არქივი

მცირე ინფორმაცია ძაღლებზე

45ae5717a141
განვაგრძობ პოსტს “მცირე ინფორმაცია ძაღლებზე”,ამ პოსტში წარმოგიდგენთ რამოდენიმე ჯიშს.

პირველია როტვეილერი

სამშობლო–გერმანია
ჯიშის გაჩენის დრო– 1820-იანი წლები
გამოყენება–კომპანიონი,პოლიციელი ძაღლი,მოდარაჯე
სიცოცხლის ხანგძლივობა– 11-12 წელი
წონა– 41-50 კგ
სიმაღლე– 58-69 სმ

როტვეილერი ძლიერი სხეულის და ყბების მქონე ძაღლია. იგი შეიძლება იყოს არაჩვეულებრივი დამცველი.დღეს ეს ლამაზი, ძლიერ შთამბეჭდავი, ტახზე მონადირე ძაღლი მთელ მსოფლიოში პოპულარულია, როგორც კომპანიონი და მოდარაჯე. როტვეილერის გაწვრთნა ადვილია,მაგრამ ზოგჯერ გაღიზიანებას ავლენს.
როტვეილერი გამოიყვანეს როტვეილში(სამხრეთ გერმანია) მე-19-ე საუკუნეში.მას სამწყემსად და სადარაჯოდ იყენებდნენ.
როტვეილერის ბალანი უხეშია და მჭიდროდ ეკვრის სხეულს.უკანა ფეხები წინაზე გრძელია,მრგვალი კისერი დაკუნთულია.ძლიერ ყბებს კარგი კბილები ამშვენებს.როტვეილერი კარგი მოდარაჯეა.

d5e7d2c08ef1

dfc1106f2574
დობერმანი

სამშობლო–გერმანია
ჯიშის გაჩენის დრო– მე-19-ე საუკუნე
გამოყენება–კომპანიონი,მოდარაჯე
სიცოცხლის ხანგძლივობა– 12 წლამდე
სხვა დასახელება– დობერმან-პინჩერი
წონა– 30-40 კგ
სიმაღლე– 65-69 სმ

ელეგანტური,კეთილგანწყობილი,დამჯერი,ენერგიული დობერმანი მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.დობერმანს მოკლე,ხშირი,მბზინავი ბალანი აქვს.იგი შეიძლება იყოს ჩალისფერი,მონაცრისფრო-ცისფერი,ყავისფერი,შავი,ამასთან,აუცილებელია ჟანგისფერი ლაქები თვალების ქვეშ,დრუნჩზე,ყელზე და მკერდზე,ყველა თათზე და კუდის ქვეშ.დობერმანს წვრილი,მაგრამ დაკუნთული კისერი აქვს,თავი ამაყად უჭირავს,ნუშისებრი თვალებიდან მხიარულება გამოსჭვივის.
დობერმანი კარგი მოდარაჯე და პოლიციელი ძაღლია,გამოირჩევა საოცარი მეგობრულობითა და სიმშვიდით.იგი თავისი ოჯახის ერთგულია,უყვარს ბავშვები.

35830358e68b

ed4a39cee763
გერმანული ნაგაზი

სამშობლო–გერმანია
ჯიშის გაჩენის დრო– მე-19-ე საუკუნე
გამოყენება–კომპანიონი,მოდარაჯე,ინვალიდების დამხმარე
სიცოცხლის ხანგძლივობა– 12-13 წელი
წონა– 34-43 კგ
სიმაღლე– 55-66 სმ

ჯერ კიდევ ისტორიკოსი ტაციტი წერდა “მგლის მსგავს ძაღლზე რეინის მიმდებარე მიწებიდან”. სრულიად შესაძლებელია, რომ გერმანული ნაგაზი და მისი ახლომონათესავე ჰოლანდიური და ბელგიური ნაგაზები დღევანდელი სახით ჯერ კიდევ ათასი წლის წინ არსებობდნენ.
პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისთვის გერმანული ნაგაზი ძალიან პოპულარული გახდა გერმანიაში და მალე მთელ მსოფლიოში გავრცელდა.
გერმანული ნაგაზის ნუშისებრი თვალები შედარებით ღრმად არის განლაგებული,კუდი გრძელი ბეწვით არის დაფარული.მშვიდ მდგომარეობაშიც კი ძაღლს ყურადღება გამახვილებული აქვს და ენერგიით არის სავსე.

3f4c8e91f6ef

d02f0ff98d8a
კავკასიური ნაგაზი

სამშობლო–კავკასია
ჯიშის გაჩენის დრო– შუა საუკუნეები
გამოყენება– პირუტყვის დაცვა,მოდარაჯე
სიცოცხლის ხანგძლივობა– 9-11 წელი
წონა– 45-70 კგ
სიმაღლე– 64-72 სმ

ეს დიდი და ძლიერი ძაღლი პოპულარულია ყოფილ საბჭოთა კავშირში,პოლონეთში,უნგრეთში,ჩეხეთში და სლოვაკეთში,თუმცა მას სულ უფრო იშვიათად იყენებენ დანიშნულების მიხედვით-ცხვრის დასაცავად.კავკასიური ნაგაზი გერმანიაში 1960-იან წლებში მოხვდა,აქ ის საზღვარს იცავდა ბერლინის კედელთან.1989 წელს,როდესაც კედელი დაინგრა,7000 საპატრულო ძაღლისაგან შემდგარი ჯგუფი დაიშალა.ცხოველების უმრავლესობამ ახალი ოჯახი შეიძინა და მთელ გერმანიაში გადანაწილდა.რუსეთში და კავკასიის ქვეყნებში უნიკალური თვისებების მქონე ამ ძაღლებს წარმატებით იყენებენ ფარის დასაცავად და სადარაჯოდ.
კავკასიური ნაგაზი ერთ-ერთი უძველესი ჯიშია, მისი ძირითადი ფუნქცია რაიმეს დაცვაა (საქონლის ან ტერიტორიის).
როგორც ჯიში პირველად ნახსენები ყავს სულხან-საბა ორბელიანს (1658-1725) “სიტყვის კონა”-ში. ასევე ცნობილია, რომ 1765 წელს თურქეთის არმიაში კავკასიურ ნაგაზებს იყენებდნენ შენობების დასაცავად, მას ასევე იყენებდნენ ციმბირში ციხეების დასაცავად.
კავკასიური ნაგაზი ხელოვნურად მიღებული ჯიში არ არის. არსებობს ვარაუდი, რომ კავკასიური ნაგაზის წინაპარი ტიბეტური მასტიფია, თუმცა საუკუნეების განმავლობაში თავისებურ კლიმატურ პირობებში ჩამოყალიბდა უნიკალური თვისებების მქონე ჯიში. იგი უძლებს -40-45 გრადუს ყინვას, შეუძლია თოვლში ცხოვრება და მინიმალურ საკვებზე გადავლა.
მისი სამშობლო კავკასიაა. არსებობდა კავკასიური ნაგაზის მრავალი ტიპი, თუმცა მათ შორის საუკეთესო იყო კავკასიური ნაგაზის ქართული ტიპი. თანამედროვე კავკასიური ნაგაზის სტანდარტიც ქართულ ტიპზეა დაწერილი და ამას აღიარებენ რუსი კინოლოგებიც. აი რას წერს რუსული კინოლოგიის “მამა” ა.პ მაზოვერი: Лучшие кавказские овчарки распространены в Грузинской ССР, где собаки отличаются могучим костяком и являются самыми крупными из всех отродий кавказской овчарки.

როგორც ვიცით, ყველა ძაღლის ჯიშს პატრონობს რომელიმე ქვეყანა. კავკასიური ნაგაზის პატრონაჟის ქვეყანა რუსეთია და ვფიქრობ რომ დამსახურებულათაც, რადგან რომ არა რუსი კინოლოგების დაინტერესება ამ ჯიშით, შეიძლება დღეს კავკასიური ნაგაზი – როგორც ჯიში აღარც არსებობდეს
კავკასიური ნაგაზის ბალანი ხშირი და მკვრივია,მისი ფერი მრავალგვარია,კუდი ფაფუკია.საშუალო ზომის მუქ თვალებს კარგი მხედველობა ახასიათებს.

a7287a62c447
წყარო-წიგნი,forum.ge
გრამატიკული შეცდომებისთვის ბოდიში.
თუ მოგეწონებათ კიდევ გავაგრძელებ.

v131

...

მსგავსი ამბები

Back to top button