არქივი

კალაჰარის უდაბნო

d0fe32579f5e
ჩვენი პლანეტა იმდენად ამოუცნობი და საოცარია რომ ამის ახსნა ფაქტიურად შეუძლებელია.უფრო მეტიც,დედამიწის ამ საოცრების მნახველი ადამიანები სულ სხვადასხვანაირად აღიქვავენ მას.ერთ-ერთი ასეთი იდუმალი ,ულამაზესი და საოცარი ადგილი არის “კალაჰარის” უდაბნო რომელიც მთელი აფრიკის ტერიტორიის 8%_ს შეადგენს.უდაბნო ისეთივე უკიდეგანო და საინტერესოა როგორც ოკეანე თუმცა უდაბნოც ერთგავრი ოკეანეა ოღონდ ქვიშის.

კალაჰარის ცხელ ქვიშაზე ცხოვრებას ადამიანი ოდითგანვე მიეჩვია.ამბობენ უდაბნოს განსაკუთრებული მაგნიტიზმი აქვსო.აქ ცხოვრებას მიჩვეულ ადამაინს სხვაგან წასვლა უჭირს,უდაბნო მბრძანებელია და ამს თუ არ სურს ვერსად წახვალო.”კალაჰარი ყველაზე ცხელი და დიდი უდაბნოა მთელს აფრიკის კონტინენტზე.ის ესაზღვრება ნამიბიას,სამხრეთ აფრიკას და მტლიანად ფარავს ბოცვანას.კალაჰარი იზდება,ფარტოვდება და არანაირად არ ემორჩილება უხეშად რომ ვთქვათ “ყოვლისშემძლე ადამიანს”.ამჟამად ამ ურჩხულმა ყველასაგან უკითხავად გადალახა ანგოლის,ზამბიისა და ზიმბაბვეს საზღვრები.

00ec1fdb15b3

ქვიშის ამ უზარმაზარ სამეფოს 600 000 კვადრატული კილომეტრი უკავია და მართლაც რომ ზღაპრულ პეიზაჟებს ქმნის.ალბათ გასაკვირია თუ რა პეიზაჟი შეიძლება შექმნას უბრალო ქვიშამ თუმცა იგი სიმართლე ისაა რომ ქვიშა “ცოცხლდება” და სხვდასხვა ფერებით იწონებს თავს.კალაჰარის მიწა წითლის ყველა ტონალობას ირგებს დაწყებულს ალისფერიდან,შინდისფრიტა და მოყავისფროთი დამთავრებულს.მისი ასეთი შეფერილობა მასში შემავალი რკინითაა გამოწვეული მწველი მზე კი კიდევ უფრო აშრობს მიწას და მუქ მეწამულად რებავს.ქვიშის პატარა ბორცვებს ადგილობრივები კალაჰარის თიტებს უწოდებენ.”თითები” რიგებადაა ჩალაგებული და ამრთლაც ულამზეს სანახაობას წარმოადგენს.აქ ღია ყვითელ ქვიშასაც ვანხავთ მაგრამ ამ შეფერილობის ქვიშა ძირიტადად ჩაღმავებულ ადგილებში გვხვდება.ეს ჩაღმავებები მეტად მნიშვნელოვანია უდაბნოს მკვიდრთათვის რადგან წვიმისას წყლით ივსება.მარტალია ქვიშა სწრაფად იწოვს წყალს და მის აორთქლებას მცხუნვარე მზეც ხელს უწყობს მაგრამ უდაბნოს ოთხ ფეხა მცხოვრებლები მაინც ახერხებენ ამ დროებითი ტბებით გაგრილებას.

d6070c9a5595

რა აგსაკვირიც არ უნდა იყოს კალაჰარის უნდაბნო ძალიან მდიდარია ცხოველებით ეს კი მდინარე ოკავანგოს დელტის ყველაზე დიდი ოაზისის დამსახურებაა.კალაჰარის ძირითადი მოსახლეობას “ბუშმენები” წარმოადგენენ.მათთვის ისევე როგორც პირველყოფილთათვის თავის რჩენის ერთადერთ საშუალებას შემგროვებლობა და ნადირობა წარმოადგენს.ძნელად წარმოსადგენია ის ფაქტი რომ ტანამედროვე ცხოვრების განვითარების ფონზე ჩვენი პლანეტის ერთ-ერთ კუთხეში ადამიანები თავს ისევ ნადირობით ირჩენენ.სულ ცოტა ხნის წინ ბუშმენებმა ფერმერობას და მეცხოველეობას მიჰყვეს ხელი.ვარაუდობენ რომ კლიმატის ცვალებადობასთან ერთად კალაჰარის უდაბნომ უფრო დიდი ტერიტორია მოიცვას.

მსგავსი ამბები

Back to top button