საკითხავისასარგებლო

Romy Schneider

მისი ისტორია გავს ზღაპრულ ტრაგედიას. რომი ავსტრიელი მსახიობი იყო, რომელიც არა მარტო ლამაზ, არამედ ყველაზე ჭკვიან ქალად მოიაზრებოდა. მისი კარიერა ყოველთვის უმაღლეს მწვერვალზე იდგა, მაგრამ ცხოვრება სავსე იყო სასტიკი ტრაგედიებით, რომლებმაც როგორც თვითონ ამბობდა, სული გაუძარცვეს.

რომი შნაიდერი ქვეყანას მოევლინა 1938 წელის 23 სექტემბერს, ვენაში, ავსტრია. იგი დაიბადა მსახიობების ოჯახში. 1945 წელს მისი მშობლები გაიყარნენ, რის შემდეგაც გოგონა დედასთან და ძმასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად.

რომის დებიუტი შედგა 1953 წელს, როდესაც ის 15 წლის იყო. ეს იყო როლი სპექტაკლში, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

ორი წლის შემდეგ კი მონაწილეობა შესთავაზეს ფილმში, გოგონაც დათანხმდა. ეს იყო ფილმი Sissi. ამ ფილმის გამოსვლის შემდეგ რომი ძალიან პოპულარული გახდა. სწორედ ეს პოპულარობა დაედო საფუძვლად შემდეგ ორ ფილმს, რომელიც ერთდროულად გამოვიდა.

ამის შემდეგ რომის შესთავაზეს 3 წლიანი კონტრაქტი, რაზეც მან უარი განაცხადა მშობლების რჩევით.

ემდეგ მან მონაწილეობა მიიღო კოსტუმირებულ დრამაში ”ქრისტინე” 1958 წლეს. ამ გადაღებებზე გაიცნო მსახიობი ალენ დელონი, რომელიც მისდამი გულგრილი არ დარჩა. დელონი მას გამოუტყდა გრძნობებში და ქალისგანაც იგივე მიიღო.

ისინი გადავიდნენ ცალკე საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ერთად ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ისინი არ დაქორწილებულან.

რომის კარიერა, ისევე როგორც ალენის აღმასვლის პროცესში იყო. ამის გამო მათ ჰქონდათ გაუთავებელი მივლინებები, გადაღებები. ერთმანეთისთვის დრო არ რჩებოდათ.

რომი მთელი ძალისხმევით აკეთებდა საკუთარ საქმეს და ძალ-რონეს არ იშურებდა. უფასდებოდა კიდეც, დღითი-დღე იზრდებოდა მისი პოპულარობა.

თუმცა პირადი ცხოვრება კარიერის უკუპროპორციულად ვითარდებოდა. მათ სულ უფრო უჭირდათ საერთო ენის გამონახვა, რის გამოც რომიმ დატოვა ალენი. თუმცა ისინი საუკეთესო მეგობრები გახდნენ და დელონი მის გვერდით იდგა, მორალური და ფინანსური მხარდაჭერით კრიზისის პერიოდებში.

1963 წელს ფილმში Le Procès, რომიმ კიდევ ერთხელ მოახდინა თავისი არისტოკრატიული სილამაზის და დიდი ნიჭის დემოსტრირება.

1964 წელს, რომიმ გადადგა მისთვის გაბედული ნაბიჯი და ცოლად გაჰყვა თეატრის დირეტორს ჰარი Meyen-ს. მათ შეეძინა ბიჭი, დავით კრისტოფერი.

შვილმა შეცვალა რომის ცხოვრება ახლა ყველაზე მეტ დროს მასთან ატარებდა, მაგრამ ამას გავლენა არ მოუხდენია მის კარიერაზე.

ერთის მხრივ, რომი იყოს ძალიან თბილი, მოსიყვარულე და სათუთი. მას შეეძლო სევდიანი ისტორიის მოსმენის შემდეგ, საათობით ეტირა. იგი იყო ფანტასტიურად რომანტიული, მაგრამ მეორე მხრივ, იგი იყო ძალიან მომთხოვნი, განსაკუთრებით საკუთარი თავის მიმართ.

იყო არისტოკრატიულად მკაცრი, თამამი და სასტიკიც კი. იცოდა რა სჯობდა მისთვის და იმას აკეთებდა, მერე რა რომ გული სტკიოდა და თვეებს ტირილში ატარებდა. მისმა ფაქიზმა სულმა ამდენ ტკივილს ვეღარ გაუძლო და მის ცხოვრებაში გაჩნდა ალკოჰოლი და ნარკოტიკები.

1975 წელს ჰარისთან მისმა ურთიერთობამ დაძაბულობის პიკს მიაღწია, ამიტომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ამ წელს მან მიიღო ჯილდო საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში.

რომი არ ჩერდებოდა და კვლავ აგრძელებდა თავის საყვარელ საქმეს. მან მიიღო ოთხი მნიშვნელოვანი როლი ფილმებში: Max et les ferrailleurs (1971), et Rosalie (1972), Mado (1976) და une histoire (1978). ამის შემდეგ მან მოიპოვა საერთაშორიო აღიარება.

რომი ჩაება აქციაში, რომელიც იყო მიმართული ნაადრევად შეწყვეტიილი ორსულობის წინააღმდეგ. ასევე იგი გახდა ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის წევრი.

მის შემდეგ რომიმ ცხოვრება დაუკავშირა თავის ყოფილ მდივანს დანიელ Biasini-ის. მაგრამ ერთად მხოლოდ რამოდენიმე თვე იცხოვრეს.

რომის ამ ქორწინებიდან, როგორც თვითონ აღნიშნავდა, ყველაზე დიდი საჩუქარი ქალიშვილი სარა Biasini დარჩა. მიუხედავად არაერთი კრახისა პირად ცხოვრებაში, იგი მაინც აქტიურად აგრძელებდა საქმიანობას.

981 წელს მას საშინელი ტრაგედია დაატყდა თავს. მისი შვილი დავიდი მოყვა ავტოკატასტროფაში, რის შედეგადაც გარდაიცვალა. რომისთვის ეს აუტანელი ტკივილი დაუძლეველი აღმოჩნდა.

ამას თან დაერთო, მისი ყოფილი მეუღლის, დავიდის მამის თვითმკვლელობა. რომი ძლიერი იყო, უფრო სწორედ უნდოდა რომ ყოფილიყო.

რამოდენიმე თვის შემდეგ, აპრილში, გააკეთა განცხადება პრესისთვის და აღნიშნა, რომ კინოში ბრუნდებოდა და უნდოდა საყვარელი საქმიანობით ეს ტკივილი ჩაეხშო.

თუმცა მსახიობს აშკარად ეტყობოდა, რომ განადგურებული იყო და ძველ სილაღეს და ქარიზმას ვეღარაფერი დაუბრუნებდა.

როგორც ჩანს მისი ტკივილი დაუძლეველი აღმოჩნდა. 1982 წლის 28-29 მაისის ღამეს, Romy შნაიდერი საკუთარ სახლში გარდაიცვალა. იგი მხოლოდ 43 წლის იყო.

მაშინ გაზეთები იუწყებოდნენ, რომ სიკვდილი გამოწვეული იყო გულის შეტევით.

მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ნათელი გახდა რომ სიკვდილის მიზეზი დიდი რაოდენობით მიღებული საძილე აბები გახდა, რაც სავარაოდოდ შეგნებულად იყო მიღებული.

რომი დაკრძალეს Boissy-Sans-Avior სასაფლაოზე.

თეგები

niako

me var 23 wlis, studenti, miyvars musika da wignebis kitxva

მსგავსი ამბები

Close
Close