საინტერესო სტატისტიკა
საინტერესო ფაქტები სრულიადში
ადამიანის სხეულში 215 ძვალია
ადამიანის თავის ტვინში ერთი წამის განმავლობაში 100 ათასზე მეტი ქიმიური რეაქცია ხდება
ცხოვრების მანძილზე ადამიანი დაახლოებით 40 ტონა საკვებს მოიხმარს
მზე რომ ვარსკვლავია, ეს შეერთებული შტატების მოქალაქეების 55 პროცენტისთვისაა ცნობილი
ჩერჩილი 500 ლიტრამდე წითელ ღვინოს სვამდა წელიწადში
შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 36 მილიარდი ჰამბურგერი მზადდება
ერთმა ამერიკელმა თავის ძაღლს 8 მილიონი დოლარი დაუტოვა, საკუთარ ცოლს კი ერთი ცენტი. სასამართლომ ანდერძი კანონიერად მიიჩნია, რადგან პატრონს ძაღლისთვის, როგორც იურიდიული პირისთვის, ყველა საბუთი წინასწარ ქონდა გაფორმებული. ქალმა მაინც გამონახა საშუალება მემკვიდრეობის მისაღებად: იგი ცოლად გაჰყვა ძაღლს და როცა ეს უკანასკნელი მოკვდა (ბუნებრივია მას ანდეძი არ დაუტოვებია) , ქონების პატრონი გახდა როგორც მისი ქვრივი.
ჩრდილოეთ პოლუსზე 145 დგის განმავლობაში მზის დანახვა შეუძლებელია.
დედამიწაზე ყოველწლიურად 50 ათასი მცირე და დიდი მიწისძვრა ხდება.
საქართველოს კანონმდებლობით, თუ საფლავს 20 წლის განმავლობაში არ გამოუჩნდება პატრონი, იგი თავიდან გაიცემა.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანები კოსმეტიკურ პროდუქციაზე ყოველწლიურად 5 მილიარდ გირვანქა სტერლინგს ხარჯავენ.
ბგერა წყალში უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ჰაერში. წყალში მისი სიჩქარე წამში 1480 მეტრია, ჰაერში კი 330.
მსოფლიო მასშტაბით ფუტკრები ყოველწლიურად 3 ათას ტონა თაფლს ამზადებენ, რომლის მოპოვების დროსაც 3 ტრილიონი ყვავილის დამტვერვას ახდენენ.
წყარო: ჟურნალი გზა.