გართობა

FACEBOOK ფეიჯები! ყველაზე პოპულარული გასართობი

ucnauri.com

FACEBOOK, რომ ყველაზე პოპულარული და აზარტული სოციალური ქსელია, ეს უკვე ყველამ იცის და მრავალი სტატიაც დაიწერა წლების განმავლობაში. საქართველოში მან ფეხი არც თუ ისე დიდი ხნის წინ (2009 წელს) მოიკიდა, მაგრამ ეს დრო სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ მთელი ქვეყანა ამ უზარმაზარ სამყაროში აღმოჩენილიყო. თინეიჯერების სრული უმრავლესობა დროის დიდ ნაწილს ამ სოციალურ ქსელში ატარებს და საინტერესო პროექტების ავტორებიც ხდებიან, რის საშუალებასაც ცუკერბერგის პლანეტა დაბრკოლების გარეშე იძლევა.

Facebook.com თავის მომხმარებელს საშუალებას აძლევს გახსნას საკუთარი გვერდი, რომელიც შეიძლება იყოს სელებრითის ფან კლუბი, გასართობი გვერდი, პოლიტიკური გვერდი და ა.შ რაც საბოლოო ჯამში ქმნის შენი ინტერესების ბაზას. საქართველოში ასეთი გვერდები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მომრავლდა და ბევრი მათგანი საკმაოდ რეიტინგულიცაა. ენრაოდენობით გახსნილმა გვერდებმა ჩემი ყურადღება მიიპყრო და ზოგიერთ მათგანზე ჩემი საკუთარი შეხედულებაც ჩამომიყალიბდა.

ამ გვერდების არსებობა თანამედროვე ცხოვრებაში, ალბათ გამართლებულია, რადგან ბევრი მათგანი საკმაოდ დიდ ინფორმაციას იძლევა სხვა და სხვა საკითხებთან მიმართებაში. მე “მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივარი ვარ და ძალიან ხშირად ვსტუმრობ “იუნაიტედის” ოფიციალურ გვერდს ამ სოციალურ ქსელში, რადგან ნამდვილი და დაზუსტებული ინფორმაცია მხოლოდ იქ იდება. ეს არ ეხება მხოლოდ საფეხბურთო კლუბს, ეს ვრცელდება როგორც მუსიკალურ ჯგუფებზე, ისე საგანმანათლებლო გვერდებზე.

რა თქმა უნდა, ყველა კეთილი ვერ იქნება და ზოგს “ძერსკობა”, ადამიანების დაცინვა და მიწასთან გასწორება ანიჭებს სიამოვნებას. ასეთი ადამიანების მიერ შექმნილ გვერდებსაც შევხვდით და ვიმედოვნებ, რომ სხვა ჩვენნაირი ადამიანების უფლებების დაცვა ერთხელ მაინც ვცადეთ. მსგავსი გვერდები არანაირ კარგ საქმეს არ ემსახურება და მათი არსებობა ყოველგვარ საჭიროებასაა მოკლებული.

საბედნიეროდ, არსებობს ისეთი გვერდები სადაც ადამიანს საშუალება აქვს უბრალოდ დაისვენოს გვერდზე არსებული ჰარმონიულობით. სადაც კეთილშობილი და გულღია ადმინი გაგიმასპინძლდებათ ლამაზი ფოტოებით, სასიამოვნო მუსიკით, საინტერესო კითხვებით, სასარგებლო რჩევებით და ა.შ…

ერთი სიტყვით არჩევანი დიდია და ადამიანის გემოვნებაზეა რომელს მიანიჭებს უპიარატესობას. მე შემოგთავაზებთ რამდენიმე ჯგუფს, რომელიც ჩემი აზრით, ღირს რომ მოინახულოთ.

1) https://www.facebook.com/SkhvisSulshiMopatureBakteriebi?ref=tn_tnmn

ucnauri.com

“სხვის სულში მოფათურე ბაქტერიები! :*” – ეს არის ჯგუფი, სადაც მხოლოდ მშვიდობა, სიყვარული და სიკეთე სუფევს. ამ ჯგუფში ყველა თანასწორია, არ არსებობს დაბალი და მაღალი ღობე. ყველას ეფერებიან და ყველა უყვართ. ყველას თხოვნებს ითვალისწინებენ და ყველაზე ზრუნავენ. ამ ჯგუფს აქვს საკმაოდ კარგად ორგანიზებული ნავიგაცია, საინტერესო ალბომები (მაგ: რაც ყველაზე ძალიან გვიყვარს ბიჭებს ♥…. საუკეთესო ფილმები ♥ …. Girls ♥)) და ა.შ) დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ გვერდი.

2) https://www.facebook.com/pages/მე-შენიშვნას-იმისგან-მივიგებ-ვინაც-გამზარდა/207711219337561?ref=ts

ucnauri.com

სახალისო, სასაცილო გვერდია. აქ იცინიან ყველაფერზე. ხშირად ხუმრობენ დახვეწილად და არც ზედმეტად ბოროტები არიან.. კარგი გვერდია ღირს ნახვა …

3) https://www.facebook.com/foreveralonegeorgia?ref=ts

ucnauri.com

გვერდი ტროლების მოყვარულებისთვის. საუკეთესო კომიქსები, ხუმრობები და ფოტოები…. კარგად გაერთობით.

4)  https://www.facebook.com/pages/მე-მიყვარს-სხვისი-ნერვების-მოშლა/225854974114092

ucnauri.com

მიუხედავად იმისა, რომ ამ გვერდს ცოტა ნეგატიური სახელი აქვს, მაინც ერთ-ერთი ყველაზე მაგარი გვერდია. დალაგებული ნავიგაცია, განხვავებული ფოტოები, სიმღერები და მრავალი რამ.

5) https://www.facebook.com/IHateOdnoklassniki

ucnauri.com

მიუხედავად იმისა, რომ ამ გვერდმა ბევრ ადამიანს გაუშრო სისხლი და ძალიან ბევრი ბოროტება ჩაიდინა, დღეს-დღეობით გამოსწორების გზაზე დგას და ელოდება თავის ახალ პატრონს.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button