არქივი

ფიჯის კუნძულები

b08af67da1d6
ფიჯის კუნძულებს ოდითგანვე ბევრი მეზღვაური არიდებდა თავს ხოლო ისინი რომლებიც მაინც რისკავდნენ და ამ ადგილს სტუმრობდნენ უკან დაბრუნებული ცოტა ვინმე ტუ ახსოვს ისტორიას.მათ ადგილობრივი კაციჭამია ტომები სიამოვნებით მიირთმევდნენ რისი დამადასტურებელი უამრავი ნივთი და სხვა მტკიცებულებებიც არსებობს.

იჯის მოსახლეობა დღეს–დღეობით ტანამედროვე და განვითარებულია თუმცა ისინი ამაყობენ თავიანთი წარსულით და სულაც არ ეთაკილებათ რომ კანიბალი წინაპრები ჰყავდათ რომლებიც ადამიანთა ხორცით იკვებებოდნენ.ფიჯის მკვიდრნი მშვენივრად უხამებენ ერთმანეთ ძველ ტრადიციებსა და თანამედროვე კულტურას.ეს ეხება როგორც მათ სამოსს ასევე საცხოვრებელ სახლებსაც.ფიჯის კუნძულებია რის ადგილი სადაც ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის უამრავი ძველი კულტურა.მიუხედავად ტავისი არცთუ სასიამოვნო და ლაქიანი წარსულისა კუნძულების მკვიდრნი საკმაოდ სტუმართმოყვარე და კეთილი ხალხია.მათ ძალიან რთული წეს–ჩვეულებები და ოჯახური ტრადიციები აქვთ და მათში გარკვევაც ბუნებრივია ადვილი არ არის.საქმე იმაშია რომ ისინი სპეციფიკურად ეკიდებიან წარმოშობის სხვდასხვა საფეხურს.მტავარი ვარჯი არის ტომი,ეს ტომი ქმნის სოფელს.ტომის წევრები სხვადასხვა წარმოშობის არიან მაგრამ რაღაცით მაინც ენათესავებიან მთავარ წინაპარს – დიდი პაპის პაპის პაპას.სოფელში რამოდენიმე ოჯახი ცხოვრობს რომლებსაც ტომის ბელადები მართავენ.თითოეული სოფელი დაახლოებით 400 ადამიანითაა დასახლებული.ფიჯელები ტავიანთ შილებს უფროსების პატივისცემას და მათდამი მორჩილებას ასწავლიან.ოჯახსა და საზოგადოებაშ ხმის აწევა ძალიან ცუდ ტონად ითვლება.ისინი მაქსიმალურად ერიდებიან მრისხანების გამოვლენას რადგანაც მიიჩნევენ რომ ყველანაირი კონფლიქტი მშვიდობიანად უნდა მოაგავროს ადამიანმა.ფიჯიზე ძალიან დიდ პატივს სცემენ ქალებს.ისინი ძირიტადად საშინაო საქმეებით არიან დაკავებულნი ხოლო მამაკაცები ვალდებულნი არიან ოჯახები არჩინონ.ქალის შრომას ფიჯიზე ძალიან აფასებენ და მიიჩნევენ რომ მანდილოსნები ყველაზე რტულ სამუშაოს ასრულებენ.აგრეთვე დიდი პატივით ეექცევიან მოხუცებს და მათ უყურადღებოდ არასდროს ტოვებენ.ადგილობივები ძირითადად იატაკზე ჭამენ.მათი მენიუს მტავარი ატრიბუტებია ხორცი,ბოსტნეული და ზღვის პროდუქტები.ფიჯელების ოჯახში სტუმარი ნამდვილი საჩუქარია მის საპატივცემულოდ ისინი ცეკვებს დგავენ და სიმღერებს მღერიან.თუ სტუმარი რომელიმე ნივთს გადამეტებულად შეაქებს მაშნ ისინი აუცილებლად აჩუქებენ ნაქებ ნივთს.თავის მხრივ ოჯახში მისული სტუმარი ვალდებულია ოჯახის უფროსის მიმარტ გადამეტებული თავაზიანობა გამოიჩინოს.

58941e567156

ახლა კი ამ ულამაზესი კუნძულებისა და სტუმართმოყვარე ხალხის ისტორიას გავეცნოთ.თუ ადგილობრივ მითოლოგიას დავუჯერებთ ფიჯის მკვიდრნი წარმოიშვნენ ორი ღვთაებისაგან– “ლუტუნასომბა სომბასაგან” და “იდენგეისაგან” რომლებიც კუნძულზე კანოებით მოცურდნენ.რაც შეეხება არქეოლოგიურ გათხრებს ისინი გვამცნობენ რომ ამ ტერიტორიაზე ადამიანი პირველად ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1300 წლის წინ დასახლდა.არქეოლოგიური გატთხრების შედეგად კუნძულის ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა ლაპიტას კულტურის პერიოდის კერამიკული ნაკეთობები.პირველი ევროპელი რომელმაც ფიჯი აღმოაჩინა “აბელ ტასმანი” იყო.1643 წელს მოგზაური ინდოეთისაკენ მიემართებოდა მაგრამ ნისლისა და დაბალი ხილვადომის გამო ვეღარ შეძლო გზის გაგრძელება და მოულოდნელად ამ არქიპელაგთან აღმოჩნდა.1774 ფიჯის სიახლოვეს მდებარე ლაუს კუნძულებთან ბრიტანელმა მეზღვაურმა “ჯეიმს კუკმა” იმოგზაურა.სავარაუდოდ სწორედ მან უწოდა ამ ადგილს ფიჯის კუნძულები.1789 წელს კუნძულებთან მიცურდა საკუტარი გემიდან ბუნტის გამო გამოქცეული მეზღვაური “უილიამ ბლაი” რომელმაც აღმოაჩინა კუნძულთა უმრავლესობა,შეადგინა არქიპელაგის რუკა და დააგინა მათი ზუსტი კოორდინატები.მალანეზიის სახელმწიფო ფიჯი წარმოადგენს მარჯნული დ ავულკანური წარმოშობის კუნძულების ნაკრებს რომლებიც წყნარი ოკეანის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილშია განთავსებული.მისი დედაქალაქი “სუვა” გახლავთ.კუნძულის საერთო ფართი 18 274 კვადრატული კილომეტრია.ქვეყანა 332 კუნძულზეა გაშლილი რომელთაგან მხოლოდ 1/3_ია დასახლებული.ყველაზე დიდი კუნძულები “ვიტი ლევუ” და “ვანუა ლევუ” გახლავთ.ვიტი ლევუზე საერტო მოსახლეობის 70% ცხოვრობს.პირველი დადასტურებული კავშირი და კონტაქტი ადგილობრივ აბორიგენებსა და ევროპელებს შორის 1791 წელს მოხდა.კუნძულ მატუკეზე გემ “რეზოლუშენით” მიცურდა კაპიტანი ოლივერი რომელიც აჯანყებულ და გაქცეულ გემს “ბაუნტის” ეძებდა.მან თავის ეკიპაჟთან ერთად კუნძულზე 5 კვირა გაატარა.1827-1832 წლებში კუნძული შეისწავლა და გამოიკვლია ფრანგმა მეზღვაურმა “ჟიულ სეზარ დიუმონ დიურვილემ” ხოლო 1840 წელს კვლევა განაგრძო ექსპედიციამ რომელსაც სათავეში “ჩარლზ უილკსი” ედგა მაგრამ მათ ცასვლას ადგილობრივები ძალიან უარყოფითად შეხვდნენ და ექსპედიციის ორი წევრი მათ შორის უილკსის ძმიშვილი მოკლეს.ამით განრისხებულმა ამერიკელმა სოფელ;ზე იერიშის მიტანა ბრძანა რომლის შედეგადაც 74 ადგილობრივი დაიღუპა ხოლო სოფლები “სოლევა” და “იარო” მთლიანად ცეცხლის ალში გაეხვა.მე_19 საუკუნის პირველი ნახევარი ადგილობრივ ტომებს შორის ომებმა მოიცვა.ბელადები არქიპელაგის მმართველობისა და კონტროლის ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ.ყველაზე დიდი ბრძოლისუნარიანობით “მბაუს” სამეფო გამოირჩეოდა.მას კუნძUლების დიდი ნაწილი ემორჩილებოდა.მბაუს სამეფო და მისი მმართველი ფიჯის კუნძულებზე ყველაზე ძლევამოსილნი იყვნენ.ამავე პერიოდში ამ ტერიტორიით დაინტერესდნენ ევროპელი ვაჭრები რომელტა ძირიტად ინტერესსაც ხე-ტყის მასალა წარმოადგენდა.ფიჯის არქიპელაგზე ქრისტიანი მისიონერებიც ჩადიოდნენ.ადგილობრივები ახალ რელიგიას თავიდან უნდობლად და მტრულად შეხვდნენ განსაკუთრებით ადგილობრივი დიდგვაროვნები.ყველაზე მეტად მათ პოლიგამიის დატმობა არ სურდათ აგრეთვე იმ სავალდებულო ხარკსაც ვერ თმობდნენ რომლებსაც სხვა კუნძულების მკვიდრნი უხდიდნენ.დაბალ ფენებს თავიანთი ბატონების ეშინოდათ.

f2943aabd596

ქრისტიან მისიონერებს “დევიდ კარგილს” და “უილიამ კროსს” დიდი შრომა დასჭირდათ ხალხის მოსაქცევად.ამ კუთხით ყველაზე წარმატებული რევას სამეფო გახლდათ.1845 წლისათვის ფიჯის აღმოსავლეთ ნაწილის ბელადების უმრავლესობა გაქრისტიანდა.ევროპელი ვაჭრების რაოდენობა სულ უფრო და უფრო მატულობდა.იზდებოდა ხე-ტყის გატანის სურვილიც.მე_19 საუკუნისათვის ეს ნამდვილ ოქროს ციევ-ცხელებას დაემსგავსა.გაუმაძღარი იყო ევროპელების ბუნება მათ უკვე მარტო ნედლეულის კი არა მტელი ტერიტორიის ხელში ჩაგდება სურდათ.მოკლედ კუნძUლებზე ნელ-ნელა იზდებოდა ამერიკელი და ევროპელი ვაჭრების რიცხვი ბევრი მათგანიც აქ რჩებოდა და ქოქოსისა და ბამბის პლანტაციებს აშენებდა.ამერიკამ,ინგლისმა და საფრანგეთმა არქიპელაგზე ტავიანთი კონსულები გაგზავნეს.მოულოდნელად ამერიკელმა კონსულმა ფიჯელები თავისი საცხოვრებელი სახლის და გემის დაწვაში დაადანაშაულა და მათ ფულადი კომპენსაცია მოსთხოვა.რამოდენიმე წელიწადში ამ თანხამ საოცარ რაოდენობას მიაღწია.ფიჯის მმართველი იძულებული გახდა დახმარება ბრიტანეთისათვის ეთხოვა.ბრიტანელები სიამოვნებიტ დათანხმდნენ ამ თანხის გადახდას იმის სანაცვლოდ რომ მათ 200 აკრი მიწის მფლობელები გახდებოდნენ.”ტოკომბაუს” რომელიც ფიჯის ყველაზე ძლიერი მმართველი გახლდათ კიდევ ერტი მოთხოვნა ჰქონდა-ის მეფედ უნდა ეღიარებინათ.ეს საკითხი ლონდონში გიტანეს განსახილველად და უარყვეს.ამის სანაცვლოდ ბრიტანეთის ინიციატივით შეიქმნა ფიჯის კუნძულების კონფედერაცია ადგილობრივი მმართველობით თუმცა ამ მეთოდმა არ გაამართლა და მალე კონფედერაციიდან სხვადასხვა კუნძულები გამოეყვნენ.ინგლისს ყველანაირად აწყობდა ფიჯის ანექსია.მას სახარბიელო გეოგრაფიული მდგომარეობა ჰქონდა და ბევრ სხვა სიკეტესაც ფლობდა რომელსაც დიდი თანხების მოტნა შეეძლო.ტოკომბაუს დაქვემდებარებაში მხოლოდ კონფედერაციის ცენტრალური ნაწილიღა რჩებოდა.ფიჯიზე მდგიომარეობა არასტაბილური ხდებოდა ხოლო ევროპელების იცხვი სულ უფრო და უფრო იმატებდა.ამასთან ერთად იზდებოდა ქოქოსისას და მაბმბის პლანტაციებიც.1871 წელს იმ 3000_მა ევროპელმა რომლებმაც კუნძულები მუდმივ საცხოვრებლად აირჩიეს “ტოკომბაუ” მთელი ფიჯის მეფედ აღიარეს თუმცა ამით პოლიტიკური მდგომარეობა არ შემსუბუქებულა.არქიპელაგი გაკოტრების პირას იყო მისული.ხშირი იყო კონფლიქტები რასობრივ ნიადაგზეც.ფიჯიმ კვლავ ბრიტანეთს მიმართა დახმარებისათვის.1875 წელს არქიპელაგზე პირველი გუბერნატორი სერ “არტურ ჰამილტონ გორდონი” დაინიშნა რომელმაც სწრაფად შეძლო სიტუაციის დალაგება.მან აკრძალა ფიჯის მიწების გაყიდვა,ხელი შეუწყო შაქრის ლერწმების პლანტაციების გაშენებას და აკრძალა პლანტაციებში ადგილობრივების მონური შრომა.1970 წლის 10 ოქტომბერს ბრიტანეთმა ფიჯის ტანამეგობრობის ჩარჩოებში დამოუკიდებლობა მიანიჭა.დემოკრატიული მმართველობა 1987 წელს ორი სამხედრო გადატრიალების შედეგად შეწყდა.ამის მიზეზი გახდა აბორიგენების უკმაყოფილება არსებული ხელისუფლებით რომელშიც ინდიელთა დაჯგუფებები დომინირებდნენ.სამხედრო საბჭომ ფიჯი რესპუბლიკად გამაოცხადა.1990 წლიწ 5 ივლისს ფიჯის ისტორიაში მეორე კონსტიტუცია დამტკიცდა რომლის თანახმადაც ფიჯი სუვერენული დემოკრატიული რესპუბლიკა გახდა.

f380a5e90d09

 

მსგავსი ამბები

Back to top button