საკითხავისასარგებლო

რა მომცა ინტერნეტმა?


პოსტში ჩემს მაგალითზე ნაჩვენები იქნება თუ რისი მოცემა შეუძლია ინტერნეტს და რა როლს ასრულებს ის თანამედროვე საზოგადოებაში.

 

ჩემი პირველი კომპიუტერთან შეხება კარგად მახსოვს, სულ რაღაც 11 წლის ვიყავი იტნერნეტ კაფეში GTA ვითამაშე. სულ რაღაც 13 წლის ვიყავი როცა მამაჩემმა დაბადებისდღეზე პერსონალური კომპიუტერი მაჩუქა, მას შემდეგ ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა.

თავიდან რა თქმა უნდა ვერ ვაცნობირებდი თუ რამხელა რაღაცას წარმოადგენდა ინტერნეტის ქსელში ჩართული კომპიუტერი და მას სათადარიგოდაც ვერ ვიყენებდი. რამოდენიმე წელი ქაუნთერ სტრაიკის და დაბალბიუჯეტიანი პორნო საიტების გარდა იშვითათ რაიმე სხვა რაღაცისთვის შემეწუხებინა ჩემი კომპიუტერი. წლები გადიოდა მე კიდევ ნამდვილად დავკარგე ინტერესი თამაშების და პორნოგრაფიის ყურების, ვხვდებოდი სხვა ინტრერესები გამიჩნდა.

დავიწყე სხვადასხვა საიტების გამოყენება განათლების სფერო ინტერესის გამო, ესენი იყო: ვიკიპედია,უცნაური და სხვანი. რამოდენიმე ხნის შემდეგ როცა აღმოვაჩინე ქართული ტელეარხები მაინდამაინც აღარ მაინტერესებდა, ინტერნეტში ვნახე ისეთი არხები რომლებიც დიდ ინფორმაციის მიღებაში მეხმარებოდა, თან ინგლისური ენის ცოდნას მიღრმავებდა, ესენი იყო: ბბს,სნნ,ალ ჯაზერა, პრეს ტვ ასევე გასართობებიც მტვ,მუსიკ ბოქსი და ა.შ. რამოდენიმე ხნის შემდეგ გადავაწყდი მრავალ ძალზედ საინტერესო ენის სასწავლ საიტებს, სწორედ მათი დამსახურებაა დღეს მე რომ სამ უცხოურ ენაზე შემიძლია საუბარი. კარგად მახსოვს 2008 წელს ფეისბუკზე დავრეგისტრირდი, მაშინ არავინ არ იყო ამ საიტზე ჩემი მეგობრებიდან, თუ რამოდენიმეს არ ჩავთვლით. 2009 წელს მახსოვს მთელი ჩემი სამეგობროს 90%დარეგისტრირდა  სოციალურ ქსელში , კარგ დროს ვატარებდით რამოდენიმე ხნის შემდეგ უცხოელი ჩემი ხნის მეგობრებიც გავიჩინე, რაც საშვალებას მაძლევდა არა მარტო ენის გაღრმავების, არამედ გაჩენილიყო ჩემში რაღაც კოსმოპოლიტური  გაჩენილიყო.

ბოლოს 2011 წელს მახსოვს როცა გუგლეს ქუჩების მნახველი აღმოვაჩინე,რაზეც ნახევარი მსოფლიოს ნახვა არის შესაძლებელი ვირტუალურად მე რა თქმა უნდა ამ პროგრამით მთელი რიგი ქვეყნების ნახვის სურვილი რაღაც დონეზე დავიკმაყოფილე. ახლა 2012 წელია და ვფიქრობ კვლავ უამრავ სურპრიზს გვიმზადებს გლობალური ქსელი, ბოლოსდაბოლოს ჩვენ მან გვაგრძობინა, რომ ჩვენი ცისფერი პლანეტის მცხოვრებნები სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით ერთმანეთს.

მოკლედ შემოგთავაზებთ ჩემ დასკვნას თუ რა მომცა ინტერნეტმა:

1.განათლება. სანამ სხვადასხვა წიგნებს იშოვიდეთ ან თაროდან ჩამოღებისას ინფორმაციის მოძიებაში დროს ხარჯავდეთ, გუგლეს ამ პრობლემას მაქსიმუმ ორ წუთში მოგიგგვარებთ.

2.გავხდი უფრო გლობალური, ერთგვარი კოსმოპოლიტად ჩამომაყალიბა.

3.მაქ კავშირი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასთან.  ინტერესის შემთხვევაში  მაქვსბედნიერება ვუყურო მათ ტელევიზიის არხებს,ან თუნდაც ვიდეოებს და ა.შ.

4. მაქვს ინფორმაციის მოპოვების უდიდესი ბაზა და ეს ყველაფერი ერთ პატარა ყუთში მოთავსებული გამოგონების წყალობით.

5. მოშალა საზღვრები ადამიანებს შორის.

6. მოვიპოვო მუსიკა,ფილმები ან სხვა ბევრი რაღაცა რაც მაინტერესებს და ეს სულ რაღაც წუთების საქმეა.

მოკლედ ალბად ძალიან გამიგრძელდება(თან გამიძნელდება :) )  იმის მოღოლა: თუ რა მომცა ინტერნეტმა და ზოგადად კომპიუტერმა ეს სია ულევია და მომავალში კიდევ უფრო მეტის მოცემას შეძლებს.

 

უბრალოდ იმის წარმოდგენა: თუ რა საშვალებით იყო შესაძლებელი 1990 წელს, დავუშვათ ვინმე კანადელ ახლობელთან დაგავშირება და ახლა 2012 წელს როგორ შეგვიძლია ეს პროცესი შევასრულოთ, ნათლად დაგვანახებს ინტერნეტის უდიდეს ძალას.

 

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close