ლაშქრობებისაკითხავისასარგებლო

ნამდვილი მოგზაური რომ გერქვას (II ნაწ)


იმედია, წინა მოგზაურობიდან კმაყოფილი დაბრუნდით, კარგადაც დაისვენეთ და მზად ხართ ახალი მოგზაურობისათვის.

  • Diamond, Longs Peak, კოლორადო



4კმ სიმაღლის მთა ამერიკის დასავლეთ ნაწილში საკმაოდ პოპულარულია მოყვარულ მთასვლელთა შორის, რადგან არ საჭიროებს განსაკუთრებულ ტექნიკურ მომზადებას და შედარებით ადვილი დასალაშქრია. ასვლას იწყებენ ღამის 2 საათზე და გათენებამდე უკვე მწვერვალზე არიან, საიდანაც მზის ამოსვლის ულამაზესი ხედით დატკბობა შეიძლება.

  • მდინარე სიანგი, ინდოეთი


მდინარე სიანგი სახელგანთქმული მრისხანე მდინარის – ტიბეტური იარლუნგ ცანგპოს შედარებით მშვიდი შენაკადია. მას ცანგპოს დაიკოსაც ეძახიან. ეს მდინარე იდეალურია რაფტერებისთვის, რადგან შეიცავს ველური მდინარის ყველა ელემენტს მინიმალური საფრთხით. ლაჟვარდოვანი წყალი, თავბრუდამხვევი სისწრაფე და მოულოდნელი მოსახვევები, ვიწრო გასაძრომები და ქაფქაფა ტალღები – ეს ყველაფერი პრაქტიკულად უსაფრთხოდ.
10 დღიანი ტური 3200 დოლარი დაგიჯდებათ.

  •  მთა რეინერი, ვაშინგტონი


დამწყებ მთასვლელთათვის შესანიშნავი ადგილია. აქ არის ხანგრძლივი ბილიკებიც, მოციცაბო ფლატეებიც, პატარა შტორემბიც და ცოტ–ცოტა თითქმის ყველა მოვლენა თუ პირობა, რაც კი შეიძლება სხვადასხვა მთებში შეგვხვდეს. ამიტომ აქ კარგი სამთასვლელო გამოცდილების შეძენა შეიძლება. 4 დღე და 1000 დოლარი და თქვენ დამწყები მთასვლელისდან მოყვარულ მთასვლელამდე „აფგრეიდდებით“ :)

  • Morzine, საფრანგეთი

ველოსპორტის მოყვარულთა ნამდვილი სამოთხე გინდა ნახოთ? – საფრანგეთში, მონბლანსა და ტბა ჟენევას შორის ათასწლოვან სოფელ მორცინს უნდა ესტუმროთ. 12 კურორტი აერთიანებს 23 საველოსიპედო მარშრუტს, რაც მოიცავს 650 კილომეტრიან გზას თავისი 50 საველოსიპედო მთა–გორებითა და 5 პარკით. აქ მოიძებნება ტრასა ნებისმიერი გემოვნების ველომრბოლელისთვის. ერთი დღე 20 ევრო დაგიჯდებათ (მხოლოდ ტრასა)

  • კოკოს კუნძულები, კოსტა–რიკა


კოსტა–რიკიდან სანაპიროდან 36 საათის განმავლობაში 500 კილომეტრის (ნავით) გაცურვის შემდეგ მოხვდებით შუა წყნარ ოკეანეში მდებარე კოკოს კუნძულებზე. მაინც რატომ მოდიან ასე შორს დაივერები? მას შემდეგ რაც,უზარმაზარ წყალქვეშა თაღს გაივლიან, ისინი აქ ნახულობენ თითქმის ყველა სახეობის მსხვილ თევზებს და ცხოველებს – ზვიგენებს, ვეშაპებს, სკატებს, ჩაქუჩათავა ზვიგენებს, დელფინებს და სხვა დიდი ზომის წყალქვეშა ბინადრებს. მსოფლიო ოკეანეთში აქ არის ყველაზე დიდი რაოდენობით ერთად თავმოყრილი სხვადასხვა სახეობები.

  • სელკრიკსი, კანადა


ერთადერთი ტრანსპორტი აქ მისასვლელად – ვერტმფრენია. და შემდეგ რჩებით ხელუხლებელ, პირველქმნილ დედაბუნებასთან – საკუთარი უნარების, მომზადებისა და რისკის იმედზე. სიტყვებით აღწერა ზედმეტია – სურათზე ყველაფერი ჩანს.
7 დღიანი ტური all include -სასტუმრო, ეკიპირება, ტრანსპორტირება, სადილი, გიდი, ძვირფასი ღვინო და დიდი დოზით ადრენალინი – 10 000 დოლარი ღირს (და ღირს კიდეც:)!)

  • Geyikbayiri, თურქეთი

ვინც კი თუნდაც ერთხელ მოხვდება აქ, მაშინვე ყურებამდე შეყვარებული ხდება – საოცარი, ულამაზესი, მედიდური, ცად აზიდული, და ა.შ და .შ – გეიკბაირი მაიშნვე იპყრობს მოგზაურთა გულებს. რისი ბრალიც არ უნდა იყოს – თურქეთის რბილი ჰავის, თბილი კლიმატის, ბუნების ულამაზესი პეიზაჟების, კლდის ძირას განლაგებული ჯადოსნური პლაჟების, ბუნგალოებისა თუ ბროწეულის ბაღების, – ფაქტია, რომ გეიკბარზე ასვლა ყველასათვის დაუვიწყარი მოგზაურობა ხდება.
თავად ნახეთ და თან ყოველი დღისთვის 70 ევროს წამოღებაც არ დაგავიწყდეთ.

  • ალპები, შვეიცარია


შვეიცარიის ეს რეგიონი ლამაზად გაფორმებულ ღია ბარათს ჰგავს – გოროზი თეთრწვერა მთების ქვეშ პატარა–პატარ ფერადი სოფლები და ჭრელა–ჭრულა მინდვრებია, ალაგ–ალაგ ცხვრის ფარებითა და მთასვლელთა ჯგუფებით მორთული. მთაზე ასასვლელი ბილიკი აქ პირდაპირ სახლის ზღურბლზე იწყება. ყველაფერი მოწყობილია და ცხოვრობს მთების დასალაშქრად. და გარდა ამისა, ნამდვილი მოგზაური რომ გერქვას, ალპებში ნამყოფი უნდა იყო.

წყარო:  verzonti.wordpress.com

 

 

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close