არქივი

განძი

treasurepile shot hugest wide

ჩვენ შორის ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ უოცნებია ერთბაშად გამდიდრებაზე, დიდი განძის პოვნაზე. ზოგიერთს ეს ნატვრა რეალობად ექცა. დედამიწაზე თითქმის ყოველდღიურად პოულობენ განძს – ხან შეუპოვრარი ძიების შედეგად, ხანაც – სრულიად შემთვევით. 

treasure chest 1 1512135171

რა არის განძი? კანონის მიხედვიტ განძი არის საგანი, რომელიც იმდენ ხანს იყო დამალული, რომ მისი მფლობელი უკვე ცოცხალი აღარაა. ამიტომ იურიდიულად “განძი” და “ნაპოვნი” სხვადასხვა რამაა. “ნაპოვნს” შეიძლება პატრონი გამოუჩნდეს. აღმოჩენილი განძის ნახევარი მპოვნელს, ნახევარი კი იმ ადგილის მეპატრონეს ეკუთვნის, სადაც ის იპოვეს. ასეა ევროპის ბევრ ქვეყანაში. რაც შეეხება შვეიცარიას, იქ კერძო ნაკვეთზე ნაპოვნი ნივთი ამ ნაკვეთის მფლობელის საკუთრებად ითვლება. თუ ნაპოვნს სამეცნიერო მნიშვნელობა გააჩნია, იგი იმ რეგიონის საკუთრება ხდება, სადაც აღმოაჩინეს.

კანონი განძის შესახებ
ასე ეწოდება საჯანონმდებლო აქტს განძის შესახებ. მაგალითად, ზოგ სახელმწიფოში კანონით, ნებისმიერი ნაპოვნი განძი ხელისუფლებას უნდა ჩაბარდეს, მპოვნელი კი მიიღებს ჯილდოს, თუმცა, ხშირად არამატერიალურს. ამის გამო განძის ბევრი აღმომჩენი დუმილს ამჯობინებს.

bd5e6852660d

არალეგალური ძიება

განძის მაძიებლები გამუდმებით ტრიელებენ არქეოლოგიური თვალსაძრისით მნიშვნელოვან ადგილებში. ასეთ ადგილას ნაპოვნის საკუთრებაში დატოვებისა და კვალის წაშლის მიზნით, ისინი ხშირად პოვნის ადგილის შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ იძლევიან. ამის მაგალითია “ნებრას ცის ნატეხის” ისტორია. იგი მაძიებლებმა არალეგალური გზით აღმოაჩინეს, მიუხედავად მისი სამეცნიერო მნიშვნელობისა, აღმოჩენის შესახებ არ განაცხადეს და მის გაყიდვას შეეცადნენ. როცა საქმე გამოაშკარავდა, პოვნის ადგილი არასწორად მიუთითეს, რათა თავიდან აეცილებინათ პასსუხისმგებლობა, რადგან თვითნებური გათხრებით იმდენად დააზიანეს იქაურობა, რომ არქეოლოგებისათვის თითქმის უსარგებლოდ აქციეს. საბოლოოდ დამნაშავეები ჩადენილის გამო დაისაჯნენ.

მსოფლიოს უდიდესი საგანძური
ზღვის წყალი ოქროს შეიცავს. გაცილებით მეტს, ვიდრე მთელი მსოფლიოს ოქროს საბადოები ერთად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მეცნიერთა გამოთვლები მიახლოებით მაინც შეესაბამეა სინამდვილეს, დედამიწის ზრვებისა და ოკეანეების წყალში შედის უწვრილეს ნაწილაკებად გახსნილი ოქროს “რეზერვი, რომლის რაოდენობაც 10 მილიარდ ტონაზე მეტია. მთავარი სიძნელე ისაა, რომ ჯერ ვერ გამოიგონეს მეთოდი, რომლის საშუალებითაც ამ ოქროს წყლისაგან გამოყოფენ. მეცნიერებმა გაფილტვრის სხვადასხვა საშუალებას მიმართეს, თუმცა უშედეგოდ, რადგან ერთი ტონა ოქროს მისაღებად 100 ათას ტონამდე წყლის გაფილტვრა იქნებოდა საჭირო. წყლიდან ოქროს მიღების უამრავი დარეგისტრირებული პატენრი არსებობს, მაგრამ დღემდე ვერც ერთმა ვერ გაამართლა. გასაფილტრ მასალად გამოიყენეს ტორფი, ჭვარტლი, ქვანახშირის მტვერი, თაბაშირის ფხვნილი და უამრავი სხვა ნივთიერება, მაგრამ ამაოდ გაისარჯნენ, რადგან გასაფილტრი წყლის რაოდენობა უზომოდ დიდი იყო. პროფესორი ფრიც ჰაბერი, 1918 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიაში, იმ ცნობილ მეცნიერთა რიგს ეკუთვნის, რომლებმაც ზღვისთვის ოქროს წართმევა სცადეს. ტანამედროვე ფირმა “სიმენსის” წინამორბედმა “სიმენსი და ჰალკემაც” რამდენიმე პატენტი გასცა, მაგრამ სასურველ შედეგს ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიაღწია. არსებობს ბევრი ჭორი, რომლის მიხედვითაც სამხრეთაფრიკულმა ოქროს საბადოების კონსორციუმმა შეისყიდა წარმატების მომტანი მეთოდი, მაგრამ საიდუმლოდ ინახავს, რათა ოქროზე საერთაშორისო ფასი არ დავარდეს, რადგან თუკი ბაზარზე დიდი რაოდენობით ზღვის ოქრო გამოვიდოდა, მისი ფასი შესამჩნევად დაეცემოდა და შეიძლება ოქროს საბადოები არარენტაბელურადაც კი ექცია. აე რომ, ზღვის ოქრო, გარდა ჩაძირული ხომალდის განძისა, დღემდე ელოდება მოპოვების ისეთ მეთოდს, რომელიც პრაქტიკული და ეფექტური იქნება. ასტრონომიული მოგება ელის იმას, ვინც ამ მეთოდს მიაგნებს.

მსგავსი ამბები

Back to top button