გასართობისაკითხავიუცნაური

საქმოსნები და თაღლითები II (ჯეიმს გორდონ ბენეტი)


სანაძლეოს გამო საქმე სასამართლომდე მივიდა

ჯეიმს გორდონ ბენეტი- “ნიუ-იორკ ჰერალდის” მეპატრონე და მთავარი რედაქტორი, ერთ თავყრილობაზე ახალ მეგობრებს უმტკიცებდა, რომ მას ძალუძს დაარწმუნოს მკითხველი საზოგადოება ნებისმიერ დაუჯერებელ ამბავში.

იმავე საღამოს შექეიფიანებულმა ჯეიმს გორდონმა საჯაროდ დადო ნიძლავი, რომ მეორე დღეს ნიუ-იორკის მრავალმილიონიანი მოსახლეობა სახლებში იქნებოდა გამოკეტილი და გარეთ ცხვირის გამოყოფას მხოლოდ ერთეულები გაბედავდნენ.

მეორე დილით “ჰერალდის” პირველსავე გვერძე დიდი, წითელი შრიფტით აწყობილი იყო შემდეგი განცხადება: “სიკვდილის როკვა! ქალაქის ზოოლოგიური ბაღიდან გაქცეული მხეცები ნიუ-იორკის ქუჩებში სისხლიან ღრეობებს აწყობენ!”

მართლაც იმ დღეს ქალაქში ცხოვრება ჩაკვდა. ყველა საგულდაგულოდ გადარაზულ სახლებში ისხდა, არ მუშაობდა არცერთი დაწესებულება, რაღა თქმა უნდა, მშობლებმა ბავშვები სკოლებსა და კოლეჯებში არ გაუშვეს. შეშინებულ, დამფრთხალ ხალხს მეზობლის ფინიის ყეფა ლომის ბრდღვინვად ეჩვენებოდა, ხოლო პოლიციის მანქანის სირენის ხმა – დამშეული აფტრების კივილად.

ბენეტმა მოიგო ნიძლავი, თუმცა როგორც კი სინამდვილე გაცხადდა, სასამართლოსა და დიდ ჯარიმას ვერ გადაურჩა.

წყარო: საქმოსნები და თაღლითები (წიგნი)

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close