გართობაუცნაური

არც თუ ისე წარმატებული და საზრიანი გაქურდვები

Уменьшить

ამ პოსტში წაიკითხავთ რამოდენიმე ქურდის და კრიმინალის ამბავს რომლებიც არც თუ ისე საზრიანები აღმოჩნდნენ.

(ადგილმდებარეობა უცნობია) ორი კაცი ცდილობდა მანქანით გამოეგლიჯათ ბანკომატი კედლიდან, მათ თოკი მოაბეს მანქანის ბამპერს, რომელზედაც მანქანის რეგისტრირებული ნომერი იყო მიკრული, და ბანკომატს. პირველივე გამოქაჩვაზე მანქანას გაძვრა ბამპერი, ხმაურის გამო ისინი სწრაფი სიჩქარით წავიდნენ თუმცა ბამპერი ადგილზე დატოვეს.

(ადგილმდებარეობა უცნობია) კაცი შეიპარა მაღაზიაში და გამოაცხადა გაქურდვა, გამყიდველმა გამოიძახა პოლიცია, თუმცა ქურდმა მოასწრო ჩანთაში ფულისა და ნივთების ჩალაგება. ზუსტად მაშინ, როდესაც უნდა წასულიყო, ჯერ პოლიცია არ იყო მოსული, მან ვერ შეძლო კარის გაღება და ამიტომ დანებება გადაწყვიტა. თუმცა რამოდენიმე წუთში გამვლელმა შემოაღო კარები. ქურდი თურმე კარებს აწვებოდა და ვერ მიხვდა, რომ მეორე მხარესაც უნდა ეცადა.

Уменьшить

(ადგილმდებარეობა უცნობია) ძარცვის შემდეგ პოლიციამ არ მისცა საშუალება არავის დაეტოვებინა მაღაზია. მან ყველა რიგში ჩააყენა და რადგან გამყიდველს მხოლოდ ხმა ახსოვდა, ყველას ათქმევინებდა “დროზე ფული”. ამ დროს რიგიდან ერთ-ერთი კაცი გამოვიდა და თქვა, მე ეგ არ მითქვამს ძარცვის დროსო.

(ადგილმდებარეობა უცნობია) ერთმა კაცმა ბანკიდან უსადენო კამერა მოიპარა, რომელიც ჩართული იყო და უსადენოდ გადასცემდა კომპიუტერს, რაც მის ობიექტივში მოხვდებოდა.

Уменьшить

(ადგილმდებარეობა უცნობია) ერთხელ კომპანიაში სახელად “Guns For Hire”, კომპანია რომელიც ფილმებში იარაღების სპეცეფექტებს აკეთებს, ერთმა ქალმა დარეკა და დაუკვეთა საკუთარი ქმრის მკვლელობა.

Уменьшить

ტექსასი: კაცმა აღიარა დანაშაული და გირაოს გადახდა ამჯობინა, თუმცა მან სასამართლოში ყალბი ქვითარი მიიტანა.

(ადგილმდებარეობა უცნობია) კაცი შევიდა მაღაზიაში, გამყიდველს წაართვა ფული და გამოსვლისას მისი საფულე სალაროსთან დატოვა.

Уменьшить

ვირჯინიაში ორმა კაცმა გაანგრია სახლის კედელი, მოიპარა მაცივარი და პიკაპით წაიღეს. მათი მანქანა გაიჭედა ამიტომ მათ მაცივარი დააბრუნეს, თუმცა მერე მიხვდნენ რომ ჩაკეტილ მანქანაში ჩატოვეს გასაღები ამიტომ მანქანა ადგილზე დატოვეს.

Уменьшить

(ადგილმდებარეობა უცნობია) ერთი კაცი მივიდა სალაროსთან, უბრძანა მოლარეს რომ ამოეღო ფული და როდესაც ნიღაბი ჩამოიფარა, მიხვდა, რომ თვალები არ იყო ამოჭრილი.

 

იმედია მოგეწონათ

1shkhnel1

............
Back to top button