მისტიკასაკითხავიუცნაური

კუდიანები კიდევ არსებობენ…

აი “ვეძმებს” რომ უწოდებენ, ხომ იცით? თურმე ასეთები კიდევ არსებობენ…

2004 წლის 16 იანვარს მექსიკაში პოლიციის ოფიცერი ლეონარდო სამანიეგო ღამით, პატრულირების დროს, უცნაური არსების შემოტევის მსხვერპლი გახდა.მის თვალწინ ის ხიდან ჩამოვარდა და პოლიციელის მანქანისკენ დაიწყო მოახლოება.ლეონარდომ მოასწრო მისი შეთვალიერება, ეს იყო ქალი,ჩაცმული შავ ტანსაცმელში. საშინელი სახე ჰქონდა: დიდი შავი თვალები, ქუთუთოების გარეშე,მუქი ყავისფერი კანი… ამას გარდა, არსებას ჰქონდა ბრჭყალები და ეშვები.

არსება შემოახტა მანქანას და გადაწყვიტა ლეონარდოზე შეტევა.მან შეამტვრია საქარე მინა. შიშისგან სამანიეგოს გული წაუვიდა. საბედნიეროდ, მანამდე შეძლო თავის კოლეგებთან რაციით დაკავშირება და ისინიც გამოემართნენ მის დასახმარებლად.როდესაც პოლიციელები და ექიმები მივიდნენ შემთხვევის ადგილას, არსება უკვე აღარ დახვდათ.ოფიცერის სისხლში, ანალიზის შედეგად, არ იქნა აღმოჩენილი ალკოჰოლი ან ნარკოტიკულ საშუალებები.ფსიქიატრებმაც ვერ აღმოაჩინეს რაიმე გადახრა,..თვითონ ლეონარდო კი ატმკიცებდა, რომ ნამდვილ კუდიანს შეხვდა!

როდესაც ინფორმაციამ პრესაში გაჟონა,მაშინვე მოაწყდა წერილები და ცნობები, რომ ქალაქის სხვა მაცხოვრებლებიც შეხვედრიან ამ არსებას.ასე, ვინმე ნორმა ერრერამ აცნობა, რომ თავის ძმასთან სეირნობის დროს, დაინახა მფრინავი ქალი. ამ შეხვედრამ იმდენად შეაშინა ნორმას ძმა, რომ ის დაავადდა. ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა ვიდეოც კი მიაწოდა საინფორმაციოს.ქალაქი პანიკამ მოიცვა და პოლიცია იძულებულიც კი გახდა დამატებითი პატრულირება განეხორციელებინა ქალაქში.

საინტერესოა, რომ მსგავსი შემთხვევა რუსეთში მოხდა.მოსკოვის მცხოვრები ვიაჩესლავ ბოლხოვიტინი აღწერს შემთხვევას, რომელიც 30 წლის წინ შეემთხვა.

ვიაჩესლავი ტყეში წავიდა სოკოს მოსაკრეფად. ბევრი იარა, მაგრამ ვერ იპოვა.

როდესაც მდელოზე გამოვედი, დავჯექი რათა ცოტა დამესვენა.მარცხნივ დიდი ორმო იყო და ზედ წაქცეული ხის ფესვები იყო ჩამოშვებული. მე ხეს მივეყრდენი და უცებ ვიგრძენი, რომ შიშმა შემომიტია.

როდესაც მოვბრუნდი, ადგილზე გავშეშდი!ჰაერში ადვილად “მოფარფატებდა” საკმაოდ ხნიერი ქალი.ის იყო შავებში ჩაცმული, ოდნავ კუზიანი.მე უცებ გულში წავიკითხე რაღაც ლოცვა და შიშიც მაშინვე გამიქრა.ქალს მარჯვენა ხელში მოღუნული ჯოხი ეჭირა, მარცხენაში კი კალათა,სავსე სოკოებით.შემდეგ უცნობმა ქალმა მთხოვა(ტელეპათიურად დამიკავშირდა), რომ სოფლამდე გავძღოლოდი. მე მას ვუჩვენე გზა. დამშვიდობების დროს ორივე ხელი მომხვია, ჩამეხუტა,გადამკოცნა და წავიდა.ტელეპათიურად გადმომცა – თქვენ კეთილი ადამიანი ხართ. მიდით და არ მობრუნდეთ. გზას ჩემით გავიკვლევ.

თხუთმეტი წუთის შემდეგ ვიაჩესლავმა დაინახა შავი ყვავი,რომელიც თავზე დაჩხაოდა.მას მოეჩვენა, რომ ფრინველი სადღაც უხმობს, ისიც გაჰყვა.ყვავმა იმ ადგილზე მიიყვანა, სადაც ბევრი სოკო იყო. ბოლხოვიტინმა შეავსო კალათა სოკოებით და სახლში წავიდა… იმისდა მიუხედავად, რომ შაბათი დღე იყო, იმ ადგილას არავის მოეკრიფა სოკო.. ვიაჩესლავი ფიქრობს, რომ ეს ზუსტად ამ ქალის ხრიკები უნდა ყოფილიყო.

საინტერესოა არა? ისეთი საშიში მგონი არაფერია. უბრალოდ წასაკითხად მომეწონა და თქვენც გაგიზიარეთ…. იმენია ზოგიერთებივით “სატანისტად” არ შემრცხავთ ჩემი პოსტების გამო. ყველას დიდი მადლობა.

BY ნაწკა

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close