის საღეჭი რეზინა იმდენა ელასტიკური იყო, რომ მისი გაბერვაც კი
შეიძლებოდა! დიმერმა მას dubble bubble დაარქვა, ვარდისფრად შეაფერადა
და არნახულ კომერციულ წარმატებასაც გამოჰკრა ხელი… ბევრად გვიან
კომპანიამ საღეჭი რეზინებისგან ბუშტების ბერვის სატელევიზიო კონკურსიც
კი მოაწყო. საღეჭი რეზინი უფრო სერიოზული მიზნებისთვისაც გამოიყენეს:
1965 წელს ამერიკელი ავსტრონავტების შესასწავლად ცდებს სწორედ საღეჭი
რეზინით აკეთებდნენ. 1911 წელს კი დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საჰაერო
ძალების პილოტებმა თვითმფრინავის ავარია იმით აირიდეს თავიდან, რომ ძრავას
ერთ ნაწილში გაჩენილი ნახვრეტი საღეჭი რეზინით ამოავსეს.
GUM
უშაქრო “ორბიტის” მოყვარულებს გაუკვირდებათ, მაგრამ ფაქტია, რომ
თავდაპირველად საღეჭი რეზინი შაქარს საერთოდ არ შეიცავდა. პროდუქციის
გემოს გასაუმჯობესებლად პირველად შაქრისა და არომატიზატორების დამატება
ამერიკელმა აფთიაქარმა ჯონ კოლგანმა 1879 წელს მოიფიქრა. ამ გამოგონების
პატენტი ცოტა ხანში მისგან უილიამ რიგლიმ შეიძინა, შემდეგ კომპანია wregley
დააარსა.
wrigleys gum profile


უილიამ რიგლი ნამდვილი ნოვატორი იყო! მან პირველმა გახსნა საღეჭი
რეზინის ქარხანა ამერიკის საზღვრებს გარეთ: 1910 წელს კანადაში, 1915-ში –
ავსტრალიაში, შემდეგ ფილიპინებზე, კენიაში, ტაივანში, ინდოეთსა და
პოლონეთში… რიგლიმ საღეჭი რეზინის ტრადიციულ ფორმაზე უარი თქვა და
კუბურების ნაცვლად ფირფიტების წარმოება დაიწყო, მათ გასანთლულ ქაღალდში
ახვევდა და თავისი ახალი პროდუქციის რეკლამას ყველა შესაძლო ადგილას
ათავსებდა, იმდროინდელი ტრანსპორტის – ომნიბუსების კედლებზეც კი!
საღეჭ რეზინს ბავშვების გულის მოსაგებად საბავშვო წიგნებში დებდნენ,
პრომოუტერი-გოგონები უფასოდ არიგებდნენ მას მეგაპოლისის ქუჩებში, გარდა ამისა
ნიუ-იორკის სატელეფონი წიგნში აღრიცხულ ყველა მოქალაქეს საჩუქრად
თითო-თითო ფირფიტა გაეგზავნა, მოგვიანებით კი ყველა ემიგრანტს, რომელიც ამერიკაში
ელისაილენდიდან შედიოდა, რიგლის საღეჭი რეზინი ურიგდებოდა. ეს უზარმაზარი
ხარჯიც იყო, მაგრამ რიგლიმ იცოდა მისი საქმე. მალე მისი პროდუქცია ამერიკის ერთ-
ერთ სიმბოლოდ იქცა.
bubbalochewingums
და ბოლოს.. საღეჭი რეზინის რეკლამები განწყობისთვის:)

http://www.youtube.com/watch?v=n0D6-iLS-HI
http://www.youtube.com/watch?feature=endscreen&NR=1&v=uyU2d8Iot5Q

მსგავსი ამბები

Back to top button