საკითხავისაქართველოსურათები

რობერტ კაპას ფოტოები – საქართველო 1947 წელი


დანარჩენი სრულიადში

სანამ სურათებზე გადავიდოდეთ, მინდა გაგაცნოთ ეს ისტორია.

1947 წელს მსოფლიო ომში საერთო გამარჯვებით წარმოქმნილი “ნელთბილი” ურთიერთობის ფონზე, ამერიკელ მწერალს სტალინის ხელისუფლებამ უფლება მისცა სსრკ-ში ემოგზაურა და სტაინბეკმა თავის მეგობართან, მსოფლიოში სახელგანთქმულ ფოტოგრაფ რობერტ კაპასთან ერთად მოიარა მოსკოვი, ლენინგრადი, კიევი, სტალინგრადი (ამჟამინდელი ვოლგოგრადი) და ბოლოს, საქართველოსაც ეწვია.

აი, რას წერდა სამშობლოში დაბრუნებული სტაინბეკი საქართველოსა და თბილისის შესახებ (იგი დედაქალაქის გარდა, გორსა და ბათუმშიც იყო): “ყველგან, სადაც კი მოვხვდებოდით – რუსეთში, მოსკოვში, უკრაინაში, სტალინგრადში – გამუდმებით გვესმოდა მაგიური სიტყვა “საქართველო”… კავკასიის ამ ქვეყანას, შავი ზღვის პირას რომ მდებარეობს, მოიხსენიებდნენ როგორც მეორე სამოთხეს. ჩვენ უკვე გვჯეროდა, რომ რუსების უმრავლესობა იმედოვნებს, – თუკი მთელი ცხოვრება პატიოსნად და ზნეობრივად ვიცხოვრებთ, სიკვდილის შემდეგ სამოთხეში კი არ ამოვყოფთ თავს, არამედ საქართველოშიო”.

საფიქრებელია, რომ საქართველომ მას მოლოდინი გაუმართლა, რადგან ასე დაახასიათა ქართველები: “ისინი არიან მგზნებარენი, ამაყნი, გულმხურვალენი და მხიარულნი და რუსეთის სხვა ხალხების დიდ აღტაცებას იწვევენ… ქართველი მამაკაცები დიდი წარმატებით სარგებლობენ რუს ქალებში… თბილისელები უკეთესად არიან ჩაცმულნი და უფრო ლაღად გამოიყურებიან იმ ხალხთან შედარებით, ვისაც რუსეთში შევხვდით. ქუჩები ხალისიან და ცოცხალ შთაბეჭდილებას ტოვებს”.

ჩვენი ქვეყანა რომ მოეწონა, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ 20 წლის შემდეგ, 1967 წელს, სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, უკვე ნობელის პრემიის ლაურეატი და მსოფლიოში სახელგანთქმული მწერალი მორიგი საბჭოური ვოიაჟისას ისევ ეწვია საქართველოს და უთქვამს, – თბილისში არაფერი შეცვლილა, ისევ ისეთი ხალისიანი და სუფთააო… ალბათ, მართლა ასეთი იყო, თორემ ვინ აძალებდა სტაინბეკს, ტყუილი ეთქვა.

წყარო: http://diaokh.wordpress.com/

თეგები

donxn1k

დაინტერესებული ვარ ucnauri.com ით

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close