ინდოელ ენთუზიასტებს არასდროს ბეზრდებათ, გაგვანცვიფრონ თავიანთი გართობის შესაძლებლობებით. ამჯერად დიდი მოთმინებით და ბლაგვი მაკრატელის გამოყენებით, მათ გარდაქმნეს თავიანთი აქლემები მხატვრული ხელოვნების ნიმუშებად.
ყოველ წელს ქალაქ ბიკანერაში (ინდოეთი) ტარდება ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ნაირფეროვნებებით სავსე მოვლენა- ბიკანერას აქლემების ფესტივალი.
აქ თავს იყრის აქლემების ყველა ინდოელი სელექციონერი, ასევე ტურისტების ულევი ნაკადიც. იწყება ფესტივალი აქლემების რბოლებით და მთავრდება აქლემთა შორის სილამაზის კონკურსით.