ახალი ამბებისაქართველო

რას გადაურჩა თბილისი?!


ეხლა მოგიყვებით თუ რას აცდა თბილისი?…
1940-იან წლებში მზადდებოდა პროექტი სტალინის გრანდიოზული მონუმენტისა, რომელიც მთამინდაზე, დღევანდელი სატელევიზიო ანძის ადგილას უნდა დამონტაჟებულიყო.

სიმაღლეში 96 მეტრიან სტალინის მონუმენტს, მსოფლიოს ყველაზე მაღალი ქანდაკებები უნდა დაეჯაბნა. ეს სრულყოფილი პროექტი მთელი თავისი ილუსტრაციებით თუმცა ჯერ მოიწონეს, მაგრამ ბოლოს მაინც არ განახორციელეს.

წერილი რეზოლუციის სახით შევიდა სახელმწიფიში 1948 წლის 9 აგვისტოს. წერილში მოკლედ არის აღწერილი ის, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ მონუმენტის დადგმას.

მონუმენტში შედიოდა პროექტის ამსახველი 5 სურათი და წერილი:

„ეს იქნება ყველა დროის ყველაზე დიდი მონუმენტი. ზღვის დონიდან 350 ხოლო მიწიდან 96 მეტრი”. ასე იწყება ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, კანდიკ ჩარკვიანის სახელზე გაგზავნილი წერილი. წერილს ბათუმელი არქიტექტორი, კირაკოსიანი-კანდიკ ჩარკვიანს სტალინის მონუმენტის დადგმას სთავაზობდა. ქანდაკება, როგორც უკვე გითხარით 96 სანტიმეტრი უნდა ყოფილიყო და მამა დავითის მთაზე, ფინიკულიორის ტერიტორიაზე უნდა მდგარიყო. მაშინდელმა პარტიულმა ორგანოებმა კირაკოსიანს იდეა მოუწონეს და საქმის უფრო დეტალურად შესწავლაც დაიწყო.

არქიტექტორი ყელა დროის ყველაზე დიდი მონუმენტის შექმნაზე 6 წლის მანძილზე 1942 წლიდან 1948 წლამდე მუშაობდა. სტალინის მსოფლიო დონის ქანდაკებას თავისი ზომით უნდა დაეჩრდილა-თავისუფლების ქანდაკება ნიუ-იორკში და ქრისტეს ქანდაკება რიოში.

მაშინდელი მთავრობის სასახლიდან ანუ პარლამენტის შენობიდან ამ მთის მიმართულებით ბილიკები გაკეთდებოდა, ხოლო უშუალოდ მონუმენტის ქვევით კი ორიგინალური მოედანი. ბათუმელი არქიტექტორი მხოლოდ ქანდაკებით არ შემოიფარგლა. მას სურდა ქანდაკებამდე მისასვლელი გზაც არანაკლებ საინტერესო ყოფილიყო. დოკუმენტში აღბეჭდილია 72 ხიდი, რომელიც ქანდაკებამდე მისასვლელ გზად უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ხიდები ორთაჭალიდან დღევანდელი რუსთაველის მეტრომდე გაიდებოდა.

კირაკოსიანის პროექტი 3 თვიანი დუმილის შემდეგ, საბოლოოდ უპასუხოდ დატოვეს. ბათუმელი არქიტექტორის პროექტზე დღეს მხოლოდ კანდიკ ჩარკვიანის ხელმოწერაღა დარჩა.

თეგები

maya

var 20 wlis, batumidan. vswavlob tbilisshi, ucxo enebsa da psiqologiaze.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close