არქივი

სოციალური ქსელის ტყვეები

49897 mark cukerberg ap f
ყველაფერი ხუმრობით დაიწყო: – პრესტიჟულ ამერიკულ უნივერსიტეტში-ჰარვარდში, 2003 წლის ოქტომბერში მორცხვმა სტუდენტმა მარკ ცუკენბერგმა უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის გატეხა შეძლო. მას ერთი მიზანი
ამოძრავებდა – ინტერნეტსაიტზე ყველა სტუდენტის ფოტოს ატვირთვა, რადგან
აშშ-ში ყველა უნივერსიტეტი ინახავს ყველა კურსდამთავრებულის ფოტოებსა და
მონაცემებს. მარკის აზრით, სახალისო იქნებოდა ინტერნეტმომხმარებლისთვის
ყველაზე ლამაზი ადამიანის სასარგებლოდ კენჭისყრის შეთავაზება და
იმავდროულად სტატისტიკის გამოქვეყნება.  რამდენიმესაათიანი პროგრამირების
შემდეგ საიტი, სახელად facemash.com ონ-ლაინ რეჟიმში მუშაობდა და ეს “ზღვის
მოულოდნელ მოქცევას ჰგავდა; ხმის მიცემამ ისეთ მაშტაბებს მიაღწია, რომ მარკი
იძულებული გახდა, თავისი გასაჭირში ჩავარდნილი საიტი გაეთიშა! მომდევნო
კვირების განმავლობაში უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისგან საყვედური მიიღო
და მისი გარიცხვის საკითხიც დადგა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ
იდეამ გაამართლა… მისი საიტი სწრაფად იქცა სტუდენტებს შორის ინფორმაციის
გაცვლა-გამოცვლის ადგილად, 2006 წელს კი ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი
გახდა. რატომ არის facebook-ი ასე აუცილებელი კაცობრიობის დიდი ნაწილისთვის?
პასუხი მარტივია: სოციალურ ქსელში ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია.
20120518073427face“საშუალო სტატისტიკურ” ფეისბუკელს 130 მეგობარი ჰყავს, თანაც ყოველი მათგანის
“შეძენა” ერთი დაკლიკებით არის შესაძლებელი! სოციალურმა ქსელმა მეგობრული
სიახლეების ჩამონათვალი: კედლების დახმარებით რეალურ დროში ვხედავთ, თუ
რას აკეთებენ ჩვენი მეგობრები, რა მოსწონთ და რა – არა… სოციალურმა ქსელმა შექმნა
ახალი პროგრამა “facebook places”, რომელიც საზღვრავს თუ სად ვიმყოფებით და
გვაძლევს საშუალებას გავიგოთ რომელი მეგობარია ჩვენთან ახლოს.
ქსელში მოწყენა თითქმის შეუძლებელია: აქ 550 000 აპლიკაციაზე მეტია ხელმისაწვდომი.
თუ ზოგი ძალიან პრაქტიკულია, მაგალითად: ვიდეო და კალენდარი, უმეტესობა
გართობას ემსახურება. მაგალითად, 62 მილიონი ადამიანი ერთობა ვირტუალური
სოფლის მეურნეობის, ე.წ ‘ფერმის’ გაძღოლით.
რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არც თუ ისე ცუდად ჟღერს, მაგრამ იმ ნახევარი
მილიარდი ადამიანიდან რომელიც ფეისბუკს მოიხმარენ, ბევრი უბრალოდ
დამოკიდებულია მასზე. რა თქმა უნდა ეს სოციალური ქსელი გვეხმარება გავიგოთ
ბევრი რამ, ვეკონტაქტოთ ერთმანეთს. მაგრამ , მგონი ხანდახან ღირს დავფიქრდეთ:
ხომ არ გავხდით  facebook – ის ტყვეები? :)))

მსგავსი ამბები

Back to top button