საკითხავისასარგებლო

PUMA vs ADIDAS

ადიდასი და პუმა სპორტული ფეხსაცმელების მაწარმოებელი ორი უმსხვილესი კომპანიაა.

1928 წლიდან მოყოლებული ისინი აწარმოებენ ყველაზე მოქნილ ფეხსაცმელებს ოლილმპიური ჩემპიონებისთვის, მსოფლიო თასისთვის მებრძოლო ფეხბურთელებისთვის, მუჰამდე ალისთვის და მსოფლიოში ცნობილი მომღერლებისთვის თუ მუსიკოსებისთვის. მაგარმ ამ ორი კომპანიის ისტორია დაიწყო ერთ სახლში. კერძოდ  გერმანიაში, ქალაქ „ჰერცოგენაურახიში“. 

ადოლფ და რუდოლფ დასლერები იყვნენ ფეხსაცმელების მკერეავის ვაჯიშვილები. მათ ძალიან უყვარდათ სპორტი, მაგრამ ვერასოდეს პოულობდნენ ფეხსაცმელს, რომლითაც უფრო კომფორტულად ითამაშებდნენ. რუდოლფი ყოველთვის ამბობდა, რომ: „შენ არ შეგიძლია ითამაშო ნებისმიერი სახეობის სპორტი იმავე ფეხსაცმლით, რომელსაც ასევე ქალაქში სასიარულოდ იყენებ“.

მათ დაიწყეს ამ საქმის პირადად კეთება. 1920 წელს ადოლფმა შექმნა პირველი ფეხსაცმლის წყვილი ათლეტებისთვის. რომელიც თავთავებით იყო გაწყობილი. პატარა ლურსმნის ფორმის წვეტები ქონდა. ეს პირველი ფეხსაცმელი დასლერების სამზარეულო მაგიდაზე დამზადდა.

1924 წლის 1 ივლისს მათ დააარსეს ფეხსაცმელების კომპანია-“dassler brothers” Ltd. კომპანია მალევე გახდა წარმატებული და მან აწარმოა ფეხსაცმელები ათლეტებისთვის 1928 წელს და ოლიმპიური თამაშებისთვის 1932 წელს.

მაგრამ ეს წარმატება დიდხანს არ გაგრძელებულა. ძმებს შორის განხეთქილება მოხდა. არავინ იცის კონკრეტულად რა მიზეზით, მაგრამ ოჯახის წევრები ვარაუდობდნენ, რომ მიზეზი იყო ფული ან ქალი. შედეგად,  ადოლფმა დატოვა კომპანია.  მისი ზედმეტსახელი იყო ადი „adi“, ამ ნიკის და მისი გვარის „dassler“_ის პირველი სამი ასოს გამოყენებით შექმნა სახელი “adidas”.

რუდოლფი კი სამხრეთ  ნაწილში გადასახლდა და იქ დაარსა მისი პირადი კომპანია.  პირველად უნდოდა კომპანიისთვის სახელად „ruda” ეწოდებინა, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი „puma”ზე შეაჩერა, გარეული კატის სახელიდან გამომდინარე. ცნობილი პუმას ლოგო, რომელზეც კატის ნახტომია გამოსახული დღმდე შემორჩენილია და კომპანიის დამსახურებული ლოგოა.

1948 წლიდან რუდოლფის და ადოლფის განხეთქილების შემდეგ მათ შორის გაწყდა ყოველგვარი ურთიერთობა. ორივე კომპანია მრავალი წლის განმავლობაში იყო ლიდერი მსოფლიო ბაზარზე, ზოგი თვლიდა, რომ  ადიდასი უფრო წარმატებული იყო ვიდრე პუმა.

1970 წელს ბაზარზე მათთან ერთად  გამოჩნდა ახალი ამერიკული, მეტოქე  კომპანიები nike და reebok.

ოჯახური განხეთქილება თითქმის დავიწყებას მიეცა, მაგრამ იმ მომენტისთვის როცა ეს დიდი განხეთქილება მოხდა მთელი ქალაქი  50 წლის მანძილზე ორ ნაწილად იყო გაყოფილი, სწორედ ამ დაპირისპირებისდა გამო. დღესაც კი სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ადიდასის და პუმას  კომპანიების მფლობელები არ ელაპარაკებიან ერთმანეთს.

თეგები

maya

var 20 wlis, batumidan. vswavlob tbilisshi, ucxo enebsa da psiqologiaze.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close