საკითხავისასარგებლოსურათები

მსოფლიოს ყველაზე დიდი საკრუიზო გემები

Voyajer  of the seas. გემის  წონა  შეადგენს  138 000  ტონას,  სიგრძე- 311 მეტრია.   ლაინერზე  3114  მგზავრის  ადგილია.  ამ ხომალდის ბორტზე  შეგიძლიათ  ნახოთ  სატელევიზიო სტუდია,  ციგურების  მოედანი,  გოლფის  მინი მინდორი  და  სხვა  გასართობები.

Norwegian Epic.  გემი  იწონის 156 000 ტონას, ხოლო  მისი  სიგრძეა – 329  მეტრი.  საკრუიზო  ლაინერი  გათვალიწინებულია  4100 მგზავრზე.  ბორტზე  მუშაობს  პიცის სადღეღამისო მიტანა   ნომერში.

Carnival  Dream.   ეს  გემი  იწონის  130  000  ტონას , ხოლო  მისი  სიგრძე  -306  მეტრია.  მასზე  შეუძლია  მოგზაურობა  3646  მგზავრს.  ეს  მცურავი  Lunapark-ია  რომლის  ბორტზეც   რამდენიმე   კინოთეატრია.

Celebrity Eclipse.    ეს  საკრუიზო  ლაინერი  იწონის  122  000  ტონას  და  მისი  სიგრძე- 315  მეტრია,  რაც  მეტია  ოთხი Boeing  747 -ის  სიგრძეზე.  ხომალდზე  არის  19  გემბანი, აგრეთვე  გემბანი-მდელო  კრიკეტის  და  ბოჩეს  ( იტალიური თამაში)  სათამაშოდ.

Splendida.  ლაინერის  წონა  შეადგენს  137 936  ტონას,  ხოლო  სიგრძე- 338 მეტრია.  იტევს  -3274  ადამიანს.  ხომალდის  სივრცის მოცულობა , რომელიც შეადგენს  ნახევარ  მილიონ კვადრატულ მეტრს , უფრო  დიდია ვიდრე  ეიფელის  კოშკის  სივრცის  მოცულობა.

Royal Carribean. Oasis of the Seas.   სიგრძე ამ  გიგანტური  ლაინერის  შეადგენს  361  მეტრს, ხოლო  იწონის – თითქმის  223 000  ტონას.   მაქსიმალური კომფორტის პირობებში ამ  ხომალდზე  განთავსდება  5,4  ათასი  მგზავრი.  ამ  ლაინერს  თავისი   ზომების გამო  არ შეუძლია   გავლა  პანამის  არხზე.   ხომალდის  გემბანი   ანალოგიურია გასართობი პარკის, სადაც ყოველდღე   იმართება  სხვადასხვა  შოუები.

Freedom of the Seas.  ლაინერი  იწონის 160 000 ტონას, სიგრძე- 339  მეტრია.  ხომალდზე ეტევა   3634 მგზავრი.  ეს  ხომალდი  ჰგავს  მცურავ  წყლის   პარკს, რამდენადაც  მის  ბორტზე  არის   ყველა  სახის  წყლის  გასართობები. არსებობს  წყლის სლაიდები, უამრავი  აუზები, ჯაკუზები,  ტალღის  ემულიატორები  და  საციგურაო  მოედანი. 

Princess  Diamond. (ეს თუ პრინცესაა :D)  ამ გემის  წონა  შეადგენს  116  000 ტონას, ხოლო მისი სიგრძე-294  მეტრია.  ამ  საკრუიზო ლაინერის  ბორტზე   შეიძლება  დაეტიოს  2670  ადამიანი.   ამ  ლაინერის   ფართობი  10-ჯერ  უფრო  დიდია, ვიდრე ბუკინგემის  სასახლის   ფართობი.  ხომალდზე  არის   მაღალი  კლასის  700 კაიუტა  აივნებით.

 

Queen  Mary II. ხომალდის წონაა  151 400  ტონა,  სიგრძე კი – 345  მეტრია.  გათვლილია  2640  მგზავრზე.  გემის  სიგრძე  შეიძლება  შევადაროთ  80 ტურისტული ავტობუსის  სიგძეს.

Disney Dream.    ამ  ხომალდის წონაა – 130 000  ტონა,  ხოლო  სიგრძე – 340 მეტრი.  გემი  იტევს  2500  ადამიანს  და  თითქმის დისნეილენდის   ზუსტი  ასლია  წყლის  სივრცეში.   ბორტზე  განთავსებულია  ძალიან  დიდი  კინოთეატრი და  წყლის  პარკი.

loading...
თეგები

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close