არქივი

XX საუკუნის საიდუმლოებები

19f1d8565d6b

XX საუკუნე მდიდარია უცნაური, აუხსნელი მოვლენებით, პოსტში შეგნებულად არ შევიტანე ამოუცნობი მფრივავი ობიექტების ხილვის ძალინ გრძელი ჩამონათვალი, გარდა ზოგიერთისა , რადგან ეს დღეს თითქოს აღარავის უკვირს. მაშ ასე გთავაზობთ ზოგიერთ ფაქტს, რომლის ახსნაც კაცობრიობას არ ძალულს. 

1900 – ეილინ მორის შუქურა კუნძულ ფლანანზე. ერთ დღეს უკვალოდ გაქრა ყველა ვინც ზედამხედველობდა შუქურას.

1902 – ღამით, 29 -დან 30 დეკემბრამდე, ერთი საათითა და ხუთი წუთით პარიზის ბევრ ადგილას გაჩერდა საათები.

1908 – ტუნგუსის ბოლიდის (მეტეორიტი)ჩამოვარდნა .

1911 – 14 ივლისს რომის მატარებლის სადგურიდან “კრუიზის” გასაკეთებლად გავიდა მატარებელი, რომელიც მდიდარი იტალიელებისათვის მოაწყო ფირმა “სანეტიმ”. 106 მგზავრი ათვალიერებდა ღირსშესანიშნაობებს გზის ახალი მონაკვეთის ირგვლივ. მატარებელი უახლოვდებოდა სუპერგრძელ გვირაბს, როცა დაიწყო რაღაც საშინელება. ორი მგზავრის მოყოლით, რომლებმაც მოასწრეს და გადმოხტნენ მატარებლიდან, ყველაფერი დაიფარა ნისლით, რომელიც გვირაბთან მიახლოებისას სქელდებოდა და გადაიქცა ბლანტ სითხედ. მატარებელი შევიდა გვირაბში და დაიკარგა.

1911 – წინასწარმეტყველი ვანგას დაბადება. რომელმაც მიიღო წინასწარმეტყველების უნარი იმის შემდეგ, როცა ის წაიღო ქარბორბალამ.

6e06150ea848

წინასწარმეტყველი ვანგა

1912 – გიგანტური საოკეანო ლაინერი “ტიტანიკი” შეეჯახა აისბერგს და ჩაიძირა. დაიღუპა 1300 ადამიანი. ეს ტრაგედია იწინასწარმეტყველა რამდენიმე ადამიანმა.

2c7f41e6a705

1913 – ცეცხლოვანი მიწის (არქიპელაგი სამხრეთ ამერიკის სამხრეთ დაბოლოებასთან) ნაპირზე ნაპოვნი იქნა აფრებიანი გემი, რომელზედაც იყო 20-მდე ადამიანის ცხედარი. გემზე ნაპოვნ ჟურნალში ჩანაწერების თანახმად, აღმოჩნდა რომ გემი გამოვიდა ახალი ზელანდიიდან 1890 წელს და არცერთ პორტში არ შესულა.

1916 – ზაფხულში, თოვლის დნობის პერიოდში, მფრინავმა ლეიტენანტმა როსტოვიტსკიმ და მეორე პილოტმა, საიმპერატორო საბრძოლო-საჰაერო ძალების თვითმფრივიდან არარატზე შეამჩნიეს კიდობანი.

1918 – ბოლო იმპერატორის ნიკოლოზ II-ის ოჯახის დახვრეტა. დღემდე არ არის ნაპოვნი ოჯახის ყველა წევრის ნეშტი. რისი მიზეზიცაა რამდენიმე ანასტასიის და მემკვიდრის გაჩენა.

3acd6ff27dc1

1920 – სავარაუდო უძველესი სლავური ძეგლის, “ველესოვის წიგნის” აღმოჩენა, რომლის ორიგინალურობაზე დღემდეა დავა.

1922 – მდინარე პეინტში (აშშ) შეამჩნიეს უზარმაზარი ცხოველი, გველის მსგავსი კისრით და დიდი თავით, რომელიც წააგავდა რელიქტურ ხვკლიკს.

1924 – სამხრეთ აფრიკის სოფელ ტაუნტან ახლოს იპოვეს ბავშვის თავის ქალა, რომლის ასაკი 2,5 მილიონი წელია. არის ჰოპოთეზა მის არამიწიერ წარმოშობაზე.

1925 – რუსეთში, ქალაქ ოდინცოვოში, აგურის ქარხნის კარიერში იპოვეს გაქვავებული ადამიანის ტვინი. ნანახი მიეკუთვნება პალეოზოიდურ ერას (დაახლოებით 300 მილიონი წლის წინანდელი), მაშინ როცა ჯერ კიდევ არ არსებობდნენ ძუძუმწოვრები…

1928 – სოფელ შუკნავოლოკთან (კარელია) მოფრინდა ცილინდრის ფორმის ათმეტრამდე სიგრძის სხეული, რომლის უკანა ნაწილიდან გამოდიოდა ალი.

1933 – შოტლანდიაში, ლოხ-ნესისი ტბაში პირველად შეამჩნიეს ურჩხული. დღემდე მისი ნახვის 4000 ფაქტია დაფიქსირებული. 1992 წელს ტბაზე ჰიდროლოკატორებით ჩატარებულმა გამოკვლევებმა დააფიქსირა 5 გიგანტური ხვლიკი.

1943 – ამ წლის ოქტომბერში შეერთებულ შტატებში განსაკუთრებულად გასაიდუმლოებულ ვითარებაში ტარდებოდა, ისტორიაში ანალოგის არმქონე ექსპერიმენტი, უხილავი სამხერო გემის შესაქმნელად.

1945 – ამოუცნობი მფრინავი ობიექტების მასიური თავდასხმა შტატ ქვინსლენდზე (ავსტრალია).

1945 – მესამე რეიხის ბელადების (მიულერი, ბორმანი და სხვა) უცნაური გაუჩინარება.

1945 – ღამით 5 დეკემბრიდან 6 დეკემბრამდე, გაუჩინარდა 6 თვითმფრინავი, ბერმუდის სამკუთხედის მიდამოებში.

1946 – ბრიდპორტში (ავსტრალია) ოკეანის ნაპირზე, იპოვეს უზარმაზარი თმიანი არსების ცხედარი.

1946 – ნიუ-მექსიკოს შტატში, ჩამოვარდა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, ნამსხვრევებს შორის ნაპოვნი იქნა 6 ადამიანის მსგავსი ცხედარი. 18 სექტემბერს შეიქმნა ინცინდენტის შემსწავლელი კომისია, ადმირალ ჰილენკოუტერის ხელმძღვანელობით. ეს არის უფოლოგიის ოფიციალური დაბადების დღე.

1948 – ამ წლის 8 სექტემბერს ბეისის ტბაში (კანადა, ონტარიო) შეამჩნიეს “მდინარის მონსტრი” – მოლურჯო-მოშავო ცხოველი , ზურგზე ორი სამკუთხა გამონაზარდით.

1955 – აშშ-ში , გოპკინსვილში (შტატი კენტუკი), ამოუცნობი მფრინავი ობიექტის აფეთქების შემდეგ, ცოტა ხნით ჩანდა პატარა მბრწყინავი კაცუნა, უზარმაზარი თვალებით.

1956 – აგვისტოში ბრიტანულ ავიაბაზაზე ამოუცნობი მფრინავი ობიექი, 20 წუთის განმავლობაში მისდევდა თვითმფრინავს და შემდეგ გაქრა.

1958 – 14 დეკემბერს გაზეთი “იაკუტიის ახალგაზრდობა”, წერდა გიგანტურ ურჩხულზე, რომელიც ცხოვრობს ლაბინკირის ტბაში.

1963 – აშშ საზღვაო ძალების წვრთნებისას პუერტო-რიკოს სანაპიროსთან შეამჩნიეს მოძრავი ობიექტი, რომელიც ავითარებდა გემისთვის შეუძლებელ სიჩქარეს – დაახლოებით 280 კმ/სთ.

1967 – ბლაფ-კრიკში კამერამ დააფიქსირა ძუ “თოვლის კაცი”.

1968 – გაგარინის დაღუპვის ოფიციალური თარიღი, სინამდვილეში მისი სიკვდილის ბევრს არ სჯეროდა. ვანგა ამტკიცებდა , რომ პირველი კოსმონავტი კი არ დაიღუპა, არამედ ის “გაიტაცეს”.

1969 – ამერიკელების მთვარეზე დასხდომა. თვით ეს ფაქტი დღემდე სადაოა.

1982 – ცემესის ბუხტასტან, შავი ზღვის ფლოტის ერთერთ გემზე გაჩერდა ყველა საათი.

1986 – 29 იანვარს, დალნეგორსკთან (რუსეთი) ჩამოვარდა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი.

1987 – 2000 დელფინის თვითმკვლელობა. დელფინები გადმოვიდნენ ბრაზილიის ნაპირზე.

1989 – 140 ვეშაპი დაიღუპა სამხრეთ ჩილეს ნაპირზე. ამგვარი მასიური თვითმკვლელობა ხდება უკვე მეოთხედ.

1991 – 12 აპრილს სასოვოში აფეთქება (რიაზანის ოლქი), როცა ქალაქში შეამჩნიეს ამოუცნობი მფრინავი ობიექტი. ამ ტერიტორიაზე დღემდე ფიქსირდება ანომალიები- კალკულიატორების გადაპროგრამირება, ელექტრომოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლა.

1992 – 10 თვის განმავლობაში ეგრეთწოდებული “წყნარი ოკეანის სამკუთხედში”დასავლეთ მიკრონეზიასთან ახლოს დაიკარგა 48 გემი და 200-ზე მეტი მეზღვაური.

1994 – ჩეხეთში, ქალაქ ჩელიაკოვიცასთან ახლოს იპოვეს “ვამპირების სასაფლაო” – რიტუალური წესით მოკლული, ერთი ასაკის მამაკაცების ცხედრები.

1994 – მეჟდურეჩენსკის რაიონში კატასტროფა განიცადა სამგზავრო ავიალაინერმა А-310-მა. მომხდარზე ვერსიები ბევრია, ხოლო გამოძიების ოფიციალური შედეგები დღემდე გასაიდუმლოებულია.

1996 – მოვილეს გამოქვაბულში (რუმინეთი) ნაპოვნი იქნა ჩაკეტილი ეკოსისტემა, რომელიც არ იყო დაკავშირებული მიწიერთან. აღმოჩენილი იქნა 30 სახეობის მცენარეები და ცხოველები, რომლებიც გარე სამყაროსაგან იზოლირებულად ცხოვრობდნენ 5 მილიონი წელი.

691837619bb4

მოვილეს გამოქვაბულის ერთერთი უცნაური ბინადარი

2cafe.net

მსგავსი ამბები

Back to top button