უცნაური

ჩრჩილკაცა – mothman ანუ ადამიანი-ფარვანა

Уменьшить
ერთ-ერთი თვითმხილველის და მრავალი სხვა ადამიანის დახასიათების მიხედვით დახატული ნახატი.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური არსება, რომლის არსებობაც დღესაც კითხვის ნიშნის ქვეშაა.

15 ნოემბერს, 1966 წელს ორმა წყვილმა, რეჯერ და ლინდა სკრობერიმ და სტივ და მარი მალეტმა, განაცხადა რომ დაინახეს უზარმაზარი თეთრი არსება რომლის თვალებიც წითლად ანათებდა, როდესაც მანქანის ფარების შუქში მოხვდა. მათ აღწერეს ის, როგორც მფრინავი კაცი, 3 მეტრიანი, ფრთებით რომელიც მისდევდა მათ მანქანას. ეს მოხდა ტერიტორიაზე, რომელსაც ამერიკელებმა უწოდეს TNT area, რადგან ეს ადგილი დანაღმული იყო მეორე მსოფლიო ომის დროს.

Уменьшить
თვითმხილველის წარმოდგენით ეს არის ჩრჩილკაცა, ანუ mothman

ამ დღის შემდეგ კიდევ რამოდენიმე ადამიანმაც განაცხადა რომ დაინახეს იგივე არსება. ორმა მოხალისე მეხანძრემ განაცხადა რომ ეს არსება გავდა დიდ ჩიტს, წითელი თვალებით. შერიფმა ჯორჯ ჯონსონმა განაცხადა რომ ხალხმა დაინახა არა ე.წ. ჩრჩილკაცა არამედ ყანჩა, რომელიც არანორმალურად დიდი იყო. ნიუელ პატრიჯმა უთხრა ჯონსონს, რომ როდესაც მან არსებას ფანარი მიანათა, მისი თვალები ისე ანათებდა, როგორც ველოსიპედის ამრეკლავები, მან ასევე დაანაშაულა ის მისი ტელევიზორის ხმების უცნაურობაზე და მისი ძაღლის გაუჩინარებაზე.

Уменьшить
mothman, ასევე ნახატი

ცხოველთა ბიოლოგმა, დოქტორ რობერტ სმიტმა დასავლეთ ვირჯინიის უნივერსიტეტიდან, განუცხადა რეპორტიორებს რომ დახასიათება ერგებოდა რუხ წეროს. დიდი ამერიკული წერო დაახლოებით ადამიანის სიმაღლეა დაახ. 2 მეტრიანი ფრათაშორის განით, თვალებზე მოწითელო შეფერილობით, რომელიც შეიძლებოდა მიგრაციის დროს შეამჩნიეს.

Уменьшить
mothman ხიდის თავზე

1967 წლის 15 დეკემბერს, როდესაც ჩამოინგრა silver bridge და დაიღუპა 46 ადამიანი, ლეგენდები გავრცელდა რომ ჩრჩილკაცა დამნაშავე იყო ხიდის ჩამოშლაში, რადგან იგი ხიდთან რამოდენიმე დღით ადრე შეამჩნიეს. ასევე იყო ლეგენდის მეორე ვერსია, რომელიც თვლიდა, რომ ფარვანა აფრთხილებდა ხალხს. თუმცა სკეპტიკოსების აზრით, ეს მხოლოდ ოპტიკური ილუზია ან რამე ნივთი იყო.

Уменьшить
რენდერი დახასიათების მიხედვით

დიდი ხნის შემდეგ უფოლოგი, ადამიანი რომელიც შეისწავლის ამოუცნობ მფრინავ ობიექტს, სახელად ჯერომ კლარკი წერს, რომ ოჰაიოს ამო-ს მკვლევარები გაესაუბრნენ ხალხს, რომლებმაც იხილეს ჩრჩილკაცა. ლინდა სკრობერიმ განაცხადა, რომ მან და მისმა ქმარმა ნახეს ჩრჩილკაცა რამოდენიმეჯერ, ხანდახან ახლოდანაც კი. მან თქვა “იგი გიყურებს და თითქოს გეუბნება, რომ არ გავნებს და შენთან მხოლოდ კომუნიკაცია სურს.”

კრიპტოზოოლოგმა ლორენ კოლმანმა განაცხადა, რომ ჩრჩილკაცა კიდევ ბევრჯერ გამოჩნდა და გამოჩნდება და თქვა, რომ თვითმხილველმა არსება დაახასიათა, როგორც უზარმაზარი არსება, სადღაც 2 მეტრი დიდი ფრთებით და წითელი თვალებით.

Уменьшить
კიდევ ერთი ილუსტრაცია

ზოგიერთ უფოლოგსა და კრიპტოზოოლოგებს სჯერა, რომ ჩრჩილკაცა იყო უცხოპლანეტელი, ზებუნებრივი მანიფესტი. ჯონ კილი წიგნში “წინასწარმეტყველება ჩრჩილკაცაზე” აცხადებს, რომ პოინტ პლიზანტის მაცხოვრებლებმა, ადგილი საიდანაც ყველაფერი დაიწყო, განიცადეს მრავალი პარანორმალური მოვლენა.

არსებობს კიდევ რამოდენიმე ბუნებრივი ახსნის ვარიანტი, თუმცა არც დღეს იცის ხალხმა, რა არის ან ვინ არის ჩრჩილკაცა ან საერთოდ არსებობს თუ არა.

Уменьшить
მიახლოებითი ქანდაკება

ვიდეო ინტერვიუებით და სკეპტიკური განმარტებებით. ვისაც გესმით ინგლისური, შეგიძლიათ უყუროთ.

გმადლობთ ყურადღებისთვის

 

1shkhnel1

............

მსგავსი ამბები

Back to top button