ახალი ამბებივიდეოებირეკორდები

ერთი ნახტომი, ოთხი მსოფლიო რეკორდი

29 წლის ჯონათან ფლორესი საფრენი კოსტიუმით 11 კმ სიმაღლიდან უპარაშუტოდ გადმოხტა და ერთ დღეში 4 მსოფლიო რეკორდი მოხსნა.

თავისუფალ ვარდნაში ის პირველი იყო, რომელიც ამხელა სიმაღლიდან გადმოხტა და 11 კილომეტრიანი მანძილი 9 წუთსა და 6 წამში დასძლია. ეს ყველაზე ხანგრძლივი ფრენა იყო მსოფლიოში. ამასთან, მან ყველაზე დიდი სიჩქარის -160 კმ/სთ განვითარება შეძლო. ფლორესმა პარაშუტი მიწაზე დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე გახსნა.

სპორტსმენმა ატმოსფეროს ის ფენა გაიარა, რომლის ტემპერატურაც -45 გრადუს ცელსიუსია.

“როდესაც 11 კილომეტრის სიმაღლეზე იმყოფები, ყველაზე ძნელი პირველი ნაბიჯია. ეს ნახტომი ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტად იქცა”, – განაცხადა ფლორესმა.

მისი 28 წლის მეუღლე ცდილობდა, ქმრისთვის ამ გიჟურ ახირებაზე ხელი აეღებინებინა… მისთვის ყველაზე მძიმე, მაყურებლის როლში ყოფნა აღმოჩნდა.

ჯონათანი პროფესიით რეჟისორია და ფოტოგრაფიითაც არის გატაცებული. მან ტრიუმფალური ნახტომის გადაღებაც კი მოახერხა, – კოსტიუმზე კამერა ჰქონდა დამაგრებული.

 

 

 

 

წყარო: www.kvirispalitra.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close