არქივი

ვიტამინები (ნაწ.I)

vitamins

ნებისმიერმა ადამიანმა იცის რომ ვიტამინი ეს არის ის, რის გარეშეც ცხოვრება წარმოუდგენელია. ყოვლეთვის ვცდილობთ რომ მივიღოთ ვიტამინების საჭირო რაოდენობა, ვხმარობთ ყველა ღონეს რომ ამ საოცარმა ნივთიერებებმა, გაგვიხალისოს, გაგვიფერადოს და გაგვიხანგრძლივოს სიცოცხლე. ამ პოსტში წაიკითხავთ თუ რას წარმოადგენენ ვიტამინები, რა როლს ასრულებენ ჩვენს ორგანიზმში და კიდევ სხავა მრავალ საინტერესო ინფორმაციას.

ძველი დროიდან მოყოლებული ადამიანებმა იცოდნენ, რომ ზოგიერთი საკვები ძალიან სასარგებლოა და მასში არის რაღაც ელექსირის მსგავსი, რომელიც შველის ჯანმრთელობას. ვიტამინების კვლევას დიდი ისტორია აქვს მაგრამ თხრობას დავიწყებ იმ მომენტიდან როცა ამ ნაერთებს ვიტამინი ეწოდა. 1911 წელს პოლონელმა მეცნიერმა კაზიმირ ფუნკომ მიიღო კრისტალური ნივთიერება რომელიც კურნავდა ბერი-ბერის და სხვა დაავადებებს. მან ამ ნივთიერებას ვიტამინი უწოდა რაც ნიშნავს ლათ. Vita-სიცოცხლე, ამინი-ქიმიურ ნაერთთა ერთგვარი კლასია რომელიც შეიცავს აზოტს (N). მაგრამ შემდგომმა კვლევებმა გვაჩვენა რომ ზოგიერთი ვიტამინი ამინო ჯგუფს საერთოდ არ შეიცავს, თუმცა სახელწოდება მაინც შემორჩა.

ვიტამინები ეს არის დაბალმოლეკულური ორგანული ნაერთები, რომელთაც აქვთ მარტივი შედგენილობა და მრავალფეროვანი თვისებები. ისინი არიან მიკრონუტრიენტები რაც ნიშნავს რომ მათი შემცველობა საკვებში მცირეა. ვიტამინები იყოფა ორ ჯგუფად, ცხიმში ხსნად და წყალში ხსნად ვიტამინებად. წყალში ხსნადებისაგან განსხვავებით ცხიმში ხსნადი ვიტამინები მარაგდება ცხიმოვან უჯრედებში. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც რომ ჯანმრთელობისთვის სახიფათოა როგორც ჰოპოვიტამინოზი (დეფიციტი), ჰიპერვიტამინოზი (სიჭარბე) და ავიტამინოზი (ხანგრძლივი დოის განმავლობაში 1 ან რამდენიმე ვიტამინის მიუღებლობა).

ამ პოსტის პირველ ნაწილში განვიხილავთ ცხიმში ხსნად ვიტამინებს.

ვიტამინი A

vitamin a

მარაგდება ღვიძლში. ვიტამინ A-ს აქტრიური ფორმაა რეტინოლი, რეტინალი და რეტინმჟავა. მცენარეში სინთეზირდებიან კაროტინოიდების ჯგუფის შენაერთების სახით (ლათ. carota- სტაფილო), რომლებიც იხლიჩებიან ზემოთ ჩამოთვლილ ნივთიერებებად. კაროტინოიდები მცენარეს აძლევენ მოყვითალო-სტაფილოსფერ ან მუქ მწვანე შეფერილობას. რეტინოლი ორგანიზმში გარდაიქმენბა რეტინოლფოსფატად, რომელიც მონაწილეობს სხვადასხვა ბიოქიმიურ პროცესში. რეტინოლფოსფატი აუცილებელია ნორმალური ზრდის რეგულაციაში და ლორწოს სეკრეციისათვის საჭირო ნივთიერებების წარმოსაქმნელად. იგი მოქმედებს როგორც სტეროიდული ჰორმონი, არეგულირებს ზრდას და დიფერენცირებას. ვიტამინი A ასევე საჭიოა ნორმალური ეპითელური ქსოვილის შესანარჩუნებლად, რკინის მატრანსპორტირებელი ცილის- ტრანსფერინის სინთეზისათვის, მხედველობის გასაუმჯობესებლად და გააჩნია კიბოსგან დამცავი ეფექტი.

ვიტამინი A-ს დეფიციტი არღვევს იმუნურ სისტემას, ნორმალურ ზრდას, ასევე იზრდება სიმსივნური უჯრედების გაჩენის შანსი და იწვევს ქათმის სიბრმავეს (ოდნავი შებინდებისას ადამიანი ვეღარ ხედავს). დეფიციტის კლინიკური სიმპტომები იშვიათია, მაგრამ ხშირია ღვიძლის დაზიანების ან დაავადების დროს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში მისი ჭარბი მიღება შეიძლება ტოქსიკური იყოს. ჰიპერვიტამინოზის(სიჭარბის)  სიმპტომები, ჩვეულებრივ გამოიხატება ძვლის ტკივილით, ქერცლოვანი დერმატიტით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, გულისრევით და დიარეით. ნორმალური საკვებით კვების დროს ჰიპერვიტამინოზი პრაქტიკულად შეუძლებელია, ის ძირითადად ვითარდება ვიტამინის შემცველი პრეპარატების გადაჭარბებული მიღებისას. ვიტამინი A-ს შეიცავს სტაფილო, პომიდორი, კვერცხის გული, ღვიძლი, კარაქი, სრულფასოვანი რძე და სხვა.

ვიტამინი D

vitamin d

ვიტამინი D უდნა განვიხილოთ როგორც პროჰორმონი. მისი აქტიური ფორმებია ერგოკალციფეროლი (D2) და ქოლეკალციფეროლი (D3), იგი ორგანიზმში წარმოიქმენაბ კანზე ულტრაიისფერი დასხივების შედეგად. ამრიგად თუ ადამიანი ცხოვრობს ისეთ პირობებში სადაც ულტრაიისფერი დასხივების დოზა ნაკლება მაშინ ეს ვიტამინი უდნა მიიღოს საკვებიდან. D ვიტამინის ორივე ფორმა მეტაბოლიზდება ღვიძლში. ისინი გარდაიქმნებიან D ვიტამინის ორგანიზმში ძირითადად მოცირკულირე ფორმაში ჰიდროქსიქოლეკალციფეროლი [25-(OH)2D], რომელიც კვლავ გარდაიქმენა სხვა ნაერთად და უკავშირდება პარათიროიდულ ჰორმონს, რომელიც ორგანიზმში პროდუცირდება შრატთან ერთად კალციუმის ნაკლებობის საპასუხოდ. ვიტამინი D ხელს უწყობს ორგანზმში კალციუმის აბსორბციას (ათვისება) და ძვლის ნორმალიზებას.
იგი შესაძლოა მონაწილეობს კიდევ სხვა პროცესებში რომელიც ჩვენთვის უცნობია.

ვიტამინ D-ს ნაკლებობა იწვევს ძვლების დემინერალიზაციას, რომელიც ბავშვებში გამოიხატება რაქიტით, ხოლო უფროსებში ოსტეომალაციით. დეფიციტი ძირითადად გვხვდება მოხუცებში, დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებში, მკაცრ ვეგეტარიანელებში და ქრონიკულ ალკოჰოლიკებში. კალციუმის დიდი დოზებით მიღება იწვევს ჰიპერკალციურემიას, რაც მოასწავებს შარდკენჭოვან დაავადებას. ვიტამინი D-თი მდიდარია რძე, კარაქი, განსაკუთრებით თევზის ქონი და სხვა.

ვიტამინი E

vitamin e

ვიტამინი E საკვებში გვხდება ტოკოფეროლებისა და ტოკოტრიენოლების სახით ისინი მარგადებიან მოცირკულირე ლიპოპროტეინებში, უჯრედულ მემბრანაში და ცხიმოვანი მარაგის ადგილებში, სადაც ისინი მქომედებენ თავისუფალი რადიკალების ხაფანგებად. ვიტამინი E არის ბუნებრივი ანტიოქსიდანტი. ალფა-ტოკოფეროლი წარომადგენს ჟანგბადის რეაქტიული სახეობების ყველაზე ძლიერ ხაფანგს, ხოლო გამა-ტოკოფეროლი აზოტის რეაქტიული სახეობების ხაფანგია. ტოკოფეროლები და ტოკოტრიენოლები მნიშვნელოვანია გულსისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის თვალსაზრისით. ვიტამინი E აუცილებელია ნორმალური იმუნური ფუნქციის შენარჩუნებისთვის, ასევე მნიშვნელოვანია კუნთების სისუსტის და გონებრივი ჩამორჩენის დროს, რომელიც ძირითადად მოხუცებში გვხვდება. ალფა-ტოკოფეროლი ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას ადრეულ ასაკში.

ადამიანებში პრაქტიკულად შეუძლებელია ვიტამინი E-ს მძიმე დეფიციტის განვითარება, რადგან საკვებში მისი რაოდენობა საკმარისია. ამჟამად არ არის აღმოჩენილი E ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული რაიმე მნიშვნელოვანი დაავადება. ვიტამინ E-ს შეიცავს ზეთი, სიმინდი, რძე, თევზი, მარცვლეული და ა.შ.

ვიტამინი K

vitamin k

ვიტამინი K წარმოდგენილია ფილოქინონად (K1) და მენაქინონად (K2), ისინი სინთეზირდებიან ნაწლავური ბაქტერიების მიერ. K ვიტამინი საჭიროა გლუტამინმჟავას ნაშთების გამა-კარბოქსიგლუტამინმჟავას ნაშთებად გარდასაქმნელად მრავალ წინამორბედ ცილაში. სისხლის კოაგულაციაში მონაწილე 7 ცილა საჭიროა ვიტამინ K-დამოკიდებულ აქტივაციას, მონაწილეობს სისხლის შედედების ფაქტორებში, ამრიგად იგი საჭიროა სისხლის შედედებისთვის. ასევე აუცილებელია ძვალში არსებული 3 ცილის გამა-კარბოქსიგლუტამინმჟავას ნაშთების სინთეზისათვის.

ადამიანში ვიტამინ K-ს დეფიციტი ყველაზე იოლად შესამჩნევი სიმპტომია სისხლის შედედების გახანგრძლივება, რაც ასახავს იმას რომ ვიტამინი K აუცილებელი სისხლის კოაგულაციისთვის. საკვებში მცირე შემცველობის დროს უპირატესად გროვდება ღვიძლში. ნაწლავებში წარმოქმნილი K ვიტამინი ძნელად შეიწოვება ორგანიზმში ასე რომ საკვებიდან მიღებაც აუცულებელია. მისი უკიდურესი დეფიცითი იწვევს ძვლების მინერალიზაციას, უფრო ხშირად ვითარდება ახალშობილებში, განსაკუთრებით მათში რომელთა დედებიც მკურნალობდნენ ანტიკონვულსიური პრეპარატებით. ვიტამინ K-ს შეიცავს კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ზოგიერთი მარცვლეული და სხვა.

რათქმაუნდა ეს მხოლოდ მცირედია იმ ფუნქციებისა რასაც ვიტამინი ორგანიზმში აკეთებს, უბრალოდ ყველასთვის გასაგებად რომ დამეწერა უდან შემემოკლებინა თორემ ქიმიის მცოდნის გარდა ბევრისთვის ჩინური იქნება ის  გზა რომელსაც გადის ვიტამინი ორგანიზმში მეტაბოლიზმის დროს. შემდეგ ნაწილში შემოგთავაზებთ წყალში ხსნად ვიტამინებს რომლებიც ასევე არანაკლებ საინტერესო და სასარგებლოა ჩვენთვის.

წყარო: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიოქიმიის კათედრა.

DaviDovicH

var taviseburi xasiatis mqone bichi, ver vitan usamartlobas, uzrdelobas da garyvnolobas. miyvars sayvarel adamianebtan urtiertoba, cota daleva :D da ra tqma unda ucnauri blogic.

მსგავსი ამბები

Back to top button