გასართობისაკითხავისამხედრო

ფაშიზმი

ფაშიზმი არის იდეოლოგია,რომელიც მიისწრაფვის ტოტალიტარიზმისკენ.მისთვის დამახასიათებელია ყოველგვარი დემოკრატიული თავისუფლების შეზღუდვა,საკუთარი ერის განდიდება და მისი კულტურული უნიკალობის დამტკიცება.
1920-30-იან წლებში ევროპაში პოლიტიკური მოძრაობების ახალი ტალღა აგორდა.ფაშიზმი,მისი ყოვლისშემძლე ლიდერებით და აგრესიული ნაციონალიზმით რამდენიმე წლის მანძილზე დაუმარცხებლის იმიჯს ატარებდა.ფაშზმი აშკარა ანტიკომუნისტური ძალა იყო და ამასთანავე ანტიდემოკრატიულიც.ტრადიციონალისტები და მესაკუთრეები ხშირად ემხრობოდნენ მას კომუნიზმისგან თავდასაცავად.ფაშისტები წარმოადგენდნენ დიქტატორებს,რომლებიც საწინააღმდეგო აზრს არ იზიარებდნენ.მათ სათავეში ედგათ ლიდერი,რომელიც გაუთავებლად უნდა ედიდათ.
ფაშისტები იყენებდნენ ორგანიზაციის და პროპაგანდის ყველა თანამედროვე საშუალებებს და დიდ მხარდაჭერას პოულობდნენ.მათი იდეოლოგიით,სახელმწიფო ანუ ნაცია ყველაზე მნიშვნელოვანი იყო,მორჩილება და დავის გაწირვა მთავარ ღირსებად მიიჩნეოდა,ხოლო ომი იყო ხალხის სიდიადის გამოცდა.
სიტყვა ფაშიზმი ეკუთვნის ყოფილ იტალიელ სოციალისტს ბენიტო მუსოლინის.ძალაუფლების მოსაპოვებლად მიმავალ გზაზე,ფაშიზმი იტალიელებში

უკმაყოფილებას იწვევდა, რაც გამოწვეული იყო პირველი მსოფლიო ომის შედეგებით. ფაშისტურმა პარტიებმა წარმატებას მიაღწიეს დაუმარცხებლის იმიჯის შექმნით,კომუნიზმის შიშის დანერგვით და სახელმწიფო ხელისუფლების თვითრწმენის შესუსტებით.1921 წლის მაისში მუსოლინი ცნობილი მარშით შევიდა რომში. ამით მან მოახდინა უდიდესი ძალის დემონსტრირება დაიტალიის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. თავდაპირველად, კოალიციის მეთაურის თანამდებობაზე, მუსოლინიმ თანდათანობით გაანადგურა ყველა მოწინააღმდეგე და 1928 წელს იტალიური ერთპარტიული სახელმწიფოს უდავო ლიდერი გახდა.ამ პერიოდისთვის უამრავი ევროპელი განცვიფრებას ვერ მალავდა და უკვირდათ,თუ რა გზებით ახერხებდა მუსოლინი წესრიგის აღდგენას. მან იტალიელებს სიამაყის და დანიშნულების შეგრძნება შტაუნერგა,თუმცა ეს ნაწილობრივ ილუზია იყო,რაც სიტყვის თავისუფლების აკრძალვამ შექმნა. ასევე ილუზია იყო იტალიის უდიდესე ძალაუფლების სტატუსი,რომელიც სპეციალურ სახალხო გამოფენებზე იქმნებოდა.მოჩვენებითი იყო ასევე მუსოლინის შთამბეჭდავი პიროვნებაც.რეალურად, იტალია ბევრად ღარიბი ქვეყანა იყო, ვიდრე მუსოლინის პოლიტიკით ჩანდა.
გერმანული ნაცისტური (ნაციონალურ-სოციალისტური) პარტია მუსოლინის ფაშისტურ მიდელზე იყო აგებული.მან გერმანიაში მუსოლინის მსგავლი ძალაუფლება მოიპოვა.თუმცა მისი ფანატიკური რაცისტული შეხედულებებით იტალიური მოძრაობისგან საკმაოდ განსხვავდებოდა.
1930-იან წლებში სავლებით რეალისტურად ჟღერდა მუსოლონის სიტყვები:XX საუკუნე – ფაშიზმის ერააო.ამ პერიოდისთვის გერმანია და იტალია არ ჩერდებოდნენ. ფაშისტური სტილის პარტიები თელს მსოფლიოში იქმნებოდა.ფაშისტური მოძრაობები არსებობდა ინგლისში,საფრანგეთში,პორტუგალიაში,ავსტრიაში, საბერძნეთსა და რუმინეთში.ფაშისტური დოქტრინები ვრცელდებოდა ბრაზილიასა და არგენტინაში.
უამრავ სხვა ქვეყანაშ დემოკრატიას ცვლედა დიქტატურა. ამ პერიოდის ერთ-ერთი ცნობილი ბრძოლა მოხდა ესპანეთში,სადაც გენერალი ფრანკო აშისტებისა და ნაცისტების დახმარებით სამოქალაქო ომში გაიმარჯვა და თავისი დიქტატურა დაამყარა.
ნაცისტებმა,ისევე როგორც ფაშისტებმა ბევრი ადამიანი შეიწირეს თავიანთი იდეოლოგიის გამო.ნაცისტებმა 6 000 000 კაცი მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ ისინი ებრაელები იყვნენ.იმ პერიოდში უამრავი ადამიანი გახდა დისკრიმინაციის მსხვეროლი,რაც გამოიხატებოდა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვით, ნაციონალური და რასისტული ნიშნის მიხედვით განსხვავებით და ა.შ.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close