საკითხავისასარგებლოუცნაური

საქმოსნები და თაღლითები I (ჯო შერმანი)


მსოფლიოში ცნობილი და ყველაზე მეტად გახმაურებული ძარცვის,ყაჩაღობის,ექსპროპრიაციის თუ მოტყუების შემთხვევები.

ამერიკის ერთ-ერთი ელექტროკომპანიის სარეკლამო განყოფილების აგენტი,54 წლის ჯო შერმანი, სამსახურიდან გაანთავისუფლეს.მისი ასაკის კაცისათვის, რომელსაც უმაღლესი განათლება არ ჰქონდა, ძნელი იყო სამუშაოს შოვნა. მაგრამ ჯო იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა რომელსაც გაჭირვების ჟამს ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევა არ სჩვევიათ. მან ჩვეულებრივი ფურცელი აიღო და თავისი ახალი ბიოგრაფია შექმნა.

თავდაპირველად მან ჯო შერმანს 15 წელი ასაკი ჩამოაკლო, შემდეგ ძალიან იოლად “დაამთავრებინა” პიტსბურგის უნივერსიტეტი და ფლორიდაში “დააცვევინა” დოქტორის ხარსხი.არც ის გამორჩენია, რომ ჯო შერმანს პრაქტიკული საქმიანობის დიდი გამოცდილება ჰქონდა- თანამშრომლობდა სხვადასხვა ცნობილ ფირმებთან.

ამის შემდეგ თავისი ახალი ბოგრაფია გაამრავლა და ეგზემპლარები შეერთებული შტატების სხვადასხვა ელექტრონულ კორპორაციებსა და ფირმებს დაუგზავნა.

იმ დროს ელექტრონიკის დარგში მომუშავე ყველა კერძო თუ სახელმწიფო დაწესებულება სანთლით ეძებდა კარგ სპეციალისტს. ამიტომ ჯო შერმანმა ქვეყნის ყველა კუთხიდან მიიღო მოწვევა გასაუბრების მიზნით და როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაშია მიღებული, მოსაწვევ ბარათს თან ახლდა საკმაოდ სოლიდური საბანკო ჩეკი ნებისმიერი ტრანსპორტის პირველი კლასის სალონით მგზავრობისათვის და სხვა აუცილებელი ხარჯების დასაფარად.

მიიღებდა თუ არა ჩეკს,ჯო შერმანს ბანკიდან ნაღდი თანხა გამოჰქონდა, ხოლო მიმწვევთან თავისი ძველისძველი “ფორდით” მიემგზავრებოდა, ასე რომ ფული მხოლოდ ბენზინსა და წახემსებაში ეხარჯებოდა.რა თქმა უნდა ის კომპანიები რომლებიც ახალგაზრდა სპეციალისტს ეძებდნენ ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, ჯო შერმანს უარით ისტუმრებდნენ და როგორ პარადოქსულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ იგი თითონვე ესწრაფვოდა მას.

საქმე იმაშია, რომ ჯო შერმანმა ყველაზე ყველაზე იოლი და უმტკინვეულო გზა აღმოაჩინა- სამგზავრო ხარჯები. ამ აღმოჩენით მან ერთ წელიწადში 15 ათასი დოლარი ჩაიჯიბა. ხოლო როდესაც ერთ-ერთმა კომპანიამ მას მეორე კლასის მგზავრობის ჩეკი გამოუგზავნა, შეურაცხყოფილი “დოქტორი” მას სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.

ფირმათა მენეჯერებს აზრადაც არ მოსვლიათ ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებული პიროვნებისათვის, უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი და დოქტორის ხარისხის დამამტკიცებელი საბუთი მოეთხოვათ. კოკა წყალზე მაშინ გატყდა როდესაც მან ამერიკის რადიო-კორპორაციის ადმინისტრაციას გაუგზავნა ანალოგიური ანკეტა. ეს სოლიდური ორგანიზაცია სანამ პრეტენდენტს მიიწვევდა, საგულდაგულოდ ამოწმებდა მის მონაცემებს.წესს რადიო-კორპორაციამ არც ამჯერად უღალატა და აღმოაჩინა რომ პიტსბურგისა და ფლორიდის უნივერსიტეტებში ჯო შერმანი თვალითაც არავის ენახა.

ჯო შერმანი ორლანდოში დააპატიმრეს და გამოძალვისა და თაღლითობის გამო ათი თვით პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯომ ასეთი კომენტარი გაუკეთა: “ეს ათი თვე ჩემთვის საუკეთესო დასვენება იქნება, მე ხომ მთელი წელიწადია ბორბლებზე ვცხოვრობ!”. მართლაც მას ერთი წლის მანძილზე 100 ათას მილზე მეტი ჰქონდა გავლილი.

წყარო: წიგნი საქმოსნები და თაღლითები

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close