არქივი

ვან გოგი

8584400f0ea0
ვინსენტ ვან გოგმა ყველა თავისი შედევრი ცხოვრების ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შექმნა. მთელი სიცოცხლის მანძილზე დაუღალავად შრომობდა მანამ. სნამ დსიქიკურად დაავადდ. საბოლოოდ, ფსიქიურმა აშლილობამ იგი ტვითმკვლელობამდე მიიყვანა. დღეს ვან გოგი ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო მხატვრად მიიჩნევა.
ცხოვრებაშივე ვან გოგმა მხოლოდ ერთი ნამშევარი გაყიდა, ეს იყო “წითელი ვენახები არლში”, რომელიც მხატვარმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 1890 წელს, გაყიდა სულ რაღაც 400 ფრანკად. დგესდგეობით კი ვინსენტ ვან გოგის ტილოებ ფასდაუდებელია.
ვან გოგმა მთელი ცხოვრება საშინელ პირობებში გაატარა. მის ელემენტარულ საარსებო პირობებს მისი უმცროსი ძმა თეო უზრუნველყოფდა. მაგრამ მიუხედავად სიღარიბისა, ვან გოგი ბედნიერი იყო იმით, რომ მთელი თავის ძალებ მხატვრბაში აქსოვდა

02e0d698020f
^ამ ავტოპორტრეტზე ვან გოგი გამოსახულია გადახვეული მარჯვენა ყურით. ყურის ბიბილო მხატვარმა გოგენთან კამათის დროს მოიჭრა

ახალგაზრდობის წლები

ვინსენტ ვან გოგი დაიბადა 1853 წლის 23 მარტს ჰოლანდიის პატარა ქალაქ გროტზიუნდრტში. მისი მამა იყო პროესტანტი მღვდელი, ხოლო დედა – მხატვრების ოჯახის წარმომადგენელი.
16 წლის ასაკში ვან გოგმა დედის დახმარებით მუშაობა სამხატვრო–სავაჭრო ფირმის კომისიონერად დაიწყო პრაღაში. 1874 წელს იგი მიავლინეს ლონდონში. სიყვარულმა მას გული აუცრუა სამსახურზე, რის გამოც ვან გოგი დაითხოვეს და სახლში დააბრუნეს. 1876 წელს იგი ბრუნდება ინგლისში და ლონდონის ერთ–ერთ სკოლაში გადასახადების ამკრეფად იწყებს მუშაობას, მაგრამ სახლის სიღარიბიებ ძალიან დატრგუნა ვან გოგი და უარი თქვა ამგვარ სამსახურზე. 1880 წელს ვან გოგი მორიგი სამსახურიდანაც დაითხოვეს

afcdaae66c98
^”ვან გოგის საწოლი ოთახი არლში” მხატვარმა შექმნა 1889 წელს. ახნიშნული ნახატი მიეკუთნება იმ ნამუშევრების რიცხვს, რომელებიც ვან გოგმა პოლ გოგენზე შთაბეჭდილების მოსახდენად შექმნა.მან შედევრს დაარქვა – “გონების განტვირთვა, ანუ წარმოსახვა”.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება

ვან გოგს დიდხანს არ უდარდია თავის განთავისუფლების გამო. ამჯერად მან მხატვრობის შესწავლა გადაეყვიტა და ჰააგისა და ანტვერპენის სამხატვრო აკადემიაში ისმენდა ლექციებს.
1885 წელს ვან გოგი მიემგზავრება პარიზში. ვინსენტი უმცროს ძმასთან თეოსთან ერთად მონმარტრზე დაბინავდა. კომუნალური გადასახადები თომ საკუთარ თავზე აიღო

სიმთვრალის შეცდომა

ვან გოგი ვერ მოერგო პარიზულ ცხოვრებას დადიდ დროს უთმობდა სმას. მან იაპონური გრავიურა შეიწავლა და პარიზიდან წასვლა გადაწყვიტა, რადგან მიაჩნდა, რომ ამ ხელოვნების სრულყოფა უფრო მშვიდ გარემოში უნდა ეცადა. ამ მიზნით, 1888 წელს ვან გოგი მიემგზავრება საფრანგეთის სამხრეთ პროვინციაში, არლში, რომელიც მარსელის ახლოს მდებარეობს.
მალე ვან გოგმა აქ ბევრი მეგობარი შეიძინა, ერთ–ერთი იყო ფოსტის თანამშრომელიროულინი, რომელიც ხშირად აკითხავდა მას “ყვითლ სახლში”. ეს იყო ადგილი, სადაც ვინსენტი წელიწადზე მეტხანს ცხოვრობდა. ვან გოგი დღეში16 საათს მშაობდა. მისი შედევრების უმრავლესობა სწორედ აქ შეიქმნა. ხშირად, ღამით საღებავებითა და მოლბერტით დატვირთული ვან გოგი მინდორს მიაშურებდა, რათა უკეთ გამოესახა მთვარი შუქი თავის ნახატებში.
ვან გოგი ოცნებობდა ჩამოეყალიბებინა მხატვართა საზოგადოება და თვით გოგენიც დაიყოლია, გაწევრიანებულიყო ამ საზოგადოებაში, 1888 წლის ოქტომბერში გოგენმა მართლაც ჩამოაკითხა ვინსენტს, მაგრამ მალევე მათ შორის გაუგებრობა მოხდა და კამათის შედეგად ისინი დაშორდნენ ერთმანეთს. გოგენს მიაჩნდა. რომ ვან გოგი ძალიან მძიმე ხასიათის, არაპატიოსანი იყო. ვინსენტი კი პირიქით, გოგენი წარმოედგინა ზედმეტად ქედმაღალი ადამიანი.

49458eeaf0d0
^ყვითელივან გოგის საყვარელი ფერი იყო. თავის ცნობილ “მზესუმზირებში” მხატვარი ყვითელ ფერს გადაჭარბებით ხმარობს.

შესლილი

მათი ურთიერთობა ქრისტეშობის დღესასწაულის წინა დღეებში გამძაფრდა. როდესაც ვან გოგმა ბოთლი ეროლა გოგენს და შემდეგ სამართებილით თავს დაესხა. შეშინებლმა გოგენმა გაქცევით უშველა დავს. ხოლო ნახევრად შეშლი მდგომარეობაში მყოფი ვან გოგი კი იქნამდე მივიდა, რომ მარკვენა ყურის ნაწილი მოიჭრა.
ხსენებული ინციდენტის შემდეგ, ვან გოგმა გაიზიარა, რომ სრულ სიგიჟემდე ცოტაღა აკლდა და თავისივე ნებით შეშლილთა ტავშესაფარს მიაკითხა სამკურნალოდ. მკურნალობის პერიოდში მან 200–მდე ნამუშევარი შექმნა. ხალხმა იგი შეშლილად აღიარა და საქვეყნოთ დასცინოდა. , რასაც 1890 წლს პარიზში გადასახლება მოჰყვა.

467ed2cccf52
^ქალაქ ოვერის ეკლესია, აღნიშნული ნახატი ვან გოგმა 1890 წელს გაზაფხულზე შექნმა. მისი ფუნჯის განსაკუთრებული ინდივდუალური ტექნიკის წყალობით სიცოცხლე და მოქნილობა ეტყობა.

ფატალური გასროლა

ასეთ აქტიურ რეჯიმს ვან გოგის ფსიქიკამ ვეგარ გაუძლო. 1890 ელის 27 ივლისს, კვირა დღეს, იგი ქალაქგარეთ გაემგზავრა და იარაღით მკერდში დაჭრა თავი. დაჭრილმა ვინსენტმა მოახერხა სახლში დაბრუნება, სადაც მთელი ღამე ჩიბუხის მოწევაში გაატარა. სამშაბათ დღეს, შუადღის პირველ საათზე, ვან გოგი წინა ღამით მიყენებულ ჭრილობისგან გარდაიცვალა. იმ დროისთვის იგი 37 წლის უცნობი მხატვარი იყო. დღეისათვის კი ვან გოგი XIX საუკუნის ერთ–ერთი ყველაზე საუკეთესო მხატვრად არის აღიარებული.

შედევრბი

“კარტოფილის ნჭამელები” (1885 წელი) ვან გოგის ნუზეუნი, ამსტერდამი
“მზესუმზირები” (1888 წეილი) ნაციონალური გალერეა, ლონდონი
“ვარსკვლავებიანი ღამე” (1888 წელი) ორსე მუზებუმი, პარიზი
“კვიპაროსები ხორბლის მინდორში” (1889 წელი) ნაციონალური გალერეა, ლონდონი
“ავტოპორტრტი” (1890 წელი) jeu de paume, პარიზი

მსგავსი ამბები

Back to top button