გასართობივიდეოებიუცნაური

ოკარინა

3d94a539a2f9

ყველას ვისაც მუსიკა უყვარს ერთ ძალიან საინტერესო ინსტრუმენტზე გთავაზობთ პოსტს. არამგონია ბევრი რამ იცოდეთ მის შესახებ. მე კი, როგორც კი პირველად მოვისმინე ამ საკრავით შესრულებული მუსიკა გავოცდი… იმედია თქვენც მოგეწონებათ…

abbe681fe6be

ოკარინა არის  პატარა ზომის  უძველესი ფლეიტის მსგავსი  ჩასაბერი ინსტრუმენტი, უმეტესად თიხის ან ფაიფურის მაგრამ ასევე შეიძლება იყოს პლასტიკური, ხის, მინის, ლითონის. გარდა მასალისა ასევე მრავალნაირი შეიძლება იყოს მისი ფორმაც და ზომაც, მაგრამ ტიპიურ ოკარინას აქვს ოთხიდან თორმრტამდე ხვრელი. ჩემი აზრით ეს ინსტრუმრნტი საკმაოდ საინტერესოა როგორც თავისი ფორმით ასევე ისტორიით და ჟღერადობით.

f572ea6e310a

0f06f56a7156

ოკარინა ეკუთვნის ძველ საოჯახო ინსტრუმენტებს და 12000 წელზე მეტით თარიღდება. განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩინურ კულტურაში.ჩინრთის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ოკარინას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მათ სიმღერებსა და ცეკვებში.მსგავსი ინსტრუმენტი ჰქონდათ იაპონელებსაც და მაიას ტომებსა და აცტეკებსაც კი. სწორედ აცტეკებმა შემოიტანეს იგი ევროპაში და თავდაპირველად პოპულარული გახდა როგორც სათამაშო ინსტრუმენტი. მე-19 საუკუნეში იტალიაში ინსტრუმენტი რომელიც მხოლოდ რამდენიმე ნოტს უკრავდა ჯუზეპე დონატიმ კლასიკურ ინსტრუმენტად აქცია.

არსებობს ოკარინას პროგრამა აიფონისათვის. ამ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ როგორ უკრავს კაცი აიფონით ავე მარიას… საოცრებაა….

ოკარინაზე შესასრულებელი მუსიკა სამი სახით შეიძლება ჩაიწეროს.
1.ჩვეულებრივი ნოტებით
2.ციფრებით, რომლებიც გამოსახავს მუსიკალურ აღნიშვნებს. ეს მართივი მეთოდია და ადვილი წასაკითხია დამწყებთათვის.
3.სახვითი- უმარტივესი მეთოდი რომელიც გიჩვენებს თუ რომელ ხვრელს უნდა დააჭირო თითი.
ოკარენას ორი ყველაზე პოპულარული სისტემაა 1964 წელს ჯონ ტეილორის მიერ გამოგონილი ოთხ ხვრელიანი და ჯუზეპე დონატის მიერ შექმნილი ათ ხვრელიანი სისტემაა. ამ უკანასკნელს რატომღაც ტკბილი კარტოპილის სისტემა ეწოდება.

უამრავი ტიპის ოკარინა არსებობს რომლებიც ერთმანეთისგან ფორმითა და ხვრელების რაოდენობით განსხვავდებიან. მაგალითად განივი (ტკბილი კარტოფილის)- ეს არის ყველაზე ცნობილი სტილის ოკარინა. მომრგვალო ფორმისაა და 10-12 ხვრელი აქვს.

2d8b8491cd4f

ასევე არის გულსაკიდი ოკარინები, ძალიან მცორე ზომის, 4-6 ხვრელით,  რომლებიც უძველეს დროში სხვადასხვა რიტუალების, ცერემონიებისა და ფესტივალებისას გამოიყენებოდა.

6344e1ab7d72
8a4ef4263e75

f9c0935dbabf

როგორც ვიცი, დღეს ძალიან ცოტაა ვინც ამ ინსტრუმენტს პროფესიონალურ დონეზე უკრავს. პირადად მე ძალიან დამაინტერესა და მომინდა ვისწავლო. კიდევ ეთ ისეთ  მუსიკას გთავაზობთ რომლის მოსმენის შემდეგ ალბათ თქვენც აღფრთოვანდებით ამ ინსტრუმენთის მშვენიერი ხმით. მიუხედავად იმისა გიყვართ
თუ არა ადელი დარწმუნებული ვარ მაინც მოგეწონებათ. საოცრებაა…

როგორც ვიცი, დღეს ძალიან ცოტაა ვინც ამ ინსტრუმენტს პროფესიონალურ დონეზე უკრავს. პირადად მე ძალიან დამაინტერესა და მომინდა ვისწავლო. კიდევ ეთ ისეთ  მუსიკას გთავაზობთ რომლის მოსმენის შემდეგ ალბათ თქვენც აღფრთოვანდებით ამ ინსტრუმენთის მშვენიერი ხმით. მიუხედავად იმისა გიყვართ თუ არა ადელი დარწმუნებული ვარ მაინც მოგეწონებათ. საოცრებაა…

თეგები

M.N.888

davibade 1995 wlis 22 dekembers. var 16 wlis miyvars ucnauri.com

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close