არქივი

მაგიკოსები (part 1/3)

dab7d3ac6439

ამ პოსტში ნახავთ ყველაზე ცნობილ ილუზიონისტებს და მათ ფოკუსებს

რობერტ ჰუდინი

409a737a1cf6

ილუზია და მაგია ადრეული წლებიდანვე იღებს სათავეს, მაგრამ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ე.წ. თანამედროვე მაგიკოსთა შესახებ, რომელთაგან პირველი იყო რობერტ ჰუდინი (Jean Eugène Robert-Houdin) რომელიც დაიბადა 1805 წელს და სამართლიანად ითვლება თანამედროვე მაგიის მამად. ის იყო ფრანგი ილუზიონისტი, რომელმაც მოახერხა უამრავი ადამიანის გაოცება და მისი რამოდენიმე ფოკუსი იქცა მაგიის კლასიკად. ამ ვიდეოში ნახავთ მის რამოდენიმე ხრიკს:

ჰარი ჰუდინი

0a76b8effa11

შემდეგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ილუზიონისტია ჰარი ჰუდინი, რომელიც დაიბადა 1874 წელს. მისი სასცენო სახელი  უკავშირდება რობერტ ჰუდინს,  ნამდვისი სახელი კი ერიკ ვეიზია. ერიკი დაიბადა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ხოლო 4 წლის ასაკში დედამისთან ერთად გაემგზავრა ამერიკაში. 1891 წელს მან დაიწყო თავისი კარიერა ილუზიონისტად. მისი ყველაზე ცნობილი ფოკუსებია:Mirror handcuff challenge, Milk Can Escape, Chinese Water Torture Cell, Suspended straitjacket escape, Overboard box escape და Buried Alive stunt. ჰარი გარდაიცვალა 1926 წლის 31 ოქტომბერს 52 წლის ასაკში. მან დიდი კვალი დატოვა მაგიის ისტორიაში. ამ ვიდეოში ნახავთ თუ როგორ აღწევს თავს ჰარი თოკს, რომლითაც ის მჭიდროდაა დაბმული.

პოლ დენიელსი

d016029cb988

ახლა ვისაუბროთ XX საუკუნის მაგიკოსებზე, რომელთაგან პირველი ცნობილი ილუზიონისტი და კომიკოსი პოლ დენიელსია. ის დაიბადა 1938 წელს, ლონდონში. II მსოფლიო ომის დროს მომავალი მაგიკოსი ევაკუირებულ იქნა ელმსის დასახლებაში. 11 წლის ასაკში პოლი დაინტერესდა მაგიით, რისი საფუძველიც იყო წიგნი, რომელიც მან ბანაკში ყოფნისას წაიკითხა. “From that moment, I can safely say that all I ever wanted to do in life was to become a professional magician” სწორედ ამ დროს ეხება დენიელსის ეს სიტყვები. მას შემდეგ რაც ის გახდა პროფესიონალი თავის საქმეში, მან დაიწყო თავისი პირველი შოუს წაყვანა BBC-ში. ამ გადაცემას ერქვა “For My Next Trick”. შემდეგ პოლმა დაიწყო თავისი პირველი თეატრალური შოუს “It’s Magic” დადგმა.

დუგ ჰენინგი

7022f77dac2f

ცნობილი კანადელი მაგიკოსი და ილუზიონისტი დუგლას ჯეიმს ჰენინგი დაიბადა 1947 წელს, ქალაქ ვინიპეგში, შემდეგ კი გადასახლდა ქალაქ ონტარიოში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მიიღო კანადის ხელოვნების საბჭოს გრანტი.ჰენინგი მოგზაურობდა და სწავლობდა ერთ-ერთ პირველ მაგიკოსებს, როგორებიც იყვნენ სლუდინი და დაი ვერნონი. მან ფინანსული სახსრებით განავითარა თეატრალური შოუ “Spellbound”, შემდეგ მან შექმნა საკუთარი სატელევიზიო გადაცემა  “Doug Henning’s World of Magic” რომელმაც მას მოუტანა 7ემის პრემია. ის გარდაიცვალა 2000 წლის 7 თებერვალს.

რიკი ჯეი

dc22a79c4d3a

ამერიკელი ილუზიონისტი,მსახიობი და სცენარისტი რიჩარდ ჯეი პოტაში, იგივე რიკი ჯეი დაიბადა 1948 წელს ნიუ-იორკში. მისი ბაბუა მაგიკოსი იყო, რამაც მას ილუზიონისტობის სიყვარული შთააგონა. რიკი ჯეის დიდი დახმარება დეივიდ მამეტმა გაუწია. ის იყო რეჟისორი შოუებისა “Ricky Jay and His 52 Assistants”, “On the Stem”, “A Rogue’s Gallery” და კიდევ რამოდენიმე ფილმისა, სადაც რიჩარდიც იღებდა მონაწილეობას. რიკი ჯეის არაერთ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, მაგალითად “მაგნოლია”, “ხვალინდელი დღე არასდროს მოკვდება” და ა.შ.

(გაგრძელება იქნება)

saba510

i am who i am

მსგავსი ამბები

Back to top button