არქივი

ბუდა მაიტრეა

b51ec11b5aea
ლეშანში არსებული ბუდას ქანდაკება -ბუდა მაიტრეა დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სკულპტურაა.ის ჩინეთის საამაყო არქიტექტურულ ძეგლად ითვლება.ბუდას ქანდაკება მდებარეობს ლინიუნშანის მთის სიღრმეში, კერძოდ კი ჩინეთის პროვინცია ლიჩუანის სამი მდინარის გასაყართან.

1ddd024daafa

ბუდა მაიტრეას სახე ემეიშანის მთისკენაა მიმართული, რომელიც ბუდას მთის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს და წმინდა მთას უწოდებენ. როგორც ამბობენ ვინც ამ ქანდაკებასთან დგება თავს უსუსურად გრძნობს.ბუდა სწორ მდგოამრეობაში ზის, მისი ტერფები მდინარისკენაა ჩაშვებული. ამ საოცარ ძეგლზე მუშაობა 713 წელს ტანის დინასტიის მმართველობისას დაიწყო.მშენებლობა საკმაოდ ხანგძლივი და არც თუ ისე იოლი იყო და ის 90 წელს გაგრძელდა. ბუდას ქანდაკების იდეა ბერ “ხაი ტონგს” ეკუთვნის.მან გადაწყვიტა რომ ადგილობრივი სოფლისთვის მფარველი შეექმნა და მდინარის სულის გადარჩენასა და მის კეთილგანწყობაზე ეზრუნა.ძველი წაროდგენებით სამი მდინარე ერთად ძალიან ბევრ მსხვერპლს ითხოვდა. მსხვერპლი მართლაც დიდი იყო.თითქმის ყოველ დრე იღუპებოდნენ მეთევზეები,უმწეო ბავშვები,ქალები რომლებიც სარეცხს რეცხავდნენ და ა.შ.ხაი ტონგი დაახლოებით 20 წელიწადს აგროვებდა ფულს, რათა ეს მშენებლობა დაეწყო.როგორც იქნა შეაგროვა საკამრისი თანხა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩამორთმევა დაუპირეს იმ მიზეზით რომ ადგილობრივი ინფრასტუქტურა უნდა გამოესწორებინათ, მაგრამ ბერი არ აპირებდა ნაგროვები თანხის მიცემას.მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი რომ შეექმნა სოფლისთვის მფარველი. ამ საქციელით მან ხელისუფლების წარმომადგენლები ჩალაგამოვლებულები დატოვა, თუმცა არც მათ დააყოვნეს პასუხი და ყოველგვარ დახმარებაზე უარი განუცხადეს. ამის მიუხედავად ბერი არ გატეხილა და მოსახლეობასთან ერთად შეუდგა კლდეში ქანდაკების კვეთას. ქანდაკების ნახევარი უკვე გამოყვანილი იყო, როდესაც ხაი ტონგი გარდაიცვალა და მის შემდეგ მისივე მოწაფემ განაგრძო და დაასრულა მასზე მუშაობა.

bfba8fb1c9d3

ბუდას ეს ქანდაკება მასწავლებელმა და მისმა ერთგულმა მოწაფემ ბევრი ისეთი საინტერესო და ტექნიკური საშუალებებით შეამკეს და გაამდიდრეს, რომელიც მას ეროზიისა და წყალდიდობებისგან იცავდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ის მაინც დაზიანდა და გადანდგურების საფრთხის წიანაშე დადგა. თუმცა ამ შემთხვევაში სახელმწიფომ ზრუნვა საკუთარ თავზე აიღო.1960 წელს ჩინეთის მთავრობამ მას რესტავრაცია ჩაუტარა. ამის შემდეგ მას საფრთხე აღარ შექმნია თუ არ ჩავთვლით სიშავეს, რომელიც ადგილობრივი ნახშირის საბადოებისა და ქარხნების დამსახურებაა.მისი სიმაღლე 71 მეტრია,თავის სიმაღლე 15 მეტრი,მხრების სიგანე 30 მეტრი,ხელის თითის ზომა 1.6 მეტრი,ცხვირის ზომა 5.5 მეტრი. ბუდა მაიტრეა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობათა სიაშია შეტანილი.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button