ცოტა ხნის წინ მოსკოვში გაიმართა მსოფლიოში პირველი ჩემპიონატი შავი ხიზილალის სწრაფ ჭამაში. ღონისძიება გაიმართა“The Apoartment” რესტორანში. აქ შეირჩა 12 ადამიანი, რომლებიც მზად არიან მხოლოდ 3 წუთის განმავლობაში მიირთვან რაც შეიძლება მეტი ეს ძვირად ღირებული პროდუქტი. წამყვანის სიგნალის მიცემისას, უნდა დაიწყონ ხიზილალას ჭამა და არ უნდა გაჩერდნენ მანამ, სანამ არ მიირთმევენ ნახევარ კილოგრამს.
გამარჯვებული ჩემპიონატში გახდა 49 წლის მოსკოველი ალექსანდრე ვალოვი. სულ რაღაც ერთი წუთის და 26 წამის განმავლობაში მან ბოლომდე მიირთვა ხიზილალას ნახევარი ლიტრა. როგორც პრიზი მას ერგო 10 ათასი მანეთი და, რა თქმა უნდა, , ხიზილალაც. ყველამ, ვინც ვერ შეძლო ხიზილალას ჭამა გამოყოფილ დროში, წაიღეს სახლებში, როგორც სანუგეშო საჩუქარი .
ღოინისძიების დამთავრების შემდეგ ორგანიზატორებმა შესთავაზეს ყველა მსურველს ეჭამა ხიზილალა. როგორც ცნობილი გახდა, ნაჭამი ხიზილალის ღირებულებამ 2 მლნ მანეთი შეადგინა.
ასევე იხილეთ ჩემპიონატის სურათებიც
1
2
3
4
5
6
7
8
9