გართობაკულტურა

ოპერაცია “ოვერლორდი”

38ec8b85644a
ოპერაცია “ოვერლორდი” (სადესანტო ოპერაცია ნორმანდიაში) წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ ცნობილ ბრძოლას,რომელშიც დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა.აღიარებულია ყველაზე ფართომასშტაბიან სადესანტო ოპერაციად.

მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიამ თითქმის წინააღმდეგობის გარეშე დაიპყრო საფრანგეთი და ჩამოაყალიბა კოლაბორაციონისტული რეჟიმი ვიშის მეთაურობით.
1944 წელს აშშ,კანადამ,ბრიტანეთმა და ფრანგულმა წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებმა დე გოლის მეთაურობით შეიმუშავეს საფრანგეთის განმანთავისუფლებელი ოპერაცია,რომელსაც ეწოდება “ოვერლორდი”.
“ოვერლორდის” შესრულების მიზნით საჭირო იყო მოკავშირეების ძალთა მობილიზაცია ბრიტანეთის საპორტო ქალაქებში,ამის შემდეგ დაიწყებოდა სამხედროთა დესანტირება საფრანგეთში,კერძოდ კი ნორმანდიაში..დესანტირების დროს გამოიყენებდნენ სამხედრო ხომალდებს და ნავებს,ასევე საჰაერო დესანტსაც.

fe14a07e6a9e

f13668618562

16ffccfdf1f7

“ოვერლორდი”რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა:

1.ოპერაცია “ნეფტუნი” ან D-Day(“დი-დეი”).-მიზანი იყო ნორმანდიაში შეჭრა და “ნიადაგის გამზადება” შემდგომი ფართომასშტაბიანი შეტევებისა,რაც საფრანგეთის განთავისუფლებით დასრულდებოდა.

2.ოპერაცია “კობრა”-შეჭრა საფრანგეთის ცენტრში.

1d64a4f56228

849e8ed6baac

68429d6e4474

36fe385eaa6c

7658009778b1

8b7e8966fe79

addef1dab475

73c5bada2181

acab09f963ee

933a8c1fe610

3d44e82c9924

1944 წლის 6 ივნისს დაიწყო D-Day და გაგრძელდა 25 ივლისამდე.მოკავშირეების სამხედრო ძალა შემდეგი იყო:156 000 ჯარისკაცი,10 000 ერთეული სამხედრო ტექნიკა.გერმანელების ძალა უფრო დიდი იყო,დაახლოებით 380 000 სამხედრო,მაგრამ მთავარი ის იყო რომ ნორმანდიის ნაპირები კარგად იყო გამაგრებული სხვადასხვა დამცავი ზღუდეებით,ასევე ბუნკერებით საიდანაც ტყვიების წვიმა წამოვიდოდა.
სწორედ ამ ტყვიების წვიმას შეეწირა მოკავშირეთა სამხედროები,მსხვერპლი დიდი იყო,მაგრამ მოკავშირეებს ავიაცია ეხმარებოდა და ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა და ნორმანდია გაიწმინდა გერმანელებისგან.მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო…

aae58b0b39d1

0535032b0fb1

a863ed0265f1

08c2cbd030f4

b3180039cdb8

fd0751e2a5e5

9acc0e45979b

cb1ee5443a31

“ოვერლორდის” პირველ ეტაპს ემსხვერპლა 15 000მდე ადამიანი(მოკავშირეები-6000,გერმანია-9000).
ამის შემდეგ ხდება ძალთა მობილიზაცია,დაახლოებით 2,5 მილიონამდე სამხედროს მობილიზაცია მოახდინეს მოკავშირეებმა,გერმანიამ კი 1,5 მილიონამდე.
ოპერაცია “კობრამ” კი ყველას ნათლად დაანახა მოკავშირეთა შემართება და გერმანია უკუიქცა.1944 წლის 31 აგვისტოს კი ყველაფერი დასრულდა პარიზის აღებით და საფრანგეთის გათავისუფლებით.

51fb26504a57

a8ea27d525eb

08646905298c

83a024b91554

fe3778bf196c

58545e72996d

1380f24781f9

2392ef7c091b

“ოვერლორდმა” შედეგი გამოიღო,მაგრამ დანაკარგებიც დიდი იყო.

მოკავშირეები-36 976 დაღუპული,153 475 დაჭრილი,19 221 უგზო უკვლოდ დაკარგული.

გერმანია-240 000 დაღუპული,210 000 ტყვე.

პარიზი თავისუფალია… 1944 წელი,აგვისტო…

499684a12d5c

ეს ბრძოლა არაერთ ფილმში(“რიგითი რაიანის გადარჩენა”,”სისხლიანი ომაჰა”,”ყველაზე გრძელი დღე” და ა.შ.) და კომპიუტერულ თამაშში(Call Of DuTy 1-2,Medal Of Honor:Allied Asault,Company Of Heros,Battlefield 1942 და ა.შ) გაცოცხლდა.

Don Mindia

მსგავსი ამბები

Back to top button