არქივი

სამყაროს საიდუმლოებები : რეინკარნაცია

764dbf45e2ca

რაც უფრო ასაკში შედის კაცობრიობა მით უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება უკვდაობის თემით , მედიცინა არ დგას ერთ ადგილას და თანამედროვე ჰომო საპიენსი მის წინაპრებზე უფრო დიდხანს ცხოვრობს, ამასთან ერთად სამყაროში იბადება იდეები რის მიხედვითაც ჩვენ წესით 100 წლის მანძილზე უნდა შევძლოთ სიცოცხლე. რუსულ ფედერალურ ბიუროში შევიდა განცხადება მეცნიერების მიერ სახელწოდებით ”ხერხი რომლითაც ადამიანი შეძლებს იცოცხლოს ასი წლის მანძილზე” მოდით გავიგოთ რა თეორიაა ეს და რას გვთავაზობენ ისინი…

რეინკარნაცია – რეალობა?

ადამიანის ცხოვრების ხანგრძლიობის გაზრდით უამრავი მეცნიერია დაინტერესებული , ამაში კი უამრავი დრო და ფული იხარჯება , მაგრამ ვნახოთ რას გვთავაზობენ რუსი მეცნიერები.

როგორც ისინი ამბობენ მათ მიერ შემოთავაზებული ხეხრი ძალიან მარტივია და ის რეინკარნაციას უკავშირდება , როგორც ისინი განმარტავენ ეს არის ერთი სულის გადასვლა მეორე სხეულში. მათ ჩამოაყალიბეს ჰიპოტეზა , რომ ინფორმაცია ბავშვის ტვინში ხვდება დაბადებამდე რამოდენიმე წამით ადრე, ხოლო ზოგადად ნაყოფში ხვდება ორსულობის მეხუთე თვეში (ზუსტად მაშინ როცა ფორმულირდება თავის ტვინი).ყველაფერი ხდება მაშინ როცა ფეხმძიმე ქალი და მომაკვდავი ადამიანი იმყოფებიან ერთმანეთისგან 2 ათასი კილომეტრის დაშორებით.რისთვისაც გამოიყენება სენსორი , რომელიც აკონტროლებს რადიო ტალღებს და აფიქსირებს დროს.

მეცნიერები ასკვნიან , რომ წრიულ 2 000 კილომეტრ რადიუსზე (რაც მთელი ზედაპირის 1/25–ია) არჩეულ მომენტში მიახლოებით იქნება 10 ფეხმძიმე ქალი , თუ გავიგებთ რამდენ ხანში გამოდის ინფრომაცია მომაკვდავი სხეულიდან და რამდენ ხანში აღწევს იგი ნაყოფში , მაშინ დიდი სიზუსტით შეგვეძლება ვთქვათ როდის და სად მოხდა რეინკარნაცია.

”მუდმივი დაბრუნების ცენტრი”

ბევრი ადამიანის აზრით რეინკარნაცია უბრალოდ სისულელეა , მაგრამ ეს ასევე ბევრი ადამინისთვისაა რეალობა (ჩემი აზრით დასაბუთებით თქმა რომ ეს რეალობაა არ შეიძლება). თუ მოხვდებით ლენინის ბიბლიოთეკაში და მოითხოვთ წიგნებს ”რეინკარნაციაზე” თქვენ მოგაწვდიან 70 წიგნს და კიდევ რამოდენიმე ათეულ სამეცნიერო ნაშრომს.ამერიკაში შექმნილია ასოციაცია სახელწოდებით ”მუდმივი დაბრუნების ცენტრი” , რომელიც დაკავებულია წყვილების შერჩევით , რომლებიც წინა ცხოვრებაშიც ცოლ–ქმარნი იყვნენ

ცნობილი ისტორია

ერთდროულად რუსი და ესპანელი ქალბატონი მოყვა ავარიაში (ამ ისტორიაზე გადაღებული BBC დოკუმენტური ფილმიც) რის შემდეგაც ესპანელი ქალბატონი გარდაიცვლება ხოლო რუსი შეძლებს კომიდან გამოსვლას და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს იგი დაიწყებს ესპანურად ლაპარაკს , ისე რომ არ ემახსოვრება მისი ნამდვილი წარმოვლობა , სახელი და არც ოჯახი. როგორც ჩანს რეინკარნაცია გაურკვეველ ვითარებაში მოხვდა , ორმა ბედისწერამ ერთმანეთი გადაკვეთა , რის გამოც მხოლოდ ერთი გადარჩა.
პოსტის ფინალი : როგორ ხდება ინფორმაციის გადაცემა?

ადამიანი გამცემი და ადამიანი მიმღები – ეს ისევეა როგორც ორი რადიო სადგური , ხოლო თვითონ იფორმაცია – რადიოტალღები.

ინფორმაცია მომაკვდავიდან გადაიცემა ენერგეტიკული კოსმოსური არხის კავშირის მეშვეობით ( ასეთი კავშირი ყველას აქვს) , რომელსაც ელექტრომაგნიტური გამოსხივება აქვს. კავშირი შედის იონო სფეროში და ამის შემდეგ უკავშირდება მიმღებს (ყველაზე შესაფერის , ხშირ შემთხვევაში ეს არის ჩვილი ან შეიძლება ეს ზრდასრული ადამიანიც იყოს)

იონოსფერო

59dc997100d8

ეს უბრალო სიტყვები იქნებოდა , რომ არა მისი დამადასტურებელი თეორია . დიდი ხნის მანძილზე ვერავინ ვერ ხსნის იონოსფეროს ასეთ დიდ ელექტროგამტარობას მაშინაც კი როცა ღამეა და იქ არ ხვდება მზის სხივები. მეცნიერები დარწმუნებულნი არიან , რომ ასეთ ელექტროგამტარობას იწვევს ის ინფორმაციები , რომლებიც იონოსფეროში ხვდება ადამიანის რეინკარნაციის დროს.

სულ ეს იყო იმედი მაქვს მოგეწონათ

P.S – რახან მე დავწერე პოსტი რეინკარნაციაზე ეს არ ნიშნავს იმას , რომ მე მისი მჯერა , მიიღეთ პოსტი როგორც ინფორმაცია და არა როგორც წინდააღმდეგობა რამის მიმართ.

ალბათ შეამჩნიეთ პოსტის სახელწოდება სამყაროს საიდუმლოებები , ეს სახელი სპეციალურად შევარჩიე და შევეცდები დრო და დრო ამ სათაურის ქვეშ გაერთიანებული პოსტები შემოგთავაზოთ

თუ რამე შენიშვნა გაქვთ , რაიმე გაინრესებთ ან უბრალოდ აზრის გამოხატვა გსურთ შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარები :)

მსგავსი ამბები

Back to top button