კულტურაუცნაური

საბრძოლო ღორები

2748fc82b5b0

ალბათ გაგიკვირდებათ მაგრამ ანტიკურ პერიოდში ზოგიერთი საბრძოლო დავალების შესსრულებლად საბრძოლო ღორებს იყენებდნენ. ყველამ იცით საბრძოლო ცხენი რომელიც ომში პატრონს შესანიშნავ დავალებას უწევდა,საბრძოლო სპილო რომელსაც ძველ დროში უხეში შედარება რომ გავაკეთოთ ტაკის ფუნქციას ასრულებდა,საბრძოლო აქლემი მაგრამ ღორიც?

დიახ ღორიც. მათი გამოყენება ანტიკურ ხანაში,შუა საუკუნეებში და ზოგიერთ ქვეყანაში ახლაც იყენებენ.ანტიკურ პერიოდში ღორებს სპილოს შესაშინებლად იყენებდნენ.მოგეხსენებათ სპილო საკმაოდ დიდ ძალას წარმოადგენდა რომლის წინააღმდეგაც მაშინდელი იარაგი საკმაოდ არაპრაქტიკული და სუსტი იყო მაგრამ იმ პერიოდშიც იცოდნენ რომ სპილოს ძალიან ეშინია ღორის ღრუტუნის და არა თაგვის როგორც ამბობენ ხოლმე.როგორც კი მტერი სპილოებით ქალაქის კარიბჭეს მოუახლოვდებოდა ალყაში მყოფები ღორებს გამოუშვებდნენ რომელტა დანახვისას ეს უზარმაზარი ცხოველები უკან იხევდნენ.ასეტი ფაქტების შესახებ უამრავი ისტორიული წყაროც არსებობს.ასე იქცეოდნენ რომაელები ხოლო “პროკოფი” თავისი წიგნის “ომების ისტორია” მე_8 ნაწილში ამბობს რომ სპილოებს ღორების გარდა ძალიან ეშინიათცეცხლისაც.

როგორც ძველი რომაელი მწერალი “ელიანი” აღწერს: მაკედონელის არმია ანტიპატრის მეთაურობით ქალაქ მეგარას მიადგა და ალყა შემოარტყა.უამრავი სპილო დააყენეს ქალაქის კედლებთან,მეგარა თითქოს და განწირული იყო მაგრამ ქალაქის მკვიდრნმა მოხერხება გამოიყენეს და უამრავ ღორს ტანზე ფისი წაუსვეს და ცეცხლი მოუკიდეს.ეს ცეცხლმოკიდებული საბრალო ცხოველები სპილოებისაკენ გაუშვეს.ალბათ წარმოიდგინეთ რაც მოხდებოდა.

აჭყივლებული ღორების ელვის სისწრაფით გაექანნენ სპილოებისკენ.ამ ცეცხლმოკიდებული ცხოველების და მათი ჭყივილის ხმაზე სპილოები პანიკაში ჩავარდნენ და თავიანთი მხედრებითურთ გაიქცნენ.მტრის რაზმში ქაოსმა და არეულობამ დაისადგურა და აქეთ იქით დაიწყეს გაფანტვა.ამ ფაქტის შემდეგ ანტიპატრმა ბრძანება გასცა რომ სპილოები ორებთან ერთად გაეწვრთნათ რათა მომავალშI ამგვარ ინციდენტს ადგილი აღარ ჰქონოდა.სკეპტიკოსები ამბობდნენ რომ სპილოებს ცეცხლის შეეშინდათ და არა ღორების თუმცა ისტორიაში მრვაალი ფაქტია იმისა რომ ღორებს უცეცხლოდაც დაუბრთხიათ სპილოები.

რაც შეეხება თანამედროვე პერიოდს ცოტა ხნის წინ მოსკოვის ერთ-ერთ სამძებრო განყოფილებაშისამუშაოდ აიყვანეს გოჭი რომელიც სპეციალურად ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოსაჩენადაა გაწვრთნილი.პერიოდულად ის მილიციის თანამშრომლებთან და ძაღლებთან ერთად სპეციალურ დავალებაზე გადის.როგორც ამბობენ გოჭს ჯერ არცერთი ჩავარდნა არ ჰქონია.

წყარო: wikipedia.org

მსგავსი ამბები

Back to top button