საკითხავისასარგებლო

უძველესი ძაღლის ჯიში (ნაწილი 2)

ძაღლების მოყვარულ ადამიანს ზოგჯერ წლობით უწევს ლოდინი რომ ელიტარულ კლუბებსა და ძაღლსაშენებში სასურველი ჯიშის ძაღლი შეიძინოს.ამისათვის სურვილისა და ლოდინის გარდა საკმაოდ დიდი თანხაცაა საჭირო რადგან სხვა შემთხვეავში ისეთ იშვიათ და ძვირადღირებულ მეგობარს როგორიც “ფარაონის ძაღლია” უბრალოდ ვერ შეიძენთ.სწორედ ამ ჯიშის ძაღლზე მსურს თქვენი ყურადღების გამახვილება. 

ამ სახეობის ყოლა საკმაოდ პრესტიჟულად ითვლება.დღემდე შემორცენილ ძაღლის ჯიშებს შორის ფარაონი ყველაზე “ძველია”.მისი იერი ფაქტიურად შეუცვლელია.ძველ ეგვიპტურ გამოსახულებებში ღმერთი ანუბისი სწორედ ამ ძაღლის სახით არის გამსოახული.ეს მონადირე ძაღლები ფარაონებისა და მათი დიდებულების მუდმივი თანხმლებნი იყვნენ,ამიტომაცაა რომ ისინი სარკოფაგებსა და პირამიდებზე არიან გამოსახულნი.საუკუნეების მანძილზე “ფარაონმა” შეძლო თავი გაეტანა და დღემდე მოსულიყო.სამწუხაროდ უძველეს სახეობასთან ერთად დღეს-დღეობით ის ყველაზე იშვიათი ჯიშის წარმომადგენელიცაა.მსოფლიოში სულ რაღაც 500_მდე “ფარაონია” დაფიქსირებული და ძირითადად ფინეთში,შვედეთში და აშშ_ში გვხვდებიან.სხვა ძაღლებისგან ფარაონი მკვეთრად გამოირჩევა.მაგალითად სიხარულის დროს იგი იღიმება და ცხვირს ამოძრავებს ხოლო როდესაც რცხვენია ან თავს უხერხულად გრძნობს ყელის და ცხირის ბოლოები უწითლდება.სხვათაშორის ფარაონი ძალიან თავმოყვარე და მორცხვია.

ამ ძაღლების მოქნილობა და პლასტიკა გამოცდილ კინოლოგებსა და ვეტერინარებსაც კი აოცებს.როგორც ამბობენ მათი სახლში ყოლა ადვილი შესაძლებელია რადგან ისინი კარგად ეგუებიან ქალაური ტიპის სახლებს,ჭკვიანად იქცევიან და ზოგიერთი სახეობისაგან განსხვავებით ოთახებს თავდაყირა არ აყენებენ.ბუნებით მეტად დამყოლები და გონიერები არიან,ადვილად თვინიერდებიან მაგრამ მკაცრ ბრძანებებს ვერ იტანენ.მისი მოვლა სულაც არ არის რთული.ჩვეულებრივი განსაკუთრებული რაციონის გარეშე.გასეირნებისას შეიძლება ფარაონის მონადირულმა ბუნებამ გაიღვიძოს და კატას გაეკიდნონ თუმცა ეს ინსტინქტი თიტქმის ყველა ძაღლს გააჩნია.

მართალია კატები დიდად არ უყვარს მაგრამ სხვა ჯიშის ძაღლებთან კარგად ურთიერთობს და არც კონფლიქტი მოსდის მათთან.იშვიათად იჩენს აგრესიას და პირველობაზე პრეტენზია არ გააჩნია.აგრესიის უქონლობის გამო ის მოზარდების ტანამგზავრი და მეგობარი ხდება თუმცა მისი დადებითი მახასიათებლებისა არც ის უნდა დავივიწყოთ რომ ფარაონი ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი ძაღლია და მისთვის ბავშვებისა და მოხუცების მინდობა მაინც სახიფათოა.ამის მიუხედავად ჯერ არ ყოფილა შემთხვევა როდესაც ფარაონს ვინმესთვის ეკბინოს ან თავისი სისწრაფე და სიძლიერე ვინმეს საზიანოდ ან ავი მიზნებისთვის გამოეყენებინა.ისინი მეტად ერთგულები და მოსიყვარულეები არიან.

 

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close