ლაშქრობებიუცნაური

უცნაურის ექსკურსია ბატეთის ტბაზე


წინანდლის შემდეგ ექსკურსია აღარ მოგვიწყვია მეგობრებო, ამიტომაც გადავწყვიტეთ ნავსია თუ რაღაც გავტეხოთ, შევიკრიბოთ და წავიდეთ ბატეთის ტბაზე. ადგილის შერჩევაზე ძალიან დიდხანს ვფიქრობდი და უკმაყოფილო არავინ დარჩება მემგონი.

დასაწყისისთვის შეგახსენებთ მცირე პირობებს, ექსკურსია არის ყველა უცნაურელისთვის, გაგიკვირდებათ და კვლავ განურჩევლად სქესისა, რელიგიური, პოლიტიკური თუ სხვა სახის შეხედულებებისა : )) ასაკი 18+ (არასრულწლოვნებს შეგიძლიათ წამოსვლა უფროსთან ერთად, მეგობართან, ნათესავთან, ან ვისთანაც გსურთ).

ლაშქრობის ორგანიზატორები არ ვიღებთ არანაირ პასუხისმგებლობას წამომსვლელების უსაფრთხოებაზე ან ნებისმიერ საკითხზე!

ინფორმაცია მოსანახულებელი ადგილის შესახებ:

ბატეთის ტბა კლასიკური მეწყრული ტბაა, მდებარეობს ქარელთან ახლოს, ძამას ხეობაში, ფართობი 0,02 კვ. კმ, მაქსიმალური სიღრმე – 12 მ, სიგრძე – 190 მ, სიგანე – 150 მ. გარშემორტყმულია წიწვნარ-წიფლნარი ტყით შემოსილი ფერდობებით. წყალი გამჭვირვალეა და მტკნარი. ტბიდან გამოდის ნაკადული. მეწყერი რომელმაც ტბა წარმოშვა, სამხრეთიდანაა ჩამოსული, გამოირჩევა ოღროჩოღრო ზედაპირით და დაფარულია მაღალი ტყით. იმის გამო რომ ტბა ტყით დაბურულ ადგილას მდებარეობს და ვრცელი ნაპირი არ გააჩნია, საუკეთესო ვარიანტია ჩრდილო ნაპირიდან მისვლა, სადაც ასევე შესაძლებელია დაბანაკება. ტბაში ბინადრობს საქართველოს წითელ წიგნში შესული მცირეაზიური ტრიტონი.

გეგმა:
1. ჯერ გასარკვევია რამდენი ადამიანი ვიკრიბებით, ამიტომაც უნდა შედგეს სია და შემდეგ მოხდება ასაკრები თანხის დაანგარიშება, სავარაუდოდ ეს არ გადააჭარბებს 25 ლარს, ამაში შევა მგზავრობა და კვებაც. შესაბამისად ვინც წამოსვლას აპირებს უკვე უნდა ვიცოდეთ ხუთშაბათს, რადგან პარასკევს იმ რაოდენობის თანხა ავკრიბოთ რაც საჭიროა.

2. პარასკევს (29 ივნისს) 19:00 სთ-ზე ვიკრიბებით კოლმეურნეობის მოედანის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე პარკში თანხის ასაკრებად, იქვე შედგება წამომსვლელთა სია.

3. გასვლა არის 1 ივლისს, კვირას 9:00 სთ–ზე, კვლავ კოლმეურნეობის მოედანთან მდებარე პარკიდან. (პროდუქტებს ვყიდულობთ იქვე ან ქარელში, ამას გადავწყვეტთ შემდეგ)

4. გეზს ავიღებთ ქარელისკენ და ტრანსპორტი მიგვიყვანს ბატეთის ტბის გადასახვევამდე. 150 კილომეტრია იქამდე, რომელსაც დაახლოებით 3 საათში გავივლით. გადასახვევიდან ტბამდე დარჩენილ 3 კილომეტრამდე მანძილს კი გავდივართ ქვეითად, რადგან გზა დაზიანებულია და მანქანა ვერ ადის – დაგვჭირდება დრო დაახლოებით 1 სთ.
5. ტბასთან ვიკუნტრუშებთ, დავბანაკდებით, შევჭამთ, დავლევთ და აუცილებლად დავარტყავთ ტბას კრუგს, რადგანაც როგორც ამბობენ ყველა მხრიდან ტბა სხვადასხვანაირი გეჩვენებაო.

6. კარგს იზამთ თუ წამოიღებთ მუსიკალურ ინსტრუმენტებს (გიტარას, ფანდურს,ტამტამს), როიალი არაა საჭირო :D ასევე თუ გინდათ ტანსაცმელიც გამოაყოლეთ, შესაძლოა ბანაობა მოგინდეთ,(ან იძულებითი წესით გაბანაონ :D) თუმცა წყალი დიდი სისუფთავით არ გამოირჩევა.

7. ექსკურსიის თარიღი შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ წვიმის გამო. თუკი ხართ სინოპტიკოსი ან ამინდის გამოცნობის ნიჭით დაჯილდოვებული, გთხოვთ წინასწარ შეგვატყობინოთ კვირის სავარაუდო პროგნოზი. (პ.ს. არ მიიღება ბებიას სახსრებში ტეხვაზე დაფუძნებული პროგნოზები :D)

8. ყურადსაღები ფაქტები: სასმელი წყალის მოძიება პრობლემურია, ამიტომ უნდა წავიღოთ. ცუდად იჭერს მობილური ოპერატორებიც, ან საერთოდ არ იჭერს : )

დამატებითი ინფორმაციის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში მომწერეთ ფეისბუქზე.
ფბ–ზე გაკეთდა ივენთი და წამომსვლელები აუცილებლად შემოუერთდით: http://www.facebook.com/events/335249123216693/

 

…………………………………………………………………………………………………………………..

 

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close