პარალელური სამყაროები: როგორ მოვხვდეთ?

გამარჯობა ჩემო საყვარელო უცნაურელებო. დღეს კიდევ ერთ პოსტს შემოგთავაზებთ. იმედია ისევე მოგეწონებათ, როგორც ჩემი წინა პოსტები. მაშ ასე, ვიწყებ

პარალელური სამყაროების არსებობის შესახებ ხალხი დიდი ხნის წინ დაფიქრდა.იტალიელი ჯორდანო ბრუნოც, რომელიც ეჭვობდა სხვა სამყაროების არსებობას, ინკვიზიციის მსხვერპლი გახდა- იმდენად ეწინააღმდეგებოდა მისი წარმოდგენები იმდროინდელი სამყაროს ზოგად სურათს.

ახლა შუა საუკუნეები არ არის და მეცნიერებს ცეცხლზე არ წვავენ. მაგრამ ახლაც, იმის მტკიცება, რომ ჩვენი სამყარო არაა ერთადერთი, ხშირად დაცინვას იწვევს. საუბარი იმაზე კი არაა, რომ არსებობს სხვა უცხოპლანეტური მატერია,არამედ ჰიპოტეზურად ალტერნატიული რეალობის არსებობის შესახებ ვმსჯელობთ.თუ პარალელური სამყაროები არსებობს, რას წარმოადგენენ ისინი და რას უნდა ველოდოთ ადამიანები მათგან?

არსებობს აზრი, რომ ალტერნატიული რეალობა დაკავშირებულია “მეხუთე განზომილებასთან“. 3 განზომილების და მეოთხე- დროის გარდა, არსებობს კიდევ მეხუთე.თუ მას აღმოვაჩენთ, შესაძლოა ადამიანებმა იმოგზაურონ პარალელურ სამყაროებში.ზოგიერთი მაღალკვალიფიციური მეცნიერი კი ამბობს, რომ დაახლოებით ცნობილია ჩვენი სამყაროს მოდელები,რომლებიც შეიცავენ 11, 26 და 267 განზომილებას! ისინი უხილავია და უბრალოდ არ არიან გახსნილები.

მაგრამ ხალხს უფრო ის აინტერესებს, მათ შორის მეც, შეიძლება თუ არა ხელი მოვკიდოთ და დავინახოთ ეს სამყაროები.

როგორ მოვხვდეთ პარალელურ სამყაროში?

ფიზიკის კანონები არ უარყოფენ, რომ პარალელური სამყაროები შეიძლება დაკავშირებული იყოს კვანტური გვირაბებით.ეს იმას ნიშნავს, რომ თეორიულად შეგიძლიათ გადახვიდეთ ერთი სამყაროდან მეორეში, ისე რომ ენერგიის შენარჩუნების კანონი არ დაირღვეს.მაგრამ ასეთი გადასვლისთვის საჭიროა ენერგიის კოლოსალური რაოდენობა. ამდენი ჩვენს გალაქტიკაში არ არსებობს…

მაგრამ, არსებობს სხვა ვარიანტიც. პროფესორი ხსნის,რომ: ” არის ვერსია, რომ პარალელურ სამყაროში შესავლელები იმალება ე.წ. შავ ხვრელებში.ისინი იწოვენ ენერგიას.სავსებით შესაძლებელია, რომ ჩვენს რეალობაში იყოს ასეთი ხვრელები, რომელიც აკავშირებს ორ სამყაროს. მათემატიკა ამას უშვებს.თუმცა, ასეთი ხვრელები ჯერ არავის უპოვია…

ახლახანს ბრიტანელმა მედიუმმა დამა ფორსაიტმა განაცხადა, რომ იპოვა გადასასვლელი სხვა სამყაროში!მის წინ გადაშლილი სამყარო ჩვენი სამყაროს სრული ასლი აღმოჩნდა, ოღონდ ავადმყოფობის, პრობლემების და აგრესიის გარეშე.ფორსაიტის აღმოჩენამ “სიცილის სახლში” განაპირობა 4 ახალგაზრდის დაკარგვა. ისინი სარკის მეშვეობით “გადავიდნენ” სხვა სამყაროში. პოლიციამ მათი კვალიც კი ვეღარ იპოვა.

ფორსაიტის განცხადებით, სარკის ამოქმედება მხოლოდ იქითა მხრიდან შეიძლებოდა. ეტყობა,ვიღაცამ აამოქმედა და ამ დროს ეს ახალგაზრდები ახლოს იყვნენ.ეს ერთგვარი ხაფანგი აღმოჩნდა.

დაგრეხილი სარკეები პირამიდებშიც იქნა აღმოჩენილი. მკვლევარები მათ სიახლოვეს თავს ძალიან ცუდად გრძნობდნენ.ზოგიერთმა საკუთარი თავი ბავშვობაში დაინახა, ზოგი კი თითქოს უცნობ ადგილებში გადაადგილდებოდა.როგორც თვლიან მეცნიერები, ასეთი სარკეების მეშვეობით შესაძლებელია დროის შეცვლა და სამყაროს გარდაქმნა.

აი ასეთი ამბებიიიიიი. იმედია მოგეწონათ ჩემი პოსტი. :) როდესმე ალბათ გადავალ-გადმოვალთ სამყაროებში. :)

BY ნაწკა


ავტორი: MiSS BlaCK


© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE