გასართობისაკითხავისასარგებლოუკატეგორიო

მანიაკი “გრინ რივერიდან”


კიდევ ერთ სერიულ მკვლელზე მინდა მოგიყვეთ.სტატისტიკას რომ გადავხედოთ ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს სერიული მკვლელების სიაში.არ ვიცი ეს რითი აიხსნება,შესაძლოა აღზრდაში იყოს რაიმე პრობლემა,ან მოსახლეობის რაოდენობაა შეიძლება დიდი და ამიტომ ჩანს რომ ისინი ამრეიკაში უფრო ბევრნი არიან ვიდრე სხვა ქვეყნებში.თუმცა მოსახლეობა ჩინეთში რომ არის ისე უნდა.მაგრამ პატივცემულ ვიკიპედიაზე მე ვერაფერი აღმოვაჩინე.მოკლედ კიდევ ერთი ამერიკელი სერიული მკვლელი და მანიაკი “გრინ რივერიდან”.
მთელი 20 წლის განმავლობაში ამ ადამიანს შიშის ქვეშ ჰყავდა მთელი ქალაქი.მას შეეძლო შეუბრალებლად მოეკლა მსხვერპლი და მის ანგარიშზე ათეულობით ადამიანის სიცოცხლეა.

1982 წლის 15 აგვისტოს დეტექტივი დეივ რაიჰერტი სიეტლთან ახლოს მდებარე გრინ რივერის სანაპიროზე გაგზავნეს,რათა გამოეძია მდინარესთან ნაპოვნი 2 გვამის საქმე.მან ადგილზე ნახა 2 ახალგაზრდა ქალის სხეული,რომლებიც გარეშე თვალისაგან ქვებით იყო დაფარული.რაიჰერტი საკმაოდ გამოცდილი დეტექტივი იყო,მაგრამ ისიც კი შეშფოთდა,როდესაც აღმოაჩინეს მესამე გოგონსა გვამი.ის იქვე ბალახებში გულდაღმა იწვა.მისი სხეული ნახევრად წყალში იყო.არცერთ მსხვერპლზე არ იყო არც რაიმე ტანსაცმელი,არც რაიმე პირადობის დამადასტურებელი საბუთი,რომ ამოეცნოთ მათი ვინაობა.ტერიტორიის საგულდაგულო დათვალიერების შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან 1 კილომეტრში დეტექტივებმა იპოვნეს ქალის პერანგი,რომელიც სავარაუდოდ ერთერთ მსხვერპლს ეკუთვნოდა.ასევე გამოჩნდა მოწმე,რომელიც ამტკიცებდა,რომ შემთხვევის ადგილთან ახლოს დაინახა თეთრი მამაკაცი როგორ ჯდებოდა პიკაპში.მაგრამ სამწუხაროდ მან ვერ დაასახელა ვერც მანქანის ფერი,ვერს მოდელი და ვერც მარკა.თეთრი მამაკაცი პიკაპით საკმაოდ სუსტი ხელჩასაჭიდია.პათოლოგანატომმა გვამებზე ძალადობისა და სექსუალური აქტის ნიშნები აღმოაჩინა,ასევე მივიდა იმ დასკვნამდე,რომ მკვლელი საკუთარი ხელებით ახრჩობდა ქალებს.სასქესო ორგანოდან აღებული ნივთიერება გაყინეს,რადგანაც 1982 წელს დნმ-ის ანალიზი ჯერ კიდევ არ იყო.
წინა თვეში იმავე ადგილას ორი გოგოს სხეული აღმოაჩინეს ზუსტად იგივე მდგომარეობაში, როგორშიც ზემოთხსენებული სამი.მათი ვინაობა ვერ დადგინდა,მაგრამ 5 მოკლული გოგონას გვამი მხოლოდ ერთ რამეს უნდა აღნიშნავდეს, რომ ქალაქში გაჩნდა მანიაკი,სერიული მკვლელი.გამოძიებას დაამატეს 25 დეტექტივი.რაიჰერტი მთავარი გამომძიებელი იყო.მათ დაირქვეს “გრინ რივერის ოპერატიული ჯგუფი”.პირველ რიგში უნდა დაედგინათ გარდაცვლილთა ვინაობა.მათ შეისწავლეს თითის ანაბეჭდები,სტომატოლოგიური კარტები და უგზო-უკვლოდ დაკარგულ ხალხთა ფოტოები და საბოლოოდ დაადგინეს ხუთივე გოგონას ვინაობა,ასევე გაარკვიეს თუ რა ჰქონდა მათ საერთო.


დებრა ბონერი_23 წლის, მოცეკვავე.
ოპა მილსი 16 წლის და სინტია ჰაინსი 17 წლის, მეგობრები.
მარსია ჩეპმენი_31 წლის, 3 შვილის დედა.
ვენდი კოფილდი_16 წლის,სახლიდან გაქცეული.
ამ ხუთიდან 3 ქუჩის პროსტიტუციას ეწეოდა სტრიპის ქუჩაზე.


პოლიცია მუშაობდა 24 საათიან რეჟიმში,მაგრამ სერიული მკვლელის შეჩერება ვერ შეძლო.4 კვირაში გრინ რივერიდან 16 კილომეტრში აღმოაჩინეს 17 წლის ჟიზელ ლავორნის მოგუდული სხეული ვაშლის ხის ქვეშ.იგი მისმა ბოიფრენდმა ბოლოს ნახა ივლისის თვეში.სტრიპიდან კი ისევ გაქრა 4 გოგო.პოლიცია განაგრძობდა ძიებას.ისინი ამოწმებდნენ ნებისმიერ მამაკაცს პიკაპით,გაუწონასწორებელი ფსიქიკით,რომელსაც მიდრეკილება ჰქონდა ჩაედინა მკვლელობა. მაგრამ ამით ეჭვმიტანილთა რიცხვი არ მცირდებოდა.აუცილებელი გახდა შეედგინათ ფსიქოლოგიური პორტრეტი.ყველაზე საინტერესო ამ პორტრეტში იყო ის,რომ ანალიტიკოსების აზრით მანიაკს იმდენად გაიტაცებდა თავისი საქმიანობა,რომ თვითონვე დაუკავშიერდებოდა გამოძიებას და დახმარებას შესთავაზებდა.ასეც მოხდა.რამოდენიმე კვირის შემდეგ პოლიციაში მივიდა მამაკაცი და შესთავაზა დახმარება.ეს იყო ტაქსის მძღოლი მელვინ ფოსტერი.


იგი იდეალურად შეეფერებოდა მანიაკის ფსიქოლოგიურ პროფილს: წარსულში ნასამართლევი იყო, ქუჩებშიც საკმაოდ კარგად ერკვეოდა და სტრიპის მეძავების ხშირი სტუმარი იყო.ფოსტერმა აღიარა,რომ მსხვერპლთაგან 5 მათგანს იცნობდა და ეს აღიარება მან სატელევიზიო ინტერვიუს დროს გააკეთა.უამრავ ეჭვმიტანილთაგან მელვინი ყველაზე მეტად შეეფერებოდა მკვლელის პროფილს,თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვევა ეს ასე არ არის.მანამდე კი ფოსტერს სიცრუის დეტექტორის გავლა შესთავაზე,ისიც დასთანხმდა.რა თქმა უნდა შედეგს სასამართლოში ვერ წარადგენდა გამოძიება,მაგრამ დეტექტივები დარწმუნებულნი იყვნენ,რომ ამით ფოსტერს დააშინებდნენ.მელვინ ფოსტერი უარყოფდა მკვლელობების ჩადენას,მაგრამ პოლიგრაფი საპირისპიროს ამბობდა.რადგანაც ფოსტერი პროფილს შეეფერებოდა,იცნობდა მსხვერპლებს და ვერ გაიარა პოლიგრაფი გამოძიებამ გადაწყვიტა რომ ჩაეტარებინათ ჩხრეკა მის სახლსა და მანქანაში.თუმცა ვერაფერი საეჭვო ვერ აღმოაჩინეს,მაგრამ მეთვალყურეობა მაინც არ მოხსნეს.სწორედ ამ დროს კიდევ 5 ქალი გაუჩინარდა და ამიტომ პოლიცია იძულებული გახდა ეჭვმიტანილთა სიიდან ფოსტერი ამოეღოთ.გამოძიების დაწყებიდან 9 თვის შემდეგ კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა.21 წლის ოფიციანტის კარელ კრისტენსენის სხეული აღმოაჩინეს საკმაოდ უცნაურ პოზაში.მასზე დაწყობილი იყო სხვადასხვა ნივთები.მუცელზე ედო 2 ფარელი,ფეხებს შორის ღვინის ბოთლი, ხელში კი პირამიდის ფორმის ხორცის ნაჭერი.სცენა საკმაოდ სიმბოლური იყო.გამოძიება ფიქრობდა,რომ ეს იყო მანიაკის კონტაქტის საშუალება.მათი აზრით თევზი და ღვინო საიდუმლო საღამოს აღნიშნავდა,ასევე არ უნდა დავივიწყოთ ადრე აღმოჩენილი გოგონას სხეული ვაშლის ხის ძირში,აქ თითქოს ჩანს რომ მანიაკი ქალებს ადანაშაულებს ყველა სასიკვდილო ცოდვაში,კერძოდ ევას და სიცოცხლის ბოლომდე არ შეწყვიტავს თავის საქმიანობას.ზუსტად ამ დასკვნამდე მივიდა დეტექტივი,რომელიც ამ საქმეს იძიებდა.თუმცა არსებობდა სხვა ვერსიებიც,მაგლითად, ზოგიერთი ფიქრობდა,რომ მკვლელი სულაც არ იმყოფებოდა მარტო და თანამოაზრე, ან თუნდაც იმიტატორი ყავდა.ეს აზრი ლოგიკასთან საკმაოდ ახლოს იდგა,რადგანაც ახლანდელი დანაშაულის ადგილი რადიკალურად განსხვავდებოდა წინა შამთხვევებისგან.

1983 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 11-ს მიაღწია.მკვლელმა იპოვნა ახალი ადგილი,რათა გათავისუფლებულიყო გვამებისგან.აეროპორტთან ახლოს პოლიციამ აღმოაჩინა ნახევრად გახრწნილი 21 წლის კონსტანტ ნაის სხეული,რომელიც ბოლოს ნახეს ივნისში სახლში მიმავალი.ის სტრიპთან ახლოს ცხოვრობდა.იქვე ახომახლო დეტექტივებმა კიდევ 2 გოგონას სხეული აღმოაჩინეს.მერი მეიჰენი-8 თვის ორსული, 19 წლის და ერთი ამოუცნობი გოგონა.
1983 წლის ოქტომბრიდან 1984 წლის აპრილამდე პოლიციამ 21 გვამი აღმოაჩინა.ისინი უბრალოდ უძლურები იყვნენ.პათანატომმაც კი ვერ მოფინა ნათელი ამ ბურუსით მოცულ საქმეს,რადგან მსხვერპლების სხეულები ძირითადად ბოლომდე გახრწნილები იყო, ხშირ შემთხვევაში კი მთლიანად ჩონჩხებს პოულობდნენ.ამასთან, ძაღლების და კოიოტების კვალიც სხეულზე აფერხებდა გამოძიების წინსვლას.ცხოველებს სხეულის ნაწილები რამოდენიმე კილომეტრის დაშორებითაც კი მიჰქონდათ,ასე რომ საგამოძიებო ჯგუფს ხშირ შემთხვევაში გაუსაძლის პირობებში უწევდათ მუშაობა.გამომძიებლები იმ ზომამდეც კი მივიდნენ,რომ ჩიტის ბუდეებსაც კი აგროვებდნენ,იმ იმედით იქნებ იქ რაიმე ხელჩასაჭიდი დახვედროდათ,ან თმა, ან ტანსაცმლის ნაწილი,თუმცა ყველაფერი ამაო იყო.მკვლელი უფრო და უფრო მიყრუებულ ადგილებში მალავდა მსხვერპლებს.ამასთანავე მაქსიმალურად ცდილობდა,რომ ისინი მაშინვე არ აღმოეჩინათ,რათა ბუნებას და ცხოველებს თავისი საქმე გაეკეთებინა.

1983 წლის დეკემბერში, რებეკა გარდი, ყოფილი მეძავი მივიდა პოლიციაში და დაუჯერებელი განცხადება გააკეთა.მისი თქმით მან შეძლო თავი დაეღწია გრინ რივერის მკვლელისგან.რებეკა ამტკიცებდა,რომ სექსუალური აქტის დროს მამაკაცმა დაიწყო მისი მოხრჩობა,გოგონამ რა თქმა უნდა წინააღმდეგონა გაუწია,დააღწია კიდევაც თავი და ახლომახლო მდგარ ტრეილერისაკენ გაიქცა ყვირილით.სხვადასხვა მოწმეების ჩვენების თანახმად გრინ რივერის მანქანა იყო ან მწვანე, ან ცისფერი ან ლურჯი,მაგრამ გარდი დარწმუნებული იყო,რომ პიკაპი იყო წითელი.მან ასევე მონაცემთა ბაზიდან ამოიცნო მძღოლი-35 წლის მანქანების მღებავი გარი რიჯუეი.

ის ერთი შეხედვით აღმოჩნდა ჩვეულებრივი,საშუალო სიმაღლის მამაკაცი,რომელიც ყურადღებას არაფრით არ იქცევდა.რიჯუეიმ აღიარა,რომ გარდისთან ჰქონდა სექსუალური კონტაქტი,მაგრამ თავდასხმას უარყოფდა.რადგანაც რიჯუეი საკმაოდ წყნარი პიროვნება ჩანდა,სამსახურშიც ცუდს არაფერს ამბობდნენ მის შესახებ,ამიტომ მკვლელობებში დადდნაშაულება ვერ შეძლეს, მითუმეტეს მაშინ როდესაც მან სიცრუის დეტექტორი წარმატებით გაიარა.რა თქმა უნდა იგი გაათავისუფლეს,ისე რომ ბრალიც არ წაუყენებიათ.
1984 წლის ბოლოს პოლიციაში დაიწყეს კომპიუტერის გამოყენება,რომელიც საკმაოდ დიდ მონაცემთა ბაზას მოიცავდა.სწორედ მისი საშუალებით გახდა ცნობილი,რომ საქმის გამოძიების თითქმის ყოველ ეტაპზე ხვდებოდნენ გარი რიჯუეის სახელს.მისი მეშვეობით ცნობილი გახდა,რომ 1980 წელს რიჯუეი დაკავებულ იქნა მეძავებზე რეიდის დროს.ის ასევე შემჩნეული იყო 3 მსხვერპლთან ერთად.მას ასევე ჰქონდა საშუალება ეტარებინა არა ერთი, არამედ რამოდენიმე პიკაპი,მათ შორის წითელიც,მწვანეც,ცისფერიც და ლურჯიც,როგორც ამტკიცებდნენ მოწმეები.რიჯუეის დაუნიშნეს 24 საათიანი თვალთვალი.გაირკვა,რომ რიჯუეიმ უფრო კარგად იცოდა თუ ვინ მუშაობდა სტრიპზე,ვიდრე პოლიციამ.ასევე ცნობილი გახდა,რომ ის ბენზინს ასხამდა დანაშაულის ადგილებთან ახლოს და დაახლოებით იმ დროსაც.ასევე შეადარეს თარიღები,როცა რიჯუეის დასვენების დღეები ჰქონდა და რა თქმაუნდა ისინი დაემთხვა იმ მსხვერპლთა სიკვდილის თარიღებს,რომელთა დადგენაც მოხერხდა.
გარი რიჯუეი დაიბადა სოლტლეიკსიტიში,იუტის შტატში მარი რიტა სტეიმანისა და ტომას ნიუტონ რიჯუეის ოჯახში.საკმაოდ მძიმე ბავშვობა ჰქონდა,ხშირად იყო მოწმე მისი მშობლების ჩხუბის.დედის მიმართ ამოძრავებდა ავადმყოფური სექსუალური ლტოლვისა და სიძულვილის ნარევი.დიდი ინტელექტით არ გამოირჩეოდა.16 წლის ასაკში მან ჩაარტყა დანა ბიჭს,მხოლოდ იმის გამო,რომ უბრალოდ მოუნდა გაეგო თუ როგორია ვინმეს მოკვლა.მოგვიანებით იბრძოდა ვიეტნამში.იმყოფებოდა 2 ქორწინებაში,ორივე დამთავრდა გაყრით,მხოლოდ მესამე ქორწინების შემდეგ შედარებით დაწყნარდა რიჯუეი,მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი იყო.მეორე ცოლისგან ჰყავს შვილი მეთიუ,ხშირად მის სურათსაც იყენებდა რომ მსხვერპლი (ძირითადად ისინი ვინც მეძავები არ იყო) მანქანაში შეეტყუებინა.
მისმა ყოფილმა ცოლმა გაიხსენა,რომ მათ უყვარდათ სექსი ბუნებაში და ამიტომ ხშირად დადიოდნენ მდინარის პირას ან ტყეში.როდესაც მან გამოძიებას აჩვენათუ სად დადიოდნენ ისინი.აღმოჩნდა,რომ თითოეული ადგილას პოლიციას რამოდენიმე გვამი მაინც ყავდა აღმოჩენილი.ეს რა თქმა უნდა უბრალო დამთხვევა ვერ იქნებოდა.1984 წელს რიჯუეიმ წარმატებით გაიარა სიცრუის დეტექტორი,მაგრამ ამჯერად ის ისე წყნარად აღარ იყო,შეშინებული ჩანდა,ხელები უკანკალებდა და ნერვიულობდა.პოლიციამ გაჩხრიკა მისი სახლი,მანქანა და სამუშაო ადგილი,მაგრამ მათ ვერაფერი ვერ აღმოაჩინეს.ასე რომ სასამართლოზე საქმეს ჯერჯერობით ვერ გაიტანდნენ.რიჯუეი კი კვლავ გაათავისუფლეს,მაგრამ ამჯერად ჩააბარებინეს ნერწყვის სინჯი,ის გაყინეს სხვა ანალიზებთან ერთად.

მთლიანობაში მსხვერპლთა რაოდენობამ 43 მიაღწია.მთავარმა ეჭვმიტანილმა გარი რიჯუეიმ ორჯერ დააღწია თავი პოლიციას.თანდათანობით ყველა დეტექტივი ჩამოშორდა საქმეს,ტომ ჯენსენის გარდა,რომელიც იმედოვნებდა,რომ მომავლის ტექნოლოგიებით როგორმე მოახერხებდა მკვლელის იდენტიფიკაციას.ასეც მოხდა.1997 წელს დეტექტივი რაიჰერტი გახდა შერიფი და გრინ რივერის საქმის გამოძიება თავიდან დაიწყო.ამ დროისათვის უკვე შესაძლებელი იყო დნმ-ის ანალიზის გაკეთება.შესაძლო იყო შეედარებინათ მსხვერპლზე აღმოჩენილი სპერმა და რიჯუეის ნერწყვის სინჯი.
2001 წლის სექტემბერში რაიჰერტმა მიიღო შედეგები-ისინი იდენტური იყო.52 წლის გარი რიჯუეი,ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანი აღმოჩნდა ამერიკის ერთერთი ყველაზე საშიში მანიაკი.რიჯუეი აიყვანეს,როდესაც ცდილობდა “მოეხსნა” გადაცმული პოლიციელი.ეს ნიშნავდა,რომ ის ჯერ კიდევ არ ეშვებოდა ძველ საქმიანობას.
თუმცა მარტო დნმ-ის ანალიზით პროკურორი ვერაფერს გახდებოდა,ის უბრალოდ ამტკიცებდა რომ რიჯუეის ჰქონდა სექსუალური კავშირი გრინ რივერის მანიაკის რამოდენიმე მსხვერპლთან,ისევე როგორც ალბათ ნახევარ სიეტლს.საჭირო გახდა ამოეღოთ 82 წელს ნაპოვნი ნივთმტკიცებები, მსხვერპლის პერანგი,რომელზეც აღმოჩენილ იქნა საღებავის უმცირესი ნარჩენები,რისი მეშვეობითაც საბოლოოდ დამტკიცდა გარი რიჯუეის ბრალი.

სასამართლოში რიჯუეიმ შესთავაზა პროკურორს საკუთარი სიცოცხლის სანაცვლოდ ეტყოდა თუ სად იმყოფებოდა დანარჩენი მსხვერპლის გვამები.პროკურორი დასთანხმდა.კამერის წინ რიჯუეიმ ყოველგვარი თანაგრძნობისა და სინანულის გარეშე მოყვა მთელი თავისი 20 წლიანი მკვლელობების ისტორია.მისი თვლით (ზუსტად არ ახსოვდა), მსხვერპლთა რაოდენობა 50 იყო გადაცილებული.მან პირობა შეასრულა და აჩვენა დეტექტივებს დანარჩენი მსხვერპლების ადგილსამყოფელი.კიდევ 4, 16 წლის პემი ევენტი, 17 წლის ეიპრილ ბატერი, 18 წლის მარია მალვარი და კიდევ ერთი,რომლის ვინაობაც დღემდე დაუდგენელია.

2003 წლის ნოემბერში რიჯუეიმ აღიარა 48 ქალის მკვლელობა.მან მიიღო 48 სამუდამო პატიმრობა.ის სასჯელს იხდის ვაშინგტონის სახელმწიფო ციხეში.
მის შესახებ რამოდენიმე ფილმია გადაღებული, თუმცა მე გამოვყოფდი ერთ მათგანს “The Capture of the Green River Killer”, ამ ფილმში გრინ რივერის მანიაკის დაჭერაში გამოძიებას ეხმარება არანაკლებ ცნობილი მანიაკი და ქალების მკვლელი ტედ ბანდი,რაც სინამდვილეს შეეფერება,თუმცა დიდად ვერაფერში დაეხმარა.
Tako Shvelidze | Create your badge

თეგები

tako85tako

ნერვებს ნუ მომიშლით და ყველაფერი კარგად გექნებათ:))))

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close