არქივი

კაციჭამიების ცივილიზაცია

699aa615d1ca

კანიბალიზმი, არაცივილურ სამყაროში, განსაკუთრებით აფრიკის ზოგიერთ ნაწილში , ახალი არ არის, მაგრამ ის რომ მეცნიერები მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ჩვენი, ანუ ევროპელების წინაპრები ივყნენ კაციჭამიები ერთგვარ არასასიამოვნო შეგრძნებას იწვევს.

ამ თემაზე საუბარი ცივილურ საზოგადოებაში, თითქოს მიუღებელია, სპეციალისტებიც თავს არიდებენ ამ თემაზე საუბარს. თუმცა თუ ვიმსჯელებთ არქეოლოგიური გათხრებით, კაცობრიობა უძველეს დროში სასტიკი და სისხლიანი იყო. უფრო მეტიც, უამრავი ქვის ხანის დროინდელი მოკლული ადამიანის ნარჩენი გვიჩვენებს , რომ ჩვენი არც ისე შორეული წინაპრები  კანიბალები იყვნენ.

პირველი მერცხალი, რომელმაც აიძულა სამეცნიერო სამყარო სერიოზულად დაფიქრებულიყო კაცობრიობის კაციჭამიურ წარსულზე გახდა შეტყობინება მოსული ესპანეთიდან 2006 წლის დეკემბერში. მასში, ანტონიო როზასმა, ესპანეთის ნაციონალური მუზეუმიდან, განაცხადა, რომ მისმა ჯგუფმა დაამთავრა ელ სიდრონის გამოქვაბულში, 2000 წელს ნაპოვნი რვა ჩონჩხის გამოკვლევა.

დოქტორი როზასი ამტკიცებდა, რომ ნეანდერტალელების ზოგიერთი ძვლები იყო გაჩეჩქვილი მეტად სახასიათო ფორმით, რათა ამოეღოთ იქედან ძვლის ტვინი. გარდა ამისა მეცნიერის თქმით, მათი კბილების ქიმიურმა შემადგენლობა ნათლად მიუთითებდა ბავშვობაში მუდმივ შიმშილზე და საკვებით დაუკმაყოფილებლობაზე. დაკვირვებებმა საშუალება მისცა მეცნიერებს ევარაუდათ, რომ 43 ათასი წლის წინ ნეანდერტალელები ელ სიდრონიდან რაღაც მიზეზის გამო აღმოჩნდნენ შიმშილის პირას, რამაც აიძულა ისინი წასულიყვნენ კანიბალიზმზე.

ამან სამეცნიერო სამყარო  დააკმაყოფილა, კონკრეტული ნეანდერტალელები იყვნენ კაციჭამიები, მაგრამ არა ყველა. ამასთან მეცნიერებში საკითხი, მათი ნათესაური კავშირის შესახებ მოაზროვნე ადამიანთან, ეჭვს იწვევდა. 2000-იანი წლების შუა რიცხვებამდე, მკვლევარები ჯერ კიდევ თვლიდნენ, რომ კრომანიონებს და ნეანდერტალელებს შორის არ ხდებოდა შეჯვარება. ესეიგი ისინი ვერ იქნებოდნენ ჩვენი პირდაპირი წინაპრები.

სამი წლის შემდეგ ჰიპოთეზამ “არანათესაობის” შესახებ რაღაცით საშუალება მისცა გაემართლებინათ ჩვენი არაპირდაპირი წინაპრების საქციელი, რომლებიც როგორც აღმოჩნდა ჭამდნენ ნეანდერტალელებს.

არასასიამოვნო აღმოჩენის საფუძველი გახდა ნეანდერტალელის თავის ქალის აღმოჩენა, რომელიც ცხოვრობდა 35 ათასი წლის წინ ლე რუას რაიონში (დასავლეთ საფრანგეთი). საფრანგეთის ნაციონალურ სამეცნიერო-კვლევით ცენტრში დაკვირვებისას, თავის ქალაზე აღმოაჩინეს ჭრილობის კვალი, მიყენებული კრომანიონების იარაღით, რომლებიც იყვნენ ორინიაკსკის კულტურის წარმომადგენლები. განსჯის შემდეგ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ კორმანოინებმა მოკლეს ნეანდერტალელი წაიღეს ის გამოქვაბულში, სადაც ხორცი მოაშორეს ძვლებს, რის შედეგადაც ძვლებზე დარჩა სპეციფიური ნაკაწრები და ბოლოს შეჭამეს იგი, ხოლო თავის ქალას კბილები დააცალეს და გამოიყენეს როგორც სამკაული.

“დიდი ხანი ჩვენ გვრცხვენოდა ამ ვერსიის, მაგრამ დადგა დრო შევხედოთ რეალობას თვალებში, ძველი ადამიანები დრო და დრო ჭამდნენ Homo neanderthalensis. სავარაუდოდ ეს იყო მიზეზი ამ უკანასკნელის გადაშენების” – განაცხადა გამოკვლევების ერთერთმა ავტორმა ფერნანდო როციმ. რითაც სამეცნიერო წრეებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

ცეცხლზე ნავთი დაასხა შეტყობინებამ , რომელიც ამ დროისათვის მოვიდა ჩრდილოეთ ესპანეთიდან. 2009 წლის ივნისში ატა-პუერკას გამოქვაბულში გათხრების ხელმძღვანელმა ხოსე მარია ბერმუდეს დე კასტრომ განაცხადა, რომ ადამიანი (Homo antecessor), რომელიც ბინადრობდა აქ 1,2 მილიონ, 500 ათასი წლის წინ, ყოველგვარი ეჭვის გარეშე იყო კანიბალი.

ასეთ მოსაზრებამდე მეცნიერებს უბიძგა რამდენიმე უძველესი გამოქვაბულის აღმოჩენამ, სადაც ნაპოვნია ადამიანის ძვლები დამსხვრეულ მდგომარეობაში, მათზე ჩანს ქვის იარაღებით და ადამიანის კბილებით მიყენებული დაზიანებების კვალი და თვით ძვლები არეულია ცხოველების – დათვის, ცხენების, ირმების ძვლებთან . ეს ჩვენ გვაძლევს საფუძველს ვილაპარაკოთ, რომ კანიბალიზმი აქ გასტრონომიის ნაწილი იყო და არა რიტუალი.

რა თქმა უნდა ადამიანი ამ დროისათვის არ იყო ადამიანი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, თუმცა გარეგნობით იგი ძალიან მოგვაგონებდა Homo sapiens-სს. თანამედროვე ტიპის ბრტყელი სახე, კომბინაციაში იყო მასიურ ქვედა ყბასთან, ნიკაპის გარეშე და მსხილი კბილებით, რაც სახასიათო იყო ნეანდერტალელებისათვის. ამან მისცა საბაბი მეცნიერებს ელაპარაკათ მის შესახებ, როგორც კრომანოინებისა და ნეანდერტალელელების საერთო წინაპარზე. ესეიგი, როგორც მინიმუმ, თანამედროვე ადამინის ერთერთი წინაპარი იყო ნამდვილიო კაციჭამია, მაგრამ როგორც იმავე წელს აღმოჩნდა არა მარტო ის.

2009 წლის ზაფხულში ანტროპოლოგმა ბრუნო ბულესტანმა, ბორდოს უნივერსიტეტიდან (საფრანგეთი) გამოაქვეყნა 7 ათასი წლის წინანდელი, ქვის ხანის ძვლების გამოკვლევების სენსაციური შედეგები, რომლებიც ნაპოვნი იყო ხერცკსხაიმში, გერმანულ ქალაქ შპეიერის მახლობლად. გაირკვა, რომ ძვლებს ჰქონდა მეტად სპეციფიური დაზიანებები. “თავის ქალაზე არის ნაკვალევი მიყენებული ბასრი იარაღით, ნაკვალები უეჭველად მეტყველებდა იმაზე, რომ ხორცი ძვლებიდან ამოაჭრილ იქნა” – განაცხადა ადგილობრივი არქეოლოგიური განყოფილების უფროსმა ანდრეა ცებ-ლანცმა.

“ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს, ძვლებს ტეხდნენ, ამსხვრევდნენ და ჭრიდნენ, აჭრიდნენ ხორცს რათა შემდეგ ის საჭმელად გამოეყენებინათ ” — ამბობს დოქტორი ბულესტანი. “ადამინს ისე ანაწევრებდნენ , როგორც დასაკლავ ცხოველს. თავის ქალის ზედა ნაწილს ხსნიდნენ , რათა იქედან ამოეღოთ ტვინი. როგორც ჩანს მაშინ ეს დელიკატესად ითლებოდოდა. ძალიან ცოტა ძვლებია, რომელშიც არის ძვლის ტვინი”.

მთლიანობაში მეცნიერების შეფასებით, ხერკსხაიმში არის 1000-ზე მეტი ადამიანის ნარჩენი, შეჭმული კანიბალების მიერ. ეს უცნაურია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თვით დასახლება საკმაოდ პატარაა (რამდენიმე ათეული სახლი). ცხელ კვალზე ჩატარებულმა გენეტიკურმა ანალიზმა გაამყარა ვარაუდი, რომ მოკლულები არ იყვნენ ადგილობრივები, არამედ ევროპის სხვადასხვა ნაწილებიდან. მათ შორის აღმოჩნდა ბევრი მოხუცი, ქალი და ბავშვი (მათ შორის ჯერ კიდევ არდაბადებულიც).

არც ერთი მათგანი არ იყო დაჭრილი ან ავადმყოფი. “შესაძლოა ისინი მოიყვანეს მსხვერპლშეწირვისთვის, რაიმე რელიგიური რიტუალის შესასრულებლად, რომელშიც შედიოდა მსხვერპლის შეჭმა – ფრთხილად ივარაუდა დოქტორმა ცებ-ლანცმა. ამ ვერსიის სასარგებლოდ ლაპარაკობს, ისიც, რომ მათი თავის ქალებისაგან აკეთებდნენ ჯამებს, რომელთაგან არავინ არასდროს არ სვამდა. ახლაც კი მათი კიდეები ისეთი ბასრია, რომ შეიძლება ტუჩების გაჭრა”. თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ ძველი ხერკსხაიმას მცხოვრებლები არ ჭამდნენ ადამიანებს.

ორი თვის შემდეგ 2009 წლის აგვისტოში, თავისი წილი მოსაზრება საერთოევროპული კანიბალიზმის საქმეში შეიტანეს ინგლისელებმაც. ჯერ კიდევ 1866 წელს ბრიტანელმა არქეოლოგმა უილიამ პეგელმა ქალაქ ტორკის (ბრიტანეთი) მახლობლად , კენტის გამოქვაბულში აღმოაჩინა კარგად შემორჩენილი ადამიანის მხარის ძვალი, რომლის ასაკი 9 ათასი წელი იყო. აღმოჩენა მოხვდა ქალაქ ტორკის მუზეუმში და სადაც ის მალე დიდი ხნით დაივიწყეს. გაიხსენეს მხოლოდ 2008 წელს, მაშინ როცა ატარებდნენ ინვენტარიზაციას. კურატორი ბარი ჩანდლერი დააინტერესა ძვალზე არსებულმა პარალელურმა ნაკაწრებმა. დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ, რომელიც ჩაატარეს არქეოლოგებმა ოქსფორდის უნივერსიტეტიდან აჩვენა: “ნაკაწრები აშკარად მიზანმიმართულად არის მიყენებული და ძვალი შეგნებულად  არის დაზიანებულიი, ეს მდგომარეობები მეტყველებს შესაძლო კანიბალიზმზე”.

“მითუმეტეს, რომ ბზარების განლაგება შეესაბამება იმას, რაც მოხდებოდა წინასწარ შეგნებული დანაწევრებისას. ხოლო ის, რომ ყველა ღარი მდებარეობს ერთ ადგილზე, ლაპარაკობს იმაზე, რომ ისინი გაჩნდა კუნთის მასის ძვლიდან მოშორების დროს. ეს რომ ყოფილიყო ცხოველების ნარჩენები, შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ ძვლები დაანაწევრეს, რათა ამოეღოთ ძვლის ტვინი, რომელსაც მეზოლითის ხანაში (შუა ქვის ხანა) თვლიდნენ დელიკატესად” — ყვებოდა ჩატარებულ ექსპერტიზაზე დოქტორი პიკ შულტინგი.

მართალია მეცნიერი თავის ვერსიაზე დაბეჯითებით არ საუბრობდა: “შესაძლოა ეს ნაკაწრები გაკეათებული იქნა იმისათვის, რომ სხეული მალე გახრწნილიყო, რათა დაეჩქარებინათ მისი წინაპრებთან მისვლა. ეს ხაზს უსვამს მეზოლიტის ეპოქის ადამიანებზე სიკვდილის წარმოდგენის სირთულეს, რომლებიც ცხოვრობდნენ ფერმერობის წარმოშობამდე რამდენიმე ათასი წლით ადრე, რომელიც წარმოიშვა ნეოლითის პერიოდში ” , – გვთავაზობს ის სხვა , უფრო დამაშვიდობელ ვერსიას.

ამ დროისათვის მეცნიერების უმეტესობა შეეგუა აზრს ადამიანის კანიბალური წარსულის შესახებ და უარყო მსგავსი ინტერპრეტაცია, როგორც მოგონილი.

 

მსგავსი ამბები

Back to top button